Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge მოსკოვის რამდენიმე საგარეო პოლიტიკა


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/nationaleinterests.jpg

 

ნიკოლას გვოზდევი

 

ივნისში, თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა რუსეთის საგარეო პოლიტიკას ირანთან მიმართებაში „შიზოფრენიული“ უწოდა. მე ამას არ ვეთანხმები: ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ საქმე არა შიზოფრენიის შემთხვევასთან, არამედ იმასთან გვაქვს, რომ რუსეთს არა ერთი, არამედ რამდენიმე საგარეო პოლიტიკა აქვს.  

 

მართალია, ჩვენ რუსეთის დღევანდელ მთავრობას დიდწილად ავტოკრატულად მივიჩნევთ, ვიდრე დემოკრატიულად, თუმცა საგარეო პოლიტიკური კურსის გამომუშავებისას ის მოქმედებს როგორც პლიურალისტური სტრუქტურა. ძველი, მეფის რუსეთის სისტემის დროს, იმპერატორი, რომელიც ერთმმართველი ხელისუფალი იყო, ხშირად რამდენიმე პოლიტიკურ მიმართულებას შორის იხლიჩებოდა, რომლებსაც ხელისუფლების სხვადასხვა ცენტრები უჭერდნენ მხარს. ამერიკელი დიპლომატი იუჯინ სქაილერი, რომელიც რუსეთში 19–ე საუკუნეში მუშაობდა, წერდა:

 

„ყველა მინისტრი დამოუკიდებელია და პასუხისმგებელია მხოლოდ იმპერატორის წინაშე, ამიტომ… ერთიანი პოლიტიკა შეუძლებელია. მინისტრების საბჭო განიხილავს არა იმდენად პოლიტიკის საკითხებს განიხილავს, არამედ კერძო საკითხებს, რომელთა გადასაწყვეტად აუცილებელია ორი ან სამი მინისტრის ერთობლივი მოქმედება… შედეგად ის ზომები, რომლებიც ამოქმედდება ხოლმე, შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს იდეებს და მისწრაფებებს“.       

 

თანამედროვე რუსულ სისტემაში ოფიციალურად ყველაფერზე პასუხისმგებელი პრეზიდენტია, რომელიც სახელისუფლო პირამიდის სათავეშია. თუმცა, ის ფაქტობრივად არ ატარებს თავის „თვითმპყრობლურ ნებას“ ბიურაკრატიული აპარატის გზით, არამედ სხვადასხვა ჯგუფების მორიგებით და გაწონასწორებითაა დაკავებული. 2008 წლის შემდეგ სიტუაცია კიდევ უფრო გართულა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის და პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის ირგვლივ ძალაუფლების ორი თანაბარი ცენტრის წარმოქმნით. იმავდროულად, როგორც თავის სტატიაში აღნიშნავენ დიმიტრი საიმსი და პოლ სანდერსი, პუტინი და მედვედევი „რეგულარულად არღვევენ (კონსტიტუციურ) საზღვრებს; მედვედევი ხშირად იბარებს მინისტრებს, რომლებიც პუტინს ექვემდებარებიან, რათა მათ საჯაროდ მისცეს ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებული დავალებები, იმ დროს როდესაც პუტინი ასევე ხშირად მნიშვნელოვან როლს თამაშობს უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკურ საკითხებში“.

 

ანალიტიკოსი კირილ როგოვი, რუსეთში შექმნილ დღევანდელ სიტუაციაზე „ნოვაია გაზეტა“–ში წერდა: „მე სულაც არ მსურს იმის თქმა, რომ ჩვენ მთავრობა ფაქტობრივად არ გვყავს. პირიქით, საპირისპირო რამ მინდა ვთქვა: ჩვენ ასეთი მინიმუმ სამი მთავრობა გვყავს“ – თანაც თითოეული მათგანი ცალკეული კლანის ირგვლივაა დაჯგუფებული და ეყრდნობა მის სახელისუფლო სტრუქტურებს. ხოლო ამ სისტემის ცენტრში მყოფი პუტინი (მედვედევთან ერთად) ცდილობს ისეთი პოლიტიკური კურსი მოიძიოს, რომელიც სხვადასხვა ბლოკების მოთხოვნებს პასუხობს და მათი შფოთს აწყნარებს, რათა თავიდან აიცილოს დესტრუქციული კონკურენცია, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურას ანგრევს. 

 

ირანთან დაკავსირებულ პოლიტიკაზე თუ ვისაუბრებთ, აქ თამაშში მთელი რიგი სხვადასხვა მამოძრავებელი ძალები მონაწილობენ. მოდერნიზატორები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ქვეყნის ეკონომიკის და საზოგადოების განვითარებისთვის, რუსეთს დასავლეთის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა (და ინვესტიციები) სჭირდება, კრემლს ირანთან დაკავშირებით აშშ–ს პოზიციის მხარდაჭერისკენ უბიძგებენ. შეერთებულ შტატებთან „მოდერნიზაციული ალიანსის“ (განსაკუთრებით მაღალი ტექნოლოგიების სფეროში) გულისთვის, ისინი ობამას მიერ დაწყებული „გადატვირთვის“ პოლიტიკის მხარდაჭერას ცდილობენ. საბოლოო ჯამში, ობამას ადმინისტრაციამ  კონგრესს განსახილველად რუსეთთან ბირთვულ თანამშრომლობაზე შეთანხმება წარუდგინა, კრემლმა კი გაეროში ირანის წინაარმდეგ სანქციების გამკაცრებას დაუჭირა მხარი და თურქეთის და ბრაზილიის ირანული ინიციატივა უარყო. ჩემი აზრით, ეს შემთხვევითი არ არის. მეტიც, რუსული კომპანიები, რომლებსაც შეერთებულ შტატებში სერიოზული ინტერესები აქვთ (მაგალითად, „ლუკოილი“) ირანში ოპერაციების შეწყვეტას იწყებენ, რათა ირანის წინააღმდეგ აშშ–ს კონგრესის მიერ დადგენილ დამატებით სანქციებს თავი აარიდონ.

 

მაგრამ, მართალია შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივა მოსკოვს ამერიკასთან პოზიციების დაახლოებისკენ უბიძგებს, თუმცა თეირანს და მოსკოვს კომერციული ურთიერთობების ძველი ტრადიცია აკავშირებს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთის ეკონომიკის მთელი რიგი სექტორებისთვის; მათი წყალობით რუსულ კომპანიებს დაკვეთები აქვთ, განსაკუთრებით თავდაცვით სექტორში. ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ ახლახანს ირანელ კოლეგებთან ხელი მოაწერა „საგზაო რუკას“ „ნავთობის, გაზის და ნავთობქიმიის სფეროში გრძელვადიან თანამშრომლობაზე“, რაც ორ ქვეყანას საშუალებას მისცემს პარტნიორობა განამტკიცონ „ტრანსპორტირების, გაზის გაცვლის და გასაღების, ასევე ნავთობ– და ნავთობ–ქიმიური პროდუქტების გაყიდვის“ სფეროში. მათ შორის, საუბარია ირანში გაზის გათხიერების ქარხნის მშენებლობასა და ამ პროექტების დაფინანსებისთვის ერთობლივი რუსულ–ირანული ბანკის შესაძლო შექმნაზე. მეტიც, შეთანხმება ირანისთვის С-300 მარკის საზენიტო–სარაკეტო კომპლექსების მიწოდებაზე, როგორც ჩანს, ბოლომდე არ გაუქმებულა, არამედ მხოლოდ გაიყინა.

 

ანდრანიკ მიგრანიანი წერს: იმისთვის, რომ ირანთან ურთიერთობაში დაინტერესებული ყველა მხარე შეეგუოს  რუსეთის ირანულ პოლიტიკაში აშშ–ს პოზიციისკენ სერიოზულ გადახრას, „შეერთებულმა შტატებმა მას ისეთი რამ უნდა შესთავაზოს, რაც გადაწონის რუსულ–ირანული ურთიერთობების დღევანდელ უპირატეოსბებს“. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ რუსეთს უნდა შეეძლოს ამ უპირატესობების სრული სიის შედგენა და ამ გადაწყვეტილების თავს მოხვევა ყველა დაინტერესებული მხარისთვის. თუმცა იმის გამო, რომ ამერიკას ყველაფრის შეთავაზება არ შეუძლია, ხოლო კრემლის იმ ფრაქციებს, რომლებიც რუსეთსა და ირანს შორის კავშირების შენარჩუნებას უჭერენ მხარს, გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ვერ გარიყავ, რუსეთის მიდგომა ირანული პრობლემატიკის მიმართ, ჟურნალისტ ვლადიმერ რადიუხინის თუ დავესესხებით, „ზიგზაგისებური“ დარჩება.                   

 

ეს შიზოფრენია არ არის, პირიქით – კომპრომისია. რუსეთი აღიარებს გაეროს სანქციებს ირანის მხარდამჭერ  სტრუქტურებთან მიმართებაში, და ეგუება შეზღუდვებს, რომლებიც ირანთან მის ურთიერთობებზეც ვრცელდება, მათ შორის სამხედრო–ტექნოლოგიურ თანამშრომლობაში, მაგრამ არ აღიარებს დამატებით საქნციებს, რომლებიც აშშ–მ ცალმხრივ რეჟიმში აამოქმედა, რაც მას საშუალებას აძლევს ისლამურ რესპუბლიკასთან ენერგეტიკულ სფეროში ითანამშრომლოს. გასულ კვირაში, შმატკომ საგანგებოდ აღნიშნა: „დღის წესრიგი ნავთობის და გაზის სფეროში ჩვენი ურთიერთქმედებისთვის, არაფრით შეზღუდული არ არის. ჩვენი თანამშრომლობის განვითარება გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არ ეწინააღმდეგება“. მოდერნიზატორებმა ობამას დიპლომატიური გამარჯვება უბოძეს, აძლევენ რა მას იმის დემონსტრირების საშუალებას, რომ გადატვირთვამ შედეგი გამოიღო, ხოლო სახელმწიფო წრეები, რომლებსაც დღევანდელი ირანული კონტრაქტები ურჩევნიათ, ხვალინდელ ჰიპოთეტურ ამერიკულ ინვესტიციებს, ნაწილობრივ ინარჩუნებენ თეირანთან საქმის ძველებურად წარმოების შესაძლებლობას.

 

მსგავსი „დაბალანსებული მიდგომა“ (როგორც მას რუსეთი უწოდებს) შეიძლება შენარჩუნდეს (და შენარჩუნდება) მანამ, სანამ არ მოხდება შემდეგი: ან ირანი თავად იტყვის უარს რუსეთთან გარიგებებზე კრემლის მხრიდან შეერთებული შტატებისკენ გადადგმული ნაბიჯების გამო, ან აშშ–ს კონგრესი არ დაბლოკავს ობამას რუსეთთან დაახლოების ძალისხმევას, ან სულაც, ირანი არ გადალახავს ბირთვულ ზღვარს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში რუსეთს მოუწევს ცალსახად აირჩიოს, მორიგების მომხრეა, თუ კონფრონტაციის.

 

სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი მოსკოვისთვის სექტემბრის მოლაპარაკებები, რომელიც აახლებს დიალოგს ირანს და „ჯგუფ 5+1“–ს შორის. თუკი მოლაპარაკებებს  შედეგად თეირანის კვლევითი რეაქტორისთვის საწვავის გაცვლაზე  შეთანხმება მოჰყვება, რაც სათავეს დაუდებს გრძელვადიან დიპლომატიურ პროცესს, მაშინ კრემლის ფრაქციების მიერ მიღწეული კომპრომისი მომავალშიც შენარჩუნდება.  

 

ნიკოლას გვოზდევი – The National Interest –ის უფროსი რედაქტორი, აშშ–ს სამხედრო–საზღვაო კოლეჯის პროფესორი უსაფრთხოების საკითხებში. სტატიაში მისი პირადი მოსაზრებებია გამოთქმული.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...