alex Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 "...ის ვაჟკაცურად დაიღუპა. ტყვედ ჩავარდნილმა სამაგალითო გმირობა გამოიჩინა. მისი წამების ფაქტები ჯალათებმა უკვდავყვეს - ერთ-ერთ სეპარატისტს მობილური ტელეფონით გადაუღია ამაზრზენი ვიდეოკადრები: ქართველ ტყვეთაგან ყველაზე მაღალს, ვაჟკაცური გარეგნობით გამორჩეულს მისცვივდებიან სეპარატისტები, მოსთხოვენ, დაიჩოქოს და მიწას აკოცოს. არ ემორჩილება და დაუზოგავად ურტყამენ სახეში (გვამს არც ერთი კბილი აღარ ჰქონდა შერჩენილი), მოითხოვდნენ, მტრის ინტერესების მიხედვით მიეცა ჩვენება. კადრებში გარკვევით ისმის დაკითხვის ტექსტი. ერთ-ერთი ტყვის სიმტკიცის გამო გაოცებას ვერ ფარავს და კადრში ისმის, ძალიან ძლიერი ბიჭიაო. ზოგი თავის მოჭრას უპირებს, ზოგი დახვრეტას, ვიღაც ცდილობს, მისი მოკვლა გადააფიქრებინოს ბანდას, იქნებ ინფორმაცია გამოვტყუოთ, ნუ მოვკლავთო, მაგრამ გიორგის გაუტეხელობა მოთმინების ფიალას უვსებს მხეცებს. ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოს ღობესთან მიაგდებენ და ჯერ რიგრიგობით შესდგებიან წიხლით, მერე კი..." http://www.kvirispalitra.ge/public/4433-gautekheli-thushi.html http://itv.ge/?p=60710 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 მაგარი მძიმე იყო მაგ ვიდეოს ნახვა(იუტუბზე იდო) რაიმე კომენტარი არ მოყოლია მაგ ფაქტს საერთასორისო(პოლიტიკური) თვალსაზრისით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted August 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 მე ვამაყობ ამ ადამიანით XXI-ე საუკუნეშიც გვყოლია ზვიადაური . Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted August 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2010 აფსუს, საცოდაობა არაა ასეთი ჯარისკაცები გყავდეს და ომს აგებდე?! ღმერთმა გაანათლოს მისი სული! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted August 4, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 4, 2010 რა სინდისით უნდა ვაგრძელებდეთ ცხოვრებას, როცა ჩვენს ბიჭს ჩვენსავე მიწაზე ასე სასტიკად კლავენ?!უფალი მოკითხავს მაგათ ყველაფერს... მე კიდევ, თავს დამცირებულად ვგრძნობ, მისი ტანჯვა რომ ვერ გავიზიარე.იმედი მაქვს დრო მოვა და ჩემი წილი მტერს მაგრად მოხვდება ცხვირ-პირში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.