planetanews Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/05/EurAsiaNet-NEW-150x26.png პოლ რიმპლი საქართველომ შესაძლოა პოლიციის რეფორმირება განახორციელა, ელექტრომამარაგების ქსელი განაახლა და საგადასახადო თაღლითებსაც გაუსწორდა, მაგრამ, როდესაც საქმე მძღოლებზე მიდგება, ქვეყანა იმ ყველაზე სერიოზული პრობლემის პირისპირ დგება, რომელსაც რეფორმირება სჭირდება.საქართველო სამხრეთ კავკასიაში საგზაო შემთხვევების თვალსაზრისით პირველ ადგილზეა. საგზაო შემთხვევებთან დაკავშირებულ ინციდენტებში ყოველ საათში ერთი ადამიანი შავდება და ყოველ 18 საათში ერთხელ ასეთ შემთხვევებს ერთი ადამიანის სიცოცხლე ეწირება – იტყობინება ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია, „უსაფრთხო მგზავრობის ასოციაცია“. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით ყოველწლიურად 100,000 გარდაცვლილიდან 16.8 პროცენტი ამ შემთხვევებზე მოდის (აზერბაიჯანში ეს მაჩვენებელი 13%, ხოლო სომხეთში – 13.9%). 1 აგვისტოს ძალაში შედის ახალი საგზაო კანონმდებლობა, რომლის მიზანი საქართველოს გზების უსაფრთხოების განმტკიცებაა, და ჯარიმები ორმაგდება. მაგრამ ბევრის აზრით, უფრო მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ გზები ავტომობილისტებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის უფრო უსაფრთხო გახდეს. რეფორმის ყველაზე ძვირადღირებული ამოცანა საბჭოთა ეპოქიდან შემორჩენილი გზების მოდერნიზებაა ისე, რომ მათ ავტომობილების უფრო დიდ ნაკადს გაუძლონ. ორგანიზაციის ”პარტნიორობა გზების უსაფრთხოებისათვის” მონაცემების თანახმად, იმის გამო, რომ ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა, რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების რაოდენობა გაომარგდა – 256,153-დან 2004 წელს, 685,980-მდე 2009-ში. ”არასდროს გვქონია ამდენი ავტომანქანა. ინფრასტრუქტურა ავტომობილების ასეთი რაოდენობისათვის მზად არაა”, – ამბობს უსაფრთხო მგაზვრობის ასოციაციის დირექტორი დავით მესხიშვილი, რომელიც ამავე დროს თბილისის მერის ოფისში მუშაობს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გზების მშენებლობა მთავრობის პრიორიტეტად დაასახელა და 14 ივლისს განაცხადა, რომ 2010 წელს საგზაო პროექტებზე 452 მილიონი ლარი ($245 მილიონი დოლარი) დაიხარჯება. სკეპტიკოსების თქმით, თუ რაიმე არ გაკეთდა იმისთვის, რომ ქართველთა მავნე ჩვევები გადაილახოს, ეს ფაქტი მხოლოდ გაუადვილებს ადამიანებს ავტომანქანის უგუნურ მართვას. მთავარი პორბლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბევრ ადამიანს არასდროს უსწავლია მანქანის მართვა რიგიანად, განმარტავს საქართველოს ავტომობილსტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მევლუდ მელაძე. ”კომუნიზმის დროს, საგზაო მოძრაობის წესებს სკოლებში ასწავლიდნენ. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სწავლა შეწყდა. 1990- 2003 წ.წ. ლიცენზია სულ რაღაც ას დოლარად საერთოდ უგამოცდოდ შეიძლებოდა გეყიდა”, – ამბობს მელაძე. ”დღესაც კი შეგიძლია მანქანის მართვის სკოლა ისე გახსნა, რომ კვალიფიკაცია არ გქონდეს” – დასძენს იგი. იმისთვის, რომ დღეს ლიცენზია მიიღო, მძღოლობის კანდიდატებმა უნდა ჩააბარონ, როგორც წერილობითი, ასევე პრაქტიკული გამოცდა, მაგრამ მართვის გამოცდა დახურულ მარშრუტზე ტარდება და არა ტრასაზე. წვრთნის ნაკლებობასთან ერთად ერთ-ერთ პრობლემად მძღოლთა უსაფრთხოების სხვა დამცველები ”ქართულ მენტალიტეტსაც” ასახელებენ. ”ქართველებს არ უყვართ წესები. ყველამ ყველაფერი ყველაზე უკეთ იცის და მიაჩნია, რომ სხვა უნდა გაეცალოს გზიდან” – აღნიშნავს მელაძე. ”და ახლა, გარდა ამისა, უფრო სწრაფი მანქანებია ხელმისაწვდომი”, – დასძენს ის. „მძღოლთა უსაფრთხოების ასოციაციის“ წევრის, მესხიშვილის ანგარიშში ნათქვამია, რომ მათი NGO-ს კვლევის თანახმად, ქართველ მძღოლთა 75 % არ ადევნებს თვალს საგზაო ნიშნებს; 23 % აღიარებს, რომ არღვევს მოძრაობის წესებს საცობებში და 18% ასე იმ დროს იქცევა, როცა ეჩქარება. ეროვნული რომანტიკული სიყვარული სისწრაფისა და თვალში საცემი ავტომობილებისადმიცასევე ასრულებს გარკვეულ როლს. მაგალითად, იმისთვის, რომ თბილისისკენ მიმავალი ახალი ტრასის გახსნა აღენიშნათ, სააკაშვილი და მისი მცველები Formula-3-ს სარბოლო მანქანებში დასხდნენ და გზას დაუყვნენ. თუმცა ქართველი პრეზიდენტის და მისი ცოლის, სანდრა რულოფსის, უსაფრთხოების აქტიური მცველის, იმ სურათებმა, რომლებზეც მათ უსაფრთხოების ღვედები უკეთიათ, ღვედების ტარება უნდა წაახალისონ. 2005 წლის ივნისში, პარლამენტარებმა მიიღეს კანონი გზატკეცილებზე ღვედების გამოყენების შესახებ, თუმცა ურბანული სივრცეები გამონაკლისად გამოცხადდა; სავარაუდოდ იმიტომ, რომ მათი რწმენით ქალაქებში მანქანა უფრო ნელა დაყავთ. თუმცა შეერთებული შტატების მედისონის უნივერსიტეტის კვლევამ დაადგინა, რომ საავტომობილო ავარიებში მიღებული დაზიანებების ნახევარზე მეტი საათში 64 კილომეტრის სიჩქარეზე ხდება. ”მე ყოველთვის ვატარებ ღვედებს, რადგან ყველა ძალიან სწრაფად ატარებს მანქანას”, ამბობს მართვის ინსტრუქტორი დავით შოთაძე. ”მსოფლიოში ნებისმიერ ადგილას ღვედები სავალდებულოა. აქაც ასე უნდა იყოს”. ამ პოზიციის განსამტკიცებლად მთავრობა ჯარიმას 1 აგვისტოდან 20 ლარიდან 40 ლარამდე გაზრდის, ანუ აორმაგებს. იმ დროს როდესაც უკვე საუბრობენ იმაზე, რომ შემოდგომის სესიაზე პარლამენტარები მიიღებენ კანონს ქალაქში ღვედების ტარების აუცილებლობის შესახებ, არაფერი ისმის ბავშვებთან დაკავშირებული კანონზე, რაც ევროპის კავშირის წესებთან ჰარმონიზაციაში მოვიდოდა. 12 წლამდე ბავშვებს ეკრძალებათ წინ ჯდომა, მაგრამ ქართველი ბავშვები ხშირად სხედან წინაც და უკანაც, ან მამას უსხედან კალთაში მაშინ, როდესაც ის მანქანას მართავს.მესხიშვილის მტკიცებით, მთავრობა იმიტომ არ იღებს ბავშვების შეზღუდვასთან დაკავშირებულ კანონს, რომ შესაბამისი სკამები ბავშვებისთვის ძალიან ძვირია. ფასები, როგორც წესი, 150 ლარიდან იწყება. ავტომობილის სავალდებულო დაზღვევასა და ავტომობილის ინსპექტირებაზეც უარი ითქვა. წინა პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის მმართველობისას, ავტომობილის ინსპექტირება სავალდებულო იყო, მაგრამ იმის გამო, რომ პროცედურა ძალიან კორუმპირებული და დაისფუნქციური აღმოჩნდა, სააკაშვილმა დეპარტამენტი მთლიანად გააუქმა. ”მანქანების, ალბათ, 60 პროცენტი ვერ გაივლიდა შემოწმებას. ღარიბ ხალხს არ შეუძლია მანქანის შეკეთება, ამიტომ ავტომობილებიზ შეკეთება ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა განხორციელდეს” – ამბობს მესხიშვილი. მძღოლების უსაფრთხოების კიდევ ერთი პრობლემა, რომლის გადაწყვეტასაც მთავრობა ცდილობს, მთვრალ მდგომარეობაში მანქანის მართვაა. საქართველოში ნულოვანი ტოლერანტობაა სისხლში ალკოჰოლის შემცველობაზე და პოლიციას არ სჭირდება არავითარი საბაბი მანქანის გასაჩერებლად. იმათთვის, ვინც პირველად დაარღვევს წესს, ჯარიმა 150 ლარიდან 200 ლარამდე იზრდება, ხოლო განმეორებითი ექსცესისას, მძღოლს ტარების უფლება ერთი წლით ჩამოერთმევა. მესამე ინციდენტისას უკვე 90 დღიანი პატიმრობაა დაწესებული. არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი ეკა ლალიაშვილი ხედავს წინ მიმავალ პოზიტიურ ნაბიჯებს, მაგრამ ამტკiცებს, რომ ყველაზე მეტად საგანმანათლებლო საჯარო კამპანიაა საჭირო. ”10-15 წლის წინ ჩვენთვის არავის უთქვამს ისიც კი, რომ ღვედების არ-ტარება სახიფათოა…” ამბობს ლალიაშვილი. ”ხალხის მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს და ამას დრო სჭირდება, მათ შორის საჯარო და პოლიტიკურ ჩინოვნიკებსაც”. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts