planetanews Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ატო ლობიაკასი ბრიტანელმა მკვლევარმა ფანტასტმა დუგლას ადამსმა სუპერკომპიუტერი Deep Thought გამოიგონა. როდესაც ამ კომპიუტერს ჰკითხეს, თუ რა იყო „ცხოვრების, სამყაროს და სხვა დანარჩენის“ არსი, Deep Thought–მა ფიქრში შვიდნახევარი მილიონი წელი გაატარა, ხოლო შემდეგ „უსასრულო სიმშვიდითა და მედიდურობით“ უპასუხა: „ორმოცდაორი“. 22 ივლისს ჰააგაში ადამსის ამ სიუჟეტის მსგავსი რაღაც მოხდა. რამდენიმეთვიანი განხილვის შემდეგ, საერთშორისო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა: კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივი გამოცხადება 2008 წლის თებერვალში, საერთაშორისო სამართლის დარღვევა არ ყოფილა, რადგან არ არსებობს საერთაშორისო სამართლის ისეთი მდგომარეობა, რომელიც ამ აქტით დაირღვეოდა. სუპერკომპიუტერისგან განსხვავებით, საერთაშორისო სასამართლოს, პასუხის გამოქვეყნებამდე ბანალური გაფრთხილება – „თქვენ ეს არ მოგეწონებათ“ – არ გაუვრცელებია. გადაწყვეტილება კოსოვოს მთავრობას მოეწონა, მაგრამ პრიშტინაშიც კი სასამართლოსგან რაღაც უფრო დასაბუთებულს ელოდა და არა ხრიკებს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთელი დანარჩენი მსოფლიო საერთშორისო სასამართლოსგან ელოდა პასუხის გაცემის მცდელობას მაინც ისეთ კითხვაზე, როგორიცაა „და რა იქნება შემდეგ?“ მაგრამ საერთაშორისო სასამართლომ მათ იმედები გაუცრუვა. ვინ არის შემდეგი? ძალიან ვიწრო კონტექსტში თუ განვიხილავთ, საერთაშორისო სასამართლომ ბალკანეთში ჩამოყალიბებული სტატუს–ქვო განამტკიცა. 23 ივლისს, ყოველდღიურ ფრანგულ გაზეთ Le Figaro–ში გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში აღნიშნული იყო, რომ ბალკანური ომებისთვის ეს იყო „საუკეთესო გადაწყვეტილება, ცუდ გადაწყვეტილებებს შორის“. მაგრამ ახალი ამაშიც არაფერია. კოსოვო უკვე მეათე წელია, რაც საერთაშორისო პროტექტორატია, მის უსაფრთხოებას ნატო უზრუნველყოფს, აშშ–მ და ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობამ მისი დამოუკიდებლობა აღიარა, და შეუძლებელია იმის წარმოდგენა, რომ რაიმე ძალა კოსოვოს მისი მოსახლეობის ნების საწინააღმდეგოდ, სერბეთის შემადგენლობაში დაბრუნებს. მაგრამ ნამდვილი პრობლემა, რომელსაც ფრანგული გაზეთის ავტორებმა შეგნებულად ან შეუგნებლად გვერდი აუარეს, – პრეცედენტს უკავშირდება, რომელიც, შესაძლოა ამ ფორმით შეიქმნა. სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, ექსპერტები ერთსულოვნად აღნიშნავდნენ, რომ კოსოვო მსოფლიო სეპარატიზმის აისბერგის მხოლოდ მწვერვალია, და აბსოლუტურად რეალურია, რომ მისი ლეგიტიმაცია პანდორას ყუთს გახსნის. ევროპიდან დიდწლად ამ ტიპის რეპლიკები გაისმა: „ვინ არის შემდეგი?“. 23 ივლისს Die Welt–მა გამოაქვეყნა რუკა საცეცხლე წერტილებით ჩრდილოეთ კვიპროსზე, დნესტრისპირეთზე, სომალილენდზე, მთაიან ყარაბახზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. Financial Times Deutschland–ი კიდევ უფრო შორს წავიდა და მთავარ სეცესიონისტთა სიის სათავეში მოაქცია ფლანდრია, გრენლანდია და კატალოანია. ახსენეს ჩეჩნეთიც და ტიბეტიც. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს ყველაფერი უმნიშვნელო, ცარიელი ოცნებები არ არის. ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებზე, ამ თამაშში სასწორზე ბევრი რამ დევს. ბლერის დოქტრინა სინამდვილეში ამ გადაწყვეტილებით საერთაშორისო სასამართლომ ყოველგვარი პასუხისმგებლობა მოიხსნა საერთაშორისო სამართალზე იმ კუთხით, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს (ან არ აქვს) მას ახალი სახელმწიფოს გამოყოფაზე სუვერენისგან, რომელიც ამ გამოყოფის წინააღმდეგია. მაგრამ როდესაც კანონი დუმს, ყველაფრის თქმა შეიძლება. ასე, რომ იმ პრეცედენტზე ფიქრის დროს, რომელიც კოსოვოს მოვლენებმა შექმნა, გვერდით უნდა გავიხედოთ. როგორც ჩანს, პირველ რიგში, უნდა შევისწავლოთ კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერთა მოტივები და მათი არგუმენტაცია. კოსოვოს ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის ფესვები ეგრედწოდებული ბლერის დოქტრინიდან მოდის (რომელსაც ეს სახელი დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ–მინისტრის საპატივცემულოდ შეარქვეს, თუმცა არანაკლები წვლილი დოქტრინის ჩამოყალიბებაში აშშ–ს პრეზიდენტებმა ბილ კლინტონმა და უმცროსმა ჯორჯ ბუშმა შეიტანეს). 1990–იანი წლების ბოლოს ჩამოყალიბებული დოქტრინის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას უფლება აქვს სუვერენული სახელმწიფოების საქმეებში ჩაერიოს, თუკი მათი მოსახლეობა მთავრობის ქმედებების ან უმოქმედობის გამო მნიშვნელოვნად ზარალდება. პრაქტიკაში ამ „დაცვის პასუხიმსგებლობას“ ძალიან შერჩევით იყნებდნენ, ხოლო ახორციელებდნენ, როგორც წესი, „კეთილი ნების კოალიციის“ ძალებით. კოსოვოს სიტუაციაში ნატო 1999 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე ჩაერია, მას შემდეგ, რაც სერბეთის არმიამ ათასობით ალბანელი მოკლა. ნატო მის პოზიციას იმით ამყარებდა, რომ ბელგრადმა კოსოვოზე მორალური უფლება დაკარგა. ეს პოზიცია დადასტურდა გაეროს უშიშროების საბჭოს 10 ივნისის 1244–ე რეზოლუციის ფორმით, რომელშიც დადასტურებული იყო იუგოსლავიის უფლება ტერიტორიულ მთლიანობაზე, თუმცა იმავდროულად დოკუმენტში შეტანილია „სამოქალაქო სტრუქტურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალების საერთაშორისო ყოფნა“. ბელგრადისთვის გაეროს სასარგებლოდ სუვერენული უფლების შეზღდუვა, მართალია დროებით ხასიათს ატარებდა, თუმცა ის გადამწყვეტი აღმოჩნდა. ახლა სეპარატიზმის ნებისმიერ სახელმძღვანელოში მოქმედი ხელისუფლების კონფლიქტზე პროვოცირებასთან ერთად ერთ–ერთი პირველი პუნქტი გახდება შესაბამის ტერიტორიაზე საერთაშორისო ძალების ყოფნის უზრუნველყოფა, სასურველია – გაეროს სახით. საბოლოო ჯამში, სუვერენის მორალური უფლების შელახვა ამ ტერიტორიის ფლობაზე მასზე საერთაშორისო ძალების ხანგრძლივი ყოფნის მხარდაჭერით, მსოფლიო თანამეგობრობის თვალში მის ლეგიტიმურობას შელახავს. სწორედ ეს გახდება კოსოვოს მოვლენების გრძელვადიანი შედეგი. სხვა დანარჩენი – ტერიტორია, მოსახლეობა, წარსული სტატუსი, მდგრადობა – ნაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. ამ თვალსაზრისით კოსოვოს სტატუსი არანაირად არ უკავშირდება ერთმანეთთან ისეთი აბსტრაქტული პრინციპების დაპირისპირებას, როგორებიცაა თვითგამორკვევის უფლება და ტერიტორიული მთლიანობის უფლება. ეს წინააშმდეგობა მომავალში აბსტრაქტული დარჩება გარედან „კეთილი ნების კოალიციის“ მხარდაჭერის გარეშე, რომელსაც პრეტენზია აქვს ნდობის გლობალურ მანდატსა და კონსენსუსზე. პოლიტიკური გადაწყვეტილებები საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების მთავარი სისუტე ის არის, რომ ის კოსოვოს პრეცედეტად განხილვის საშუალებას იძლევა, რაც „კეთილი ნების კოალიციამ“ დაადგინა. შესაძლოა, კონკრეტულად სწორედ ის კოალიციაა მორალურად მართალი, რომელიც კოსოვოს გადაწყვეტილების უკან იდგა, მაგრამ ძალთა ბალანსის ბუნება ისეთია, რომ ყველა მათგანი ცვალებადი და დროებითია. საერთაშორისო სასამართლოს ვერდიქტის არაადექვატურობისა და მისი სახიფათო ხასიათის დასადასტურებლად, შეუძლებელია იმაზე უკეთესი მაგალითი მოყვანა, ვიდრე საქართველოსგან გამოყოფილი აფხაზეთის რეგიონია (და სამხრეთ ოსეთიც, თუმცა მას ეს ნაკლებად ეხება). მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სამართლიანია მისი დამოუკიდებლობის სასარგებლოდ არსებული არგუმენტები, სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირად ხელს არ უშლის ავტორიტეტულად და ობიქტურად შეფასდეს აფხაზეთის სიტუაცია კოსოვოს პრეცედენტთან მიმართებაში. ის, რომ კოსოვოს შემთხვევა „თავისებურია“ – არა იურიდიული, არამედ პოლიტიკური არგუმენტია. აფხაზეთის დამოუკიდებლობა, ისევე როგორც კოსოვოსი, მხოლოდ საგარეო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, უბრალოდ კოსოვოსგან განსხვავებით აფხაზეთს „არასწორი“ მეგობრები ჰყავს. კოსოვო, ლეგიტიმაციის იმედად მყოფი სხვა სეცესიონისტებისგან ცალკე იმიტომ დგას, რომ საბოლოო ჯამში მას ევროკავშირში გაწევრიანება გარანტირებული აქვს. თავად ევროკავშირს ამ მხრივ ნეიტრალური პოზიცია უკავია (ესპანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი და სლოვაკია მის აღიარებაზე უარს ამბობენ), მაგრამ დასავლეთ ბალკანეთის მთელი რეგიონის ათვისება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. თუკი ასეთი რამ მოხდა, მაშინ გაჩნდება იმედის საფუძველი, რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგ ბელგრადს და პრიშტინას შორის უთანხმოება მოგვარდება, და შესაძლოა სულაც გაქრეს. მაგრამ არანაკლებ რეალურია ისიც, რომ პოლიტიკურ პროცესებს ევროკავშირში, ამა თუ იმ მიზეზით, შეფერხება და შესაძლოა პროგრესის უკუსვლაც მოჰყვეს. ასეთ შემთხვევაში კი დაახლოება ბრიუსელის შუამავლობით, თუკი ის არ აიგება ადგილობრივ დონეზე კომპრომისის სამართლიან პრინციპზე, შეიძლება ჩაიშალოს, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება და მაშინ ორივე მხარე დარჩება კომპრომისის გამოცდილების გარეშე და უამრავი ცეცხლით ნაკვერჩხალში. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts