Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ევროკავშირი, ნატო და გერმანია ერთიანდებიან


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/08/trumpet.gif

 

რონ ფრეიზერი

 

ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია ამერიკის ცენტრალურ როლს აღარ აღიარებს

 

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ჩრდილო–ატლანტიკური ალიანსის წევრი–ქვეყნები ბლოკის ახალ კონცენფიაზე მუშაობდნენ. ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატომ  თავდაპირველი ფუნქცია დაკარგა და უკვე 20 წელია, რაც ახალ საზრისს ეძებს.

 

სწორედ ამას უკავშირდება ალიანსის განახლების  ბოლოდროინდელი მცდელობები და მისთვის ადგილის ძიება თანამედროვე ქაოტურ მსოფლიოში, სადაც ძალთა გლობალურ განლაგებაში არცერთი ზესახელმწიფო წამყვან როლს არ თამაშობს. ამ მოსაზრებას ბევრი გააპროტესტებს და იტყვის, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ რჩება – საკმარისია თვალი გადავავლოთ მათი ფლოტების არსებობას მთელ მსოფლიოში და მათ როლს ორ საკვანძო კონფლიქტურ ზონაში – ერაყსა და ავღანეთში. თუმცა ამ გარეგნული ეფექტით თავის მოუტყუება არ ღირს.

 

სინამდვილეში, ამერიკელების ბრძოლის ჟინი, ისევე როგორც მათი ეკონომიკა, სერიოზულად დასუსტდა. მისი ეკონომიკური მდგომარეობა, საბერძნეთისაზე უარესია. ეს უპირობოდ ასუსტებს ამერიკის ძალას ყველგან, სადაც ის იმყოფება. დღევანდელ დღეს ნებისმიერ უმნიშვნელო ქვეყანას შეუძლია ბიძია სემს ცხვირზე ხელი წაავლოს და გაიქცეს, ისე რომ სერიოზული შედეგების არ შეეშინდეს. ამ სამწუხარო და სავალალო სიტუაციას ამძიმებს პრეზიდენტის საჯარო განცხადებები, რომელიც როგორც ჩანს, არც აპირებს ამერიკის დიდების აღდგენას არცერთი თვალსაზრისით.      

 

ამიტომ, ევროპულ ქვეყნებს, რომლებმაც გააცნობიერეს რა, რომ ზესახელმწიფო, რომელიც მათ ომის შემდეგ იცავდა, სცენას ტოვებს, სურთ ნატოს ახალი სული ჩაბერონ, რათა  კონტინენტის საგარეო საფრთხეებისგან დაცვა უზრუნველყონ.

 

ცივი ომის შემდეგ, ალიანსში გაწევრიანებული ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყნების წყალობით, რომელთაგან ბევრი ევროკავშირშიც შევიდა, ნატოს წევრთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. ახლა ნატოსთან კავშირისკენ რუსეთიც კი მიისწრაფვის, და გერმანია მას ამაში მხარს უჭერს, ფიქრობს რა, რომ თავის აღმოსავლეთ საზღვრებს წარსული პრობლემების გამეორებისგან დაიცავს. The Economist–ი წერს, რომ „ნატომ და რუსეთმა აღადგინეს სამხედრო კონტაქტები, რომლებიც საქართველოში ომის შემდეგ შეწყდა“, და რომ „მხარეებმა „ოცდამეერთე საუკუნის საფრთხეების“ ერთობლივ განხილვაზე მოილაპარაკეს““.     

 

ევროკავშირს და ნატოს შორის პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება  ამერიკის მიერ კონტინენტზე მისი სამხედრო ყოფნის შემცირების ფონზე. „ევროკავშირი და ნატო ხელიხელ ჩაკიდებულები მიიწევენ წინ, მათი ურთიერთობების განმტკიცების მიზნით… ევროკავშირი და ნატო ხელს აწერენ მთელ რიგ ხელშეკრულებებს, რომლებიც ალიანსის ინფრანსტრუქტურას ევროკავშირისთვის ხელმისაწვდომს გახდის. ამის გარეშე მას არ შეუძლია დამოუკიდებლად წარმართოს სამშვიდობო ოპერაციები, განსაკუთრებით რთულ სიტუაციებში“ (Europe’s World 2009 წლის 19 მარტი). ამგვარად, ნატო ევროკავშირის სამხედრო მანქანად გადაიქცა, რომლის დახმარებითაც ბლოკს თავისი იმპერიალისტური გეგმების განხორციელება შეუძლია.    

 

ივლისში, გერმანიის თავდაცვის მინისტრი კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდა, და ამ უკანასკნელმა სრულად დაუჭირა მხარი მის იდეას ბუნდესვერის რეფორმის სამი პროექტის განსახილველად წარდგენის შესახებ. ამ ამბის კომენტირებისას Die Welt–ი აღნიშნავს: „ანგელა მერკელი (ქდკ) ამ დღეებში მნიშვნლოვან დროს უთმობს არმიას. დღეს კანცლერი ფრანკ–იურგენ ვაიზეს ხვდება, რომელიც თავდაცვის მინისტრის კარლ–თეოდორე ცუ გუტენბერგის დავალებით (ქდკ) არმიის ადმინისტრაციული სტრუქტურის მოდერნიზაციაზე მუშაობს. ორშაბათს, ქალბატონმა მერკელმა მის მინისტრთან ერთად, მონაწილობა მიიღო 420 წვევამდელის ფიცის დადების ცერემონიაში, რომელიც რაიხსტაგის შენობის წინ გაიმართა. მანამდე ის გუტენბერგთან კანცლერის უწყებაში შეხვდა, მომავალ სამხედრო რეფორმასთან დაკავშირებული ზოგიერთი დეტალის დასაზუსტებლად“ (22 ივლისი).          

 

სინამდვილეში, როდესაც საუბარი რეფორმებზეა, გერმანიის შეიარაღებული ძალების უმაღლესი ხელმძღვანელობის ძველი სტრუქტურის აღდგენა განიხილება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოკავშირეთა ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ეს სტრუქტურა განადგურებული იყო და არასდროს აღარ უნდა აღდგენილიყო, რომ მსოფლიო კვლავ ქაოსში არ ჩაეთრია. 

 

თუმცა ანგლოსაქსებს მეხსიერების საქმე ისე ცუდად აქვთ, რომ ომის შემდგომი პერიოდის დაპირებები, უკვე დაივიწყეს. და აი, ყველაფერი მეორდება. ბოლო 100 წლის განმავლობაში უკვე მესამედ, გერმანიის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობა შეიძლება სათავეში ჩაუდგეს განახლებულ, მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ გერმანულ სამხედრო მანქანას, რომელიც აქცენტს სხვის ტერიტორიაზე სწრაფი რეაგირების უნარზე აკეთებს. ნებისმიერ კვალიფიციურ ისტორიკოსს ამის წარმოდგენა დაზაფრავს.   

 

ამგვარად, რაც უფრო ახლოვდება ნატოს საკვანძო ნოემბრის სამიტი, ჩვენ ვხედავთ, რომ ორი საკვანძო სტრუქტურა ევროკავშირი და ნატო საკუთარ მიზნებს აერთიანებენ, ხოლო მათ უკან ციმციმებს გერმანია, რომელიც აგრესიულად აახლებს  თავის სამხედრო მაქნანას.

 

მაგრამ, რატომ არის გერმანია ასეთი მნიშვნელოვანი ევროპული უსაფრთხოების ახლი სტრუქტურისთვის?

 

ყველაფერი ძალიან მარტივადაა. გერმანიის საკონსტიტუციო სასამართლომ მთელი ევროკავშირი ფაქტის წინაშე დააყენა, როდესაც გერმანიისთვის ევროკავშირის გადაწყვეტილების ჩაშლის შესაძლებლობა ოფიციალურად შექმნა. საუბარია ევროპული ძალების ბრძოლაში ჩართვის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ერთხმად უნდა მიიღებოდეს. ევროკავშირის 27 ქვეყნიდან, მხოლოდ გერმანიაა ვალდებული მსგავსი წინადადება მის ეროვნულ მთავრობას წარუდგინოს, რაც მას ფაქტობრივად იმის გადაწყვეტის საშუალებას აძლევს, თუ როდის და როგორ უნდა ჩაერთონ  ბრძოლაში ევროკავშირის გაერთიანებული ძალები. 

 

როგორც ნატოს პირველმა გენერალურმა მდივანმა ლორდმა სიმეიმ განაცხადა, ანგლოსაქსებმა ალიანსი იმისთვის შექმნეს, რომ „რუსები გარეთ ჰყოლოდათ, ამერიკელები – შიგნით, ხოლო გერმანელები – ქვემოთ“.  

 

თუმცა, მთავარი პარადოქსი ის არის, რომ ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, ევროკავშირის უსაფრთხოების ამოცანებთან და გერმანიის „ახალ სამხედრო ორგნიზაციასთან“ ერთად იმით დასრულდება, რომ რუსეთთან ალიანსი შეიქმნება, ამერიკელები გარეთ აღმოჩნდებიან, გერმანია კი სათავეში! 

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...