planetanews Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 http://a.pix.ge/b/iddcw.jpg ბრიტანული პრესის ცნობით ლივერპულის შეძენით ჩინელი ბიზნესმენი კენეტ ჰუანგია დაინტერესებული… რამოდენიმე დღის წინ მან ოფიციალურად გაუკეთა შესყიდვის წინადადება შოტლანდიურ ბანკებს, რომლებიც ამერიკელი მფლობებლის ვალების გამო ამჟამად კლუბის მმართველებად ითვლებიან და კერძოდ ბატონ ბრაუგტონს, რომელიც ოფიციალურად დაინიშნა აპრილში ლივერპულისთვის საუკეთესო მყიდველის მოსაძებნად… ჩინელი ბისნესმენი კენეტ ჰუანგი კი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენია აზიაში. მას სპორტთანაც საკმაოდ მჭიდრო კავშირი აქვს. იგი არის ჩინეთის კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის და ბეისბოლის ლიგის თანამფლობელი. ასევე მას აქვს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი ჩინეთში, რომელიც უდიდესია ქვეყნის მასშტაბით და ბავშვთა სპორტულ განვითარებას უწყობს ხელს… პრესის ცნობით ჯერ სრული თანხა, რომლითაც მას ლივერპულის ყიდვა სურს გახმაურებული არაა, თუმცა იგი სრულად დაფარავს ლივერპულის ვალს შოტლანდიიურ ბანკებში და ასევე მის გეგმებში შედის ვარსკვლავების, ჯერარდის და ტორესის კლუბში დარჩენა, ახალ სტადიონზე მუშაობის დაწყება და სერიოზული სატრანსფერო ბიუჯეტის ჩამოყალიბება… ჯერ-ჯერობით კლუბის პრესსამსახურს ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია და სავარაუდოდ მოლაპარაკებები ამერიკელებსა და ჩინელ ბიზნესმენს შორის რამოდენიმე დღეში მიიღებს საბოლოო სახეს… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts