FIORENTINO Posted September 27, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 27, 2008 ელემენტარული ნაწილაკების უმსხვილესი დამაჩქარებელი 21 ოქტომბერს გაიხსნება ელემენტარული ნაწილაკების უმსხვილესი დამაჩქარებელი - დიდი ადრონული კოლაიდერი - ოფიციალურად 21 ოქტომბერს გაიხსნება. მაგრამ მისი გაშვება მომავალი წლის გაზაფხულზე იგეგმება. განაცხადეს ბირთვული კვლევის ევროპულ ორგანიზაციაში. დამაჩქარებლის პირველი საცდელი გაშვება 10 სექტემბერს განხორციელდა. მაშინ 27 კილომეტრიან რგოლში, რომელიც შვეიცარიისა და საფრანგეთის ტერიტორიაზე 100-მეტრიან სიღრმეშია განთავსებული, 120 მძლავრი ელექტრომაგნიტის მეშევობით, მინუს 241,3 გრადუს ცელსიუსის პირობებში წარმატებით გაუშვეს პროტონების ნაკადი საათის ისრის მიმართულებით და შემდეგ საწინააღმდეგოდ. პირველი გაშვებიდან 48 საათში მწყობრიდან გამოვიდა კოლაიდერის 30-ტონიანი ტრანსფორმატორი. 18 სექტემბერში კოლაიდერი კვლავ სამუშაო მდგომარეობაში მოიყვანეს, მაგრამ ყველაზე დიდი დამაჩქარებელი დაიმსხვრა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.