Anima Libera Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 (edited) განახლებადი (ალტერნატიული) ენერგიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა მზის ბატარიები; ელექტრონული მოწყობილობა, რომელიც მზის ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას ელექტროენერგიად გარდაქმნის. მზის ბატარიებს უწოდებენ რამდენიმე გაერთიანებულ ფოტოელექტრო გარდამქნელებს (ფოტოელემენტები) - ნახევრგამტარ მოწყობილობებს, რომლებიც მზის (ფოტონის) ენერგიას პირდაპირ გარდაქმნის მუდმივ დენად. ფოტოელექტრული ეფექტი უკვე მეზარება http://s005.radikal.ru/i212/1008/a9/598255cbdf2f.jpghttp://s39.radikal.ru/i083/1008/01/6af38d1b9c23.jpg დღეისათვის 1 ვატის გარდამქნელი მზის ბატარია საშუალოდ 2.5 დოლარი ჯდება. მოწყობილობაში მზის ბატარიას შემდეგ მოსდევს გარდამქნელი, რომელიც ელემნტებისგან მიღებულ მუდმივ დენს უკვე ცვლად დენში გარდაქმნის, რომელიც ჩვენს სახლებში გამოიყენება. ღამისა და ღრუბლიან პერიოდში კი ენერგიის უწყვეტობაში დღის განმავლობაში დატენილი აკუმულატორები გვეხმარებიან. ე.ი. სულ რაღაც 8000 დოლარად თქვენ შეგიძლიათ მუდმივი და უფასო ელექტროენერგია მიიღოთ თქვენი სახლისთვის. Edited August 2, 2010 by asesino_141 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 (edited) განახლებადი (ალტერნატიული) ენერგიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა მზის ბატარიები;თუ არ ვცდები მზის (სოლარ)ელემენტები ქვია მაგას. ფოტოელექტრული ეფექტი უკვე მეზარება სტატია დიდიხანია დაგეგმილია, სავარაუდოდო მომავალ კვირას იქნება(ტერმინებია საკმაოდ პრობლემატური ), მცირეოდენი პრაქტიკული გამოცდილებაც გამაჩნია ამ სფეროში ე.ი. სულ რაღაც 8000 დოლარად თქვენ შეგიძლიათ მუდმივი და უფასო ელექტროენერგია მიიღოთ თქვენი სახლისთვის. საქართველოს ბევრად უკეთეს ალტერნატივებს გვთავაზობს აქვე ძველო პოსტი განახლებად ენერგიების თემიდანეს არის ფოტოვოლტაიკი. აქ ხდება მზის ენერგიის პირდაპირ ელექტრო ენერგიად გარდაქმნაhttp://www.haustechnik-eckert.de/Elektro/Photovoltaik_anlage.jpg ესეცhttp://www.youtube.com/watch?v=qYeynLy6pj8 Edited August 2, 2010 by უცხო_პლანეტელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 (edited) ფოტოელემენტი ფოტოელემენტი, ელექტრონული ხელსაწყო, რომელშიც მასზე დაცემული ოპტიკური გამსხივების ენერგიის შთანთქმის გამო გენერირიდება ემძ (ფოტოემძ) ან ელექტრული დენი (ფოტოდენი). ფოტოელემენტის მოქმედება ემყარება ფოტოელექტრონულ ემისიას ან შინაგან ფოტოეფექტს. ფოტოელემენტი რომლის მოქმედება ემყარება ფოტოელემენტის ემისიას, წარმოადგენს ორ ელექტროდიან ელექტროვაკუუმურ ხელსაწყოს. მისი ფოტოკათოდი და ანოდი (ელექტრონების კოლექტორი)მოთავსებულია ვაკუუმიან ანდა აირსავსე მინის ან კვარცის კოლბაში. ფოტოკათოდზე დაცემული სინათლის ნაკადი იწვევს კათოდის ზედაპირიდან ელექტრონების ემისიას, ფოტოელემენტის წრედის ჩართვისას მასში სინათლის ნაკადის პროპორციული ფოტოდენი მიედინება. არსავსე ფოტოელემენტში აირის იონიზაციის შედეგად და აირში ზვავური ელექტრონული განმუხტვის წარმოქმნის გამო ფოტოდენი ძლიერდება. ფოტოელემენტი რომ ლის მოქმედება შინაგან ფოტოეფექტს ემყარება არის ნახევრად გამტარული ხელსაწყო, აქვს ჰომოგენური ელექტრულ–ხვრელური გადასასვლელი (p-n გადასასვლელი), ნახევრადგამტარიანი ჰეტერო გადასასვლელი ან ლითონ–ნახევრად გამტარის კონტაქტი. ასეთ ფოტოელემენტში ოპტიკური გამოსხივების შთანთქმისას იზრდება მუხტის მატარებლის – ელექტროობისა და ხვრელების რაოდენობა, გადასასვლელის ელექტრონული ველი მოქმედების შედეგად ხდება მათი სივრცული განცალკევება და წარმოიქმნება ფოტოემძ, წრედის ჩართვისას მასში ელექტრული დენი მიედინება. ფოტოელემენტის მასალად იყენებენ: Se, gaAs, CdS, Ge, Si, და სხვა. ფოტოელემენტს ფართოდ იყენებენ ავტომარიკასა და ტელემექანიკაში, ფოტომეტრიაში, გაზომვის ტექნიკაში, მეტროლოგიაში, კინო და ფოტო ტექნიკაში, ფაქსიმილურ კავშირგაბმულობაში, აგრეთვე გამოსახულების ან სინათლის მიმღებად და სხვ. ნახევრადგამტარიან ფოტოელემენტს ხმარობენ მზის გამოსხივების ენერგიის უშუალო გარდაქმნისათვის ელექტრულ ენერგიად (მაგ., მზის ბატარეებში, ფოტოელექტრულ გენერატორებში). წყარო ვიკი asesino_141თუ წინააღმდეგი არ ხარ სათაურს ჩავასწორებ -- მზის ენერგია - ფოტოელემენტიანაც რაიმე სხვა ვარიანტი შემოთავაზე Edited August 2, 2010 by უცხო_პლანეტელი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted August 2, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 უცხო_პლანეტელითუ არ ვცდები მზის (სოლარ)ელემენტები ქვია მაგას.ინგლისურად სოლარ პანელს ჰქვია, რუსულად ბატარიები... მზის პანელები თითქოს უფრო გაუგებრად ჟღერს ქართულად. ფოტოელემენტები კი მთლიანი პანელის ცალკეული ნაწილებია. ჰოდა მზის ელემენტები ყველაზე სწორია, მართალია. ქვესატაურიც მზის ელემენტები იყოს. საქართველოს ბევრად უკეთეს ალტერნატივებს გვთავაზობსალბათ კომპლექსურ და კოლექტიურ ვარიანტს გულისხმობ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted August 2, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 2, 2010 ჰოდა მზის ელემენტები ყველაზე სწორია, მართალია. ქვესატაურიც მზის ელემენტები იყოს.მყის ენერგიის ბევრი სახეობა არსებობს, მაგ სოლართრმია, ხელოვნური ფოტოსინთეზე.იმედია სათაურის ეს ვარიანტზე არ მიწყენ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
მართვის თეორია Posted August 3, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 3, 2010 (edited) თუ იცით აქ როგორ ავაწყოთ მაგისი წარმოება მინიმალური დანახარჯებით - ეგ დაწერეთ, დანარჩენი ლირიკაა! Edited August 4, 2010 by უცხო_პლანეტელი სხვა დროს უკეთესი ტონით ;) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted August 5, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 5, 2010 საინტერესოა... ისე არ მეგონა ესე ძვირი თუ იყო მაგის დამზადება კი ამბობდნენ რომ ძვირიაო მაგრამ ერთ ვატში ორნახევარი დოლარი ზედმეტად ძვირია პ.ს. მაგ ფასად უკეთესი რამის გაკეთება არ შეიძლება? მაგალითად მინი ქარის ტურბინის დაყენება სახლზე რომელიც მემგონი უფრო მეტ ენერგიას მოგვცემს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted August 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 20, 2010 asesino_141ეხლა გამოჩნდა საკმაოდ პერსპექტიული რამ ჰორიზონტზე,თუ გამოვიდა ისე როგორც საჭიროა 2-3 ჯერ გაუმჯობესდება მზიის ელემეტების სიმძლავრე(ენერგიის გარდაქმნის უნარი).სპეციალური ფენაა, რომელიც აუმჯობესებს ელექტრონების დაჭერა-გადასვლას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted August 22, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 22, 2010 და რაო მაინც რაარის ეგეთი? ისე როგორც ვიცი ნასაში თავისი რობოტებისთვის მრავალფენიან მაგ რაღაცეებს აკეთებენ რომ მაქსიმალური დენი მიიღონ რობოტებისთვის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted August 25, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 25, 2010 ისე როგორც ვიცი ნასაში თავისი რობოტებისთვის მრავალფენიან მაგ რაღაცეებს აკეთებენ რომ მაქსიმალური დენი მიიღონ რობოტებისთვის... ეგ არამარტო ნასაში, არამედ ჩვეულებრივ ინდუსტიაშიც არის,მაქ ხდება სინათლის სხვადასხვა სპექტრის სხვადასხვა ფენებში "დაჭერა", ანუ თითოეული ფენა სხვადასხვა ტალღებზეა ოპტიმირებული. მოკლედ მაქ არის რამოდენიმე სილიციუმის ფენა, ხოლო რაც მე დავწერე იქ ერთი სილიციუმის(თავისი მინარევებით) ფენაა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted September 7, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted September 7, 2010 ქართული ფირმა, რომელიც მზის ენერგიით არის დაკავებულიhttp://www.solar.ge წავკისის მზის სისტემას ამიერკავკასიაში ანალოგი არ მოეძებნება თუშეთს 400 000 დოლარის გრანტი გამოეყო ენერგეტიკა ეკონომიკის დარგებს შორის, გასული ორი წლის მონაცემებით, ყველაზე მომგებიანი ბიზნესი გახდა. მსგავსი სიურპრიზი საქართველოს ეკონომიკას დიდი ხანია არ ჰქონია, თუ იმ გარემოებას გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანას ელექტროენერგიის დეფიციტი ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა. დეფიციტის მოხსნა, ჰიდროობიექტების რეაბილიტაციის გარდა, ენერგეტიკაში ახალი სექტორების განვითარებით მოხერხდა. ამ ეტაპზე ქვეყანაში 250 მზის სისტემაა დამონტაჟებული. წავკისში დამონტაჟდა მზის წყალგამაცხელებელი სისტემა 5000-ლიტრიანი თბური რეზერვუარით, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი ჯერჯერობით არ მოეძებნება. გაზეთ "24 საათთან" საუბარში ენერგოეფექტურობის ცენტრის საქართველოს დირექტორი გიორგი აბულაშვილი ამბობს: "ენერგოავტობუსის პროექტის ფარგლებში საქართველოს ყველა რეგიონის ენერგომომხმარებელთან გვქონდა შეხვედრა. აღმოჩნდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ჰიდროენერგეტიკული ტექნოლოგიები ქვეყნის ამ ნაწილში ჰიდრორესურსების სიმცირის გამო ნაკლებად მომხიბვლელია. მდინარეების სიუხვით ცნობილ დასავლეთ საქართველოში კი პირიქითაა. ჰიდრორესურსებთან დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე დიდი მოთხოვნაა. რაც შეეხება განახლებადი ენერგიის პოტენციალს, საქართველო მზის ქვეყანაა და მზის ენერგიის ტექნოლოგიებით დაინტერესება ქვეყნის ყველა რეგიონში გაცილებით მაღალია. არსებობს მოთხოვნა ქარის ენერგიის ტექნოლოგიების დანერგვაზეც, იქ, სადაც ქარიანი ადგილებია: თბილისის მიდამოები, სამგორის ზეგანი, ქუთაისის ზეგანი." განახლებადი ენერგიების სექტორში ბევრი კომპანია მუშაობს. კომპანია "სოლარ ენერჯი ჯორჯიას" კომპანიის დამფუძნებელი და გენერალური მენეჯერი ლევან კობახიძე ამბობს: “ალტერნატიული ენერგოსისტემების სწორად პროექტირებას და დამონტაჟებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითისთვის, მზის სისტემა - ეს არის ინვესტიცია მომავალში. თუ იგი ათწლეულების განმავლობაში არ იმუშავებს, მაშინ მზის სისტემებში ინვესტირებას აზრი ეკარგება. პროექტის შედგენისას აუცილებელია ენერგოპოტენციალის შესწავლა, სისტემის დეტალური დიზაინის გაკეთება, რაც პანელების განთავსებას და დაჩრდილვა-დახრის კუთხის შეთანხმებას გულისხმობს. ეკონომიკურად ოპტიმალური ვარიანტის მისაღებად აუცილებელია მზის სისტემის კომპიუტერული პოექტის შექმნა და სიმულაცია. ასევე, გამოსათვლელია, მომხმარებელი მზის სისტემის დამონტაჟების შემდეგ რა სარგებელს მიიღებს, ანუ როგორი ეკონომიკური ეფექტი ექნება." მზის სისტემები ორ ჯგუფად შეიძლება გაიყოს: წყალგამაცხელებელი და ფოტოელექტრო. წყალგამაცხელებელი სისტემები მზის სხივურ ენერგიას თბურ ენერგიად გარდაქმნიან, ფოტოელექტროსისტემები კი - ელექტროენერგიად. წყალგამაცხელებელი სისტემების მარგი ქმედების კოეფიციენტი და, შესაბამისად, ეკონომიკური ეფექტიც უფრო მაღალია. წავკისში, 750 კვადრატული მეტრი ფართის საცხოვრებელ სახლში კომპანია "სოლარ ენერჯი ჯორჯიამ " 50 კვადრატული მეტრი ფართის მზის წყალგამაცხელებელი სისტემა 5000-ლიტრიანი თბური რეზერვუარით დაამონტაჟა. ასეთ სისტემას ამიერკავკასიაში ჯერჯერობით ანალოგი არ მოეძებნება. სისტემა სახლს ცხელი წყლით (85-95%), გათბობით (25-40%) და საცურაო აუზის გათბობით (100%) უზრუნველყოფს. თანამედროვე დონის სისტემა აღჭურვილია კომპიუტერული მონიტორინგით. ანალოგიური სისტემების ღირებულება საორიენტაციოდ 50 000 აშშ დოლარია, პროექტირება-მონტაჟის ვადა - 3 თვე. კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, საწყისი ინვესტიცია 3-9 წლის ვადაში იფარება, სწორად დამონტაჟებული ხარისხიანი სისტემა 50 წლის განმავლობაშიც კი უპრობლემოდ იმუშავებს. თუშეთი, თავისი რთული რელიეფური მდებარეობის გამო, დღემდე ქვეყნის ძირითად ელექტროქსელთან მიერთებული არ არის. ამ კუთხის მოსახლეობა სახლების განათებას სანთლებით ახერხებს. ამ ეტაპზე მთავრობა ადგილობრივი მოსახლეობის ენერგომომარაგების საკითხის გადაჭრას განახლებადი ენერგიის მეშვეობით აპირებს. მიმდინარე წლის 8 თებერვალს გარემოს დაცვის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მიღწეული შეთანხმებით "განახლებადი ენერგია საქართველოს მიუვალი რეგიონებისთვის - მზის ფოტოელექტროსისტემები თუშეთში" პროექტის ფარგლებში, ჩეხეთის მთავრობამ 400 000 დოლარის გრანტი გამოყო. გრანტის მიმღები თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოსახლეები და საოჯახო სასტუმროების მეპატრონენი არიან. ამასთანავე, გრანტი ადგილობრივი სახელმწიფო ობიექტების ენერგოუზრუნველყოფას ითვალისწინებს. ასოციაცია "მდგრადი ენერგიის ცენტრი - მზის სახლი" ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან და საქართველოს დაცული ტერიტორიების დეპარტამენტთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის საჭირო მონაცემების შეგროვება-დამუშავებას და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადებას. პროექტით გათვალისწინებული პრაქტიკული სამუშაოები თუშეთში ზაფხულში დაიწყება. დამონტაჟდება მზის ფოტოელექტროსისტემები, რომელიც მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. ამ სისტემების დამონტაჟება დაგეგმილია მოზამთრე ოჯახებში, საოჯახო სასტუმროებში, დაცული ტერიტორიების ობიექტებზე და სახელმწიფო დაწესებულებებში. გარდა ამისა, მეცხვარეებს, