babuagiorgi Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 დღეს, ღამის პირველ საათზე, გორში, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ეზოში, პატრულის თანამშრომლებმა, თითქოსდა, ღერძულა ხაზის გადაკვეთის ბრალდებით, კიდევ ერთხელ დააჯარიმეს ტელეკომპანიის მფლობელი, ბადრი ნანეტაშვილი. 2 აგვისტოს, ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში ,,ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლების გამოსვლამ, კიდევ უფრო გაამძაფრა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების, თუ ხელისუფლების ქმედება ტელეკომპანიის თანამშრომლების თუ დამფუძნებლების მიმართ. კიდევ უფრო ,,გააფთრებულად” გრძელდება ტელეკომპანიის თანამშრომლების თუ დამფუძნებლების ზეწოლა, თვალთვალი, ჩასაფრება, დევნა პატრულის თუ სხვა სპეცსამსახურების მიერ... გაუსაძლისი გახდა ჟურნალისტების თუ სხვა ადამიანების მუშაობა... შეუძლებელი ხდება ტელევიზიით სიმართლის თქმა... კატეგორიულად მოვითხოვთ თავისუფლებას! მოვითხოვთ, მოგვეცეს მუშაობის და ცხოვრების, არსებობის უფლება! ჩვენ, არ გავჩერდებით! ჩვენ ვერ დაგვამონებთ! ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ სიმართლისთვის! ჩვენ ვიბრძოლებთ თავისუფალი სიტყვისთვის! ჩვენ აუცილებლად გავაშუქებთ, გუბერნატორის, პატრულის, პოლიციის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების ყველა უკანონო ქმედებას!!! ჩვენ ისევ დავუთმობთ ეთერს, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს!!! ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთი“. 4 აგვისტო 2010 წელი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 მაგარი თემაა, ბაბუაგიორგი!შაიდან ეს განცხადება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 ღერძულა ხაზის გადაკვეთის ბრალდებითჩვენ, არ გავჩერდებით! არ უნდა გაჩერდეთ, აბა 20 ლარზეა საუბარი და აქ გაჩერება როგორ შეიძლება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 ეჰ ქვეყანა კი არა ცირკია, ცირკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 ეჰ ქვეყანა კი არა ცირკია, ცირკიlasha_alo? ამ კონკრეტულ შემთხვევაში რასა გულისხმობთ?იმას, რომ "თრიალეთი" არასდროს ოპოზიციური არა ყოფილა და ეხლა ოპოზიციურის სასხამს ირგებს? ამ თემაში, საერთოდ ფანტასტიკური სივრცე იხსნება პოლიტიკური ანალიზისთვის!რატომ (როგორ) მოხდა, რომ რეგიონი, სადაც მიშას მოსვლამდე დაპირისპირებული მხარეები ვაჭრობდნენ და უახლოვდებოდნენ ერთმანეთს, დღეს გადაწულია და ხვალ სასურსათო კატასტროფა ელოდება?ბოლო თვეები ეს პრობლემა სერიოზულათ მაფიქრებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 არ უნდა გაჩერდეთ, აბა 20 ლარზეა საუბარი და აქ გაჩერება როგორ შეიძლება ეგ ტელეკომპანია ფარულად ("ფარულად") იღებდა სტალინის მონუმენტის მოშლას. კონფლიქტი ჰქონდათ პოლიციასთან. ერთ-ერთ ბლოგზე გორელი ჟურნალისტები ერთმანეთს გამოეკამათნენ და იქ საინტერესო ფაქტები ამოტივტიდა:1. "თრიალეთის" მფლობელი წინა გუბერნატორის ნათესავი აღმოჩნდა2. "თრიალეთი" დიდი ხანი პიარს უკეთებდა ... პოლიციის უფროს ჯუღელს. მანდ აშკარათ არაა ლაპარაკი 20 ლარზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 მანდ აშკარათ არაა ლაპარაკი 20 ლარზეფაქტია რომ ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმა 20 ლარია. ტელევიზიაზე ზეწოლა 20 ლარით მაგარია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 asha_alo? ამ კონკრეტულ შემთხვევაში რასა გულისხმობთ?არც ვიცი რა ტელევიზიაა ....ცირკია ჩვენი ყოფა ზოგადად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 http://www.youtube.com/watch?v=hfgv3xHSlhc http://www.youtube.com/watch?v=oOExZhV2r6g&feature=related Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 ფაქტია რომ ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმა 20 ლარია. ტელევიზიაზე ზეწოლა 20 ლარით მაგარია ფაქტია, რომ ესე ერკვევით ყველა თემაში. მანქანის მძღოლი სხვას ვერაფერს ამ თემაში ვერ დაინახავს. ერთხელ გამოფენაზე მხატვართან დამთვალიერებელი მივიდა და აუხსნა ჩექმები სწორე არაა დახატულიო. მხატვარი შეეკითხა "საიდან იციო"დამთვალიერებელმა უპასუხა "მეწაღე ვარო"მხატვარი შეჰპირდა "კარგიო, შევასწორებო" მაშინ დამთვალიერებელმა შემდეგი შენიშვნა მისცა- ამ გენერალს სე ორდენი არ უხდებაო- თქვენ ჩექმების ზევით ნუ მსჯელობთ სურათზეო, - ურჩია მხატვარმა მეც გირჩევთ "ამ თემაში ღერძულა ხაზის გარდა ნურაფერზე იმსჯელოთ" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 მეც გირჩევთ "ამ თემაში ღერძულა ხაზის გარდა ნურაფერზე იმსჯელოთ" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 GeoStreamე.ი. შენ თვლი რომ ტელევიზიაზე ზეწოლა შესაძლებელია თუნდაც უსამართლო 20 ლარიანი ჯარიმის გამოწერით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 GeoStreamე.ი. შენ თვლი რომ ტელევიზიაზე ზეწოლა შესაძლებელია თუნდაც უსამართლო 20 ლარიანი ჯარიმის გამოწერით?ფაქტია რომ ჯარიმა 20 ლარია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 GeoStream იქ საინტერესო ფაქტები ამოტივტიდა:ლინკი დაიდოს.ფაქტია რომ ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის ჯარიმა 20 ლარია. ტელევიზიაზე ზეწოლა 20 ლარით მაგარია კარდუსავით გამომდის , მაგრამ - ნუ დაარღვევენ.უსამართლოდ აჯარიმებენ - გაასაჩივრონ!თუ გასაჩივრებამ არ უშველათ - გაფაქტონ ერთხელ და მორჩა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted August 4, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 არც ვიცი რა ტელევიზიაა ....ცირკია ჩვენი ყოფა ზოგადად გორის ტლევიზია. სულ მიგზავნიან ამ მიმართვებს. ადრეც გამოვაქვეყნე. ეტყობა ადგილობრივ მთავრობასთან აქვთ პრობლემები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.