planetanews Posted August 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2010 http://assets.liverpoolfc.tv/uploads/play_torres_iv.jpgგთავაზობთ ინტერვიუს “წითლების” მე-9 ნომერთან. მელვუდში დაბრუნების შემდეგ ტორესი ესაუბრა კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს ახალ მწვრთნელზე, კოულის შეძენაზე და მის ოცნებაზე, რათა თავისი წვლილი შეიტანოს კლუბის გამარჯვებებში. ფერნანდო, პირველ რიგში გილოცავ მსოფლიოს ჩემპიონობას. როგორი ზაფხული გქონდა? ძალიან კარგი. გასაოცარი გრძნობაა, როდესაც აცნობიერებ, რომ მსოფლიოს ჩემპიონი ხარ. ასეთი რამ ცხოვრებაში შეიძლება მხოლოდ ერთხელ მოხდეს და მე უზომოდ ბედნიერი ვარ ამით. ასევე ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემს თანაგუნდელებს დავუბრუნდი ლივერპულში. ფინალურ შეხვედრაში ტრავმა მიიღე. როგორ გრძნობ ამჟამად თავს? მზად ხარ ახალი სეზონისთვის? მოუთმენლად ველი, როცა პირველ თამაშში მივიღებ მონაწილეობას. ერთი სული მაქვს, სანამ კვლავ გავალ სათამაშოდ ენფილდზე. ლივერპულს ჰყავს ახალი მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონის სახით. რას ფიქრობ მასზე? მე მოხარული ვარ იმით, რომ როიმ ლივერპული აირჩია. დიდი იმედი მაქვს იმის, რომ ეს ზუსტად ის მწვრთნელია, რომელიც გუნდს სჭირდება. სტივენ ჯერარდმა ცოტა ხნის წინათ განაცხადა, რომ გუნდიდან წასვლას არსად აპირებს. შენი აზრით, როგორი იქნება გუნდის უახლოესი მომავალი? დღეს სტივენს საკმაო ხანს ველაპარაკე. ასევე შევხვდი ჯოს. ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთელი ლივერპულს დიდ დახმარებას გაუწევს. დარწმუნებული ვარ, რომ კლუბისთვის ჯო უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება. რა იქნება შენი პირადი მიზნები მომავალ სეზონში? ლივერპული საუკეთესო კლუბია ინგლისში და მიზნებიც, შესაბამისად უმაღლესი აქვს. გასული სეზონი რთული გამოდგა, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ თამაშს ახალ სეზონში და დავეხმარებით ლივერპულს წარმატების მიღწევაში. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი და ვრჩები ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. ჩემი დამოკიდებულება, ერთგულება და თავდადება გუნდისადმი იგივეა, რაც იყო მაშინ, როდესაც აქ გადმოვედი. რას ნიშნავს ეს გუნდი შენთვის? როდესაც პირველად მოვედი აქ, მაშინ სტივი, კარა და სხვებიც ძალიან თბილად შემხვდნენ და მიმიღეს. თავი ვიგრძენი სახლში პირველივე დღეს. მე ვგრძნობ ფანების სიყვარულს და ყველამ იცის, რომ მე ბედნიერი ვარ აქ და ბედნიერი ვარ იმით, რომ კვლავ ვითამაშებ ენფილდზე. არის შენი მიზანი ის, რომ შენი გოლებით დაეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში? რა თქმა უნდა. მე ვიცი, რომ ერთი ტიტული ამ კლუბში – განსაკუთრებით პრემიერლიგა, იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე 3 ან 4 ტიტულის მოპოვება სხვა გუნდში. სწორედ ეს არის ჩემი მიზანი. ეს მიზანი მქონდა აქ მოსვლის პირველივე დღეს და იმედია ჩვენ, ყველა ერთად შევძლებთ ქომაგთა გახარებას. პ.ს. შენ გაიხარე View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts