Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) კენი ჰვანს + 350 მილიონი = “ლივერპულს”


Recommended Posts

http://www.worldsport.ge/GetPic.aspx?Image=4056a7f5-23e9-468c-ad95-f536dfd9a94e.jpg&size=350ეს კაცი დღეს-ხვალ “ლივერპულს” იყიდის.

 

დიახ! როგორც ამას წინათ A-L-E-X – მა გვამცნო, “ლივერპული” მართლაც იყიდება.

 

ეს ინფორმაცია სულაც არ ყოფილა ჭორი და თანმიმდევრობით მივყვეთ როგორ ყოფილა საქმე.

 

კლუბის ამჟამინდელი ამერიკელი მფლობელები – ტომ ჰიკსი და ჯორჯ ჯილეტი გაცხოველებულ მოლაპარაკებას აწარმოებენ ჩინელ ბიზნესმენთან, ვინმე კენი ჰვანთან და სავარაუდოდ ამავე თვეში მიჰყიდიან მას.

 

“ვაჭრობა შედგება და საბოლოოდ გაფორმდება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ანუ 31 აგვისტომდე” – ეუბნება BBC-ს ჰვანი.

 

ამერიკელ მფლობელთა წყვილი “ლივერპულის” გაყიდვას ლამის ყიდვის დღიდან ცდილობს, რაკიღა კლუბში მათ მხოლოდ წაგება ნახეს. თანაც ფეხბურთზე შეშლილმა “ენფილდმა” და სუპერკლუბის ასეულმა ათასმა ქომაგმა ამერიკელები თავისიანებად ვერ სცნო.

 

ჰიკსმა და ჯილეტმა ინგლისის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 2007 წელს 219 მილიონ გირვანქად იყიდეს და მაშინვე მის გაძლიერებაზე ზრუნვა იწყეს, თუმც მათმა საქმიანობამ “ლივერპულს” მხოლოდ ახალი ვალები დაადო. მათ 350 მილიონი გირვანქა ისესხეს ორი ბანკიდან, რომელთაგან ერთ-ერთი შოტლანდიის სამეფო ბანკი გახლავთ (RBS), მაგრამ ერთ წელიწადში გატარებული ფინანსური ოპერაციების შემდეგ 105 მილიონი გასასტუმრებელი დარჩათ. მათ მაშინვე გამოაცხადეს კლუბის გაყიდვის სურვილი და კენი ჰვანი მაშინაც (!) გამოეხმაურა ამ წინადადებას, მაგრამ მაშინ ჰიკს-ჯილეტის პირველადი ფასი, 650 მილიონი გირვანქა ჭკუაში არ დაუჯდა. ამერიკელებმა ვერც მას და ვერც სხვას რომ ვერ მიჰყიდეს კლუბი, იძულებულები გახდნენ ფასი დაეგდოთ და ახლა 350 მილიონს აფასებენ. ჰვანი ამ თანხაზე თანახმაა!!!

 

მ “ს” ბ: ა, ს, ა, თ, ს.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...