planetanews Posted August 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2010 http://images.mirror.co.uk/upl/m4/mar2009/6/0/image-5-for-premier-league-team-of-the-week-march-14-15-gallery-522740611.jpg ფაბიო აურელიო უბედნიერესი ადამიანია, იმიტომ რომ იგი ენფილდზე დაბრუნდა და შეუძლია ჰოჯსონის ”ახალი ერის” დასაწყისში თავისი სიტყვა თქვას ენფილდზე. ფაბიო აურელიოს კონტრაქტი დაუმთავრდა და მისთვის არც თუ ისე კარგი სეზონის შემდეგ კლუბი დატოვა. თუმცა ლივერპულის ახალმა ბოსმა ფაბიო დააბრუნა ენფილდზე და მასთან ახალი 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. აურელიო: “ძალიან უცნაური სიტუაცია იყო. მე არ მინდოდა ლივერპულის დატოვება, მაგრამ კონტრაქტი მიმთავრდებოდა და სხვა გზა არ იყო უნდა დამეტოვებინა კლუბი, მოულოდნელად მე მომეცა შესაძლებლობა იმისა რომ ლივერპულში დავრჩენილიყავი და ამით აღტაცებული ვარ”. “ძალიან გამიმართლა, ჩემ ოჯახს ძალიან უყვარს აქ ცხოვრება და ეს ქალაქი შესაძლებელი იყო ჩვენ აქედან გადაბარგება დაგვჭირვებოდა, მაგრამ არა მე აქ ვრჩები ჩემ უსაყვარეს ქალაქში და აქ განვაგრძობ თავდაუზოგავ ვარჯიშს”. როი ჰოჯსონმა აურელიოს თამაშის საშვალება მისცა ბორუსიის წინააღმდეგ სამწუხაროდ ლივერპულმა ეს თამაში დათმო მინიმალური ანგარიშით 1:0. “მე მაქვს ლეგენდარული და საოცარი შანსი დავრჩე ენფილდზე 2 წლით და თუნდაც მეტიტაც”. “მე წინ ვიყურები და ვემზადები მხოლოდ მომავალი სეზონისთვის, გასულ საზიზღარ სეზონს კი უბრალოდ ვივიწყებ“. “არ ველოდი რომ მე როი დამირეკავდა, მაგრამ მან ეს გააკეთა და ერთადერთი რაც მე ვუთხარი იყო “გმადლობთ”. “მე არ ვიყავი 100 პროცენტით ფორმაში და გამიცდა ძალიან ბევრი თამაში, მაგრამ მე მქონდა დასვენება და ამ დროის განმავლობაში შევეცადე მიმეღწია მაქსიმუმისთვის და მგონი ეს გამომივიდა”. “ჩვენ გვყავს ფანტასტიური შენაძენები: ჯო კოული და მილან ივანოვიჩი და ვართ ძალიან გაძლიერებულები. ასეთი შემადგენლობით უდიდესი შანსები გვაქვს რომ საწადელ მიზანს მივაღწიოთ”. ფაბიო მზად არის დაიხარჯოს 100 პროცენტით და გახდეს წითლების შეუცვლელი ფიგურა. ფაბიო:”მე ვფიქრობ ყველაფერი მაქვს იმისთვის რომ გავაუმჯობესო, სულ ვცდილობ წარმოვაჩინო ჩემი თავი მაქსიმალურად და გუნდს დავეხმარო, მინდა ვხედავდე ბედნიერს ფანების სახეებს, და არა ისე დაღვრემილს როგორც ეს წლევანდელ სეზონში იყო”. “მინდა ვივარჯიშო სულ უფრო მეტი და მეტი ისე როგორც პირველ ოთხ წელიწადში ვაკეთებდი”. “კლუბში ფანტასტიური და უნიკალური მოთამაშეები გვყავს ლივერპული უდიდესი სტარტისთვის ემზადება, ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს რადგანაც ასეთი მოთამაშეების გვერდით მიწევს თამაში, მათთან ერთად ყველაფერი გამომივა”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts