Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

გრძელი თმები, დახეული ჯინსები, ფერადი ტანსაცმელი, უამრავი აქსესუარი და პროტესტი საყოველთაოდ მიღებული ნორმებისადმი - ასეთი იყო გასული საუკუნის 60-იანი წლები, ეპოქა, რომელშიც ჰიპებმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გადააბრუნეს მოდა და შექმნეს სტილი ყოველგვარი წესების გარეშე.

 

ჰიპური მოძრაობის დასაწყისი - 1965 წელი.

 

ადგილი - შეერთებული შტატები.

 

სუბკულტურის ძირითადი პრინციპი - არაძალადობა.

 

ჰიპები ატარებდნენ გრძელ თმებს, უსმენდნენ როკ-ენ-როლს, ღებულობდნენ ნარკოტიკებს, ცხოვრობდნენ კომუნებში, მოგზაურობდნენ ავტოსტოპით, გატაცებულები იყვნენ მედიტაციით და აღმოსავლური რელიგიით, უმრავლესობა იყო ვეგეტერიანელი. რამდენადაც ჰიპები ხშირად გრძელ თმებში იწნავდნენ ყვავილებს და ჰქონდათ ლოზუნგი "Flower Power" ("ყვავილების ძალა"), მათ უწოდებდნენ "ყვავილის შვილებს".

 

უჩვეულო ფერები, ფორმები და სტილი, რომელიც მანამდე საერთოდ არ არსებობდა, კვლავ ბრუნდება ახალ ათასწლეულში, რა თქმა უნდა, ოდნავ სახეშეცვლილი ფორმით.

 

60-იან წლებში კი ეს ყველაფერი ასე გამოიყურებოდა:

 

ძველი ჯინსები, აუცილებლად კლოში, ზედ დაკერებული მკვეთრი ფერის საკერებლებით. თუ ჯინსი ვიწრო იყო, შესაძლებელი იყო კიდეებზე გარღვევა და სამკუთხა ნაჭრების ჩაკერება კლოშის მისაღებად.

 

ზედატანი: ფერადი, ორიგინალური, თავისუფალი სახელოებით, რაც ქმნიდა სიმსუბუქის და ჰაეროვნების შეგრძნებას. გოგონები ატარებდნენ ინდურ სარებს და სარონგებს, სხვადასხვა ფერის აბრეშუმის პერანგებს ფურფუშებით.

 

ქსოვილი: ხავერდი, ტყავი, ბატიკა, ინდური ბამბა და აბრეშუმი აღმოსავლური მოტივებით.

 

ქვედაბოლოს სიგრძე: ერთდროულად მინი, მიდი და მაქსი. მინი-ქვედაბოლო, ქალის სექსუალური თავისუფლების სიმბოლო, სწორედ ამ პერიოდში შემოდის მოდაში. მასთან ერთად მოდაში შემოსული გამჭვირვალე ზედები ბიუსჰალტერის გარეშე კი სექსუალური რევოლუციის დასაწყისს უდებს საფუძველს.

 

ფეხსაცმელი: რაც უფრო უჩვეულო, მით უკეთესი.

 

ვარცხნილობა: გრძელი, გაშვებული თმები, რომელსაც ჰიპი საუკუნეში ერთხელ თუ შეიჭრიდა.

 

აქსესუარები: მცირე ზომის სათვალეები მრგვალი ან კვადრატული ფერადი შუშებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა საიუველირო მორთულობებს, რომელიც ძირითადად დამზადებული იყო მექსიკური, ინდური და მაროკოული ვერცხლისგან. ატარებდნენ სამაჯურებს, ბეჭდებს, საყურეებს ყურზე, ცხვირზე... ყელსაბამებს აღმოსავლური ეზოთერიკის სხვადასხვა სიმბოლოებით, თავსაბურავებს გაწყობილს ბუმბულებით ან ყვავილებით.

 

რაც ყველაზე მთავარია, არცერთი თავმოყვარე ჰიპი არ ჩაიცვამდა ტანსაცმელს რომელიმე კომპანიის ლოგოტიპით. არანაირი ბრენდი, არანაირი სამარკო ნიშანი, მხოლოდ უბრალო, არაძვირადღირებული, მოსახერხებელი და მსუბუქი სამოსი - ასეთი იყო მოდა, რომელიც "ყვავილის შვილებმა" აჩუქეს მსოფლიოს.

 

http://hard.caucasus.net/images/3dvnpwexlfcte3imepf.jpg

 

http://hard.caucasus.net/images/nhc4i5pslifvgo1hdv92.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ის რატომ არ აღნიშნე, რომ საქართველოშიც ჩითავენ ვითომ ჰიპები, რომლებიც მარტო ზმანით ჰიპობენ?

 

საცოდავებეეეეეეეე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ის რატომ არ აღნიშნე, რომ საქართველოშიც ჩითავენ ვითომ ჰიპები, რომლებიც მარტო ზმანით ჰიპობენ?

