Jump to content
Planeta.Ge

საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მოგიწოდებთ!


Recommended Posts

ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მიმართვა საქართველოს მოსახლეობისადმი

 

ქართული სახელმწიფოებრიობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში ქართველი ერი დღეს ერთ-ერთი უმძიმესი განსაცდელის წინაშე დგას. საქართველოს ხელისუფლების უგუნური ქმედებების შედეგად აღმოვჩნდით საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის რეალური საშიშროების წინაშე - საქართველოს ძირძველ კუთხეებს - აფხაზეთს და შიდა ქართლის მთიანეთს რუსი ოკუპანტები, აფხაზი და ოსი ექსტრემისტები გვართმევენ.

 

ჩვენ, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლები მოვუწოდებთ მთელ ქართველ ერს ა.წ. 1 ოქტომბერს წმინდა მოწამეთა - ბიძინა, შალვასა და ელიზბარის ხსენების დღეს 16 საათზე შევიკრიბოთ პარლამენტის წინ, რათა პატივი მივაგოთ სამშობლოსათვის თავდადებულ გმირთა ხსოვნას, რომელთა საფლავებზე დღეს რუსის ჩექმა დგას.

 

არ დავუთმოთ მტერს წმინდა მოწამეთა მიწა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...