 

საცოდავებეეეეეეეე

ნუ მაგდენი არ ვიცი

 

მე ერთიც ვერ ვიპოვე და შენ თურმე ზმანებითაც ნახულობ LOL

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი ხალხი :love2:

მინდა რო მეც იმ დროში ვცხოვრობდე :D

 

http://img522.imageshack.us/img522/4685/1zf7w5flb7.jpg

 

http://img522.imageshack.us/img522/3892/cc016cc43fceur1.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვააჰ მეც გამიკვირდა ზმანით ჰიპები რომ ჩიტა ფიომ... :|

 

 

მეეე მარტო ერთი ვიცი, რომელიც ძლაიან ჰგავს აი იმ ჰიპებს :D და ძლაიან საყუარელია და არანაირი აგრესია მასში არ არის...

 

ახლაც არის რარაც ქალაქი სადაც უნდა გავემგზავროთ მე და ერეკლე და ამელი (ნუ თუ იცით ესენი) გერმანიაშია და რამოდენიმე დღით ან ერთი კვირით იღებენ სტუმრებს და ზუსთად ისე ცხოვრობენ როგორც 60-იან წლებში... იქ მარტო სიყვარული და ყვავილებია :) ყველა ერთმანეთშ ეხმარება... სვამენ, ეწევიან და მოწყვეტილნი არიან ამ სამყაროს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვააჰ მეც გამიკვირდა ზმანით ჰიპები რომ ჩიტა ფიომ... :|

მეეე მარტო ერთი ვიცი, რომელიც ძლაიან ჰგავს აი იმ ჰიპებს :cry: და ძლაიან საყუარელია და არანაირი აგრესია მასში არ არის...

 

ახლაც არის რარაც ქალაქი სადაც უნდა გავემგზავროთ მე და ერეკლე და ამელი (ნუ თუ იცით ესენი) გერმანიაშია და რამოდენიმე დღით ან ერთი კვირით იღებენ სტუმრებს და ზუსთად ისე ცხოვრობენ როგორც 60-იან წლებში... იქ მარტო სიყვარული და ყვავილებია :) ყველა ერთმანეთშ ეხმარება... სვამენ, ეწევიან და მოწყვეტილნი არიან ამ სამყაროს

მსჰურს :)

 

http://www.websmileys.com/sm/crazy/240.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუ ჰიპებმა მომწერეთ სკაიპშიიი... ვაფშე ჯობს ერთად შევიკრიბოთ და როგორც სხვები არიან კლანებად ისე ვიყოთ ჩვენც, ვიკონტაქტოთ, ვიმეგობროთ, ვიჰიპოთ...

skype: embolado (გერმანიის დროშით ვარ)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გერმანიაში არ არის, დანიაშია :rolleyes:

 

Christiania: A Hippy Vision Endures

 

Copenhagen, Denmark

 

One of the more historically notorious attractions in free-wheeling, progressive Copenhagen, Denmark is an ongoing "social experiment" called Christiania, a small section of the city that a bunch of art students and hippies more or less conquered and settled in 1971. The original "settlers" broke into a walled-off, abandoned military barracks, christened the main portion of the property "Freetown" and started squatting there with the intent of developing a communally run, self-governing, free society. Despite repeated threats from the government to clear the area, Christiania is still around 33 years later and has been successful in developing an impressively organized community that is home to more that 1,000 permanent residents.

 

http://i016.radikal.ru/0810/f2/a7e5a38fc0c3.jpg

 

http://i006.radikal.ru/0810/80/dd6ea4783dfb.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...

ნეტა არ აპირებენ 40 წლისტავის გაკეტებას ვუდსტოკის?

 

 

ეხ რა მაგარი იქნებდა ის 3 დგე :user:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 year later...

ძაან მინდა რო რაღაც დავწერო, მაგრამ უბრალოდ სიტყვები არ მყოფნის, რა ვთქვა ჰიპებზე? ამათზე მაგარი ადამიანები არარსებობენ, საქართველოში უმეტესობა ცუდად აღიქვავს მაგრამ რავი, ალბათ უბრალოდ არ ესმით მათი, უფრო სწორად ჩვენი :givi: :givi: მეც ვთვლი ჩემ თავს ერთ ერთ წევრად. შეილება გარეგნულად რო შემომხედო არც იპიქრო ჩემზე ესე , მაგრამ შინაგანად ჰიპი ვარ, ვგრძნობ :givi: :givi: ჩემი უდიდესი ოცნებაა, ჰიპები ვიპოვო საქართველოში და თუ ვინმე ხართ შემორჩენილი დაწერეთ აქ რა

 

P.S გელოდებით სულმოუთქმენლად :)) :)) :)) :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 5 months later...
დებილური იდეოლოგია აქვთ, ინერტულები არიან... მშვიდობა უნდათ და საჭირო მომენტში არ იბრძვიან... მოკლედ ეს ის სუბია, რომელიც პოპულარული გახდა ორი მიზეზის გამო: ჰიპებს უნდოდათ "თავისუფლება" და სექსუალური ტაბუს ახსნა... ფაქტობრივად თავიანთ პონტში გამოუვიდათ :givi: Edited by alqimikosi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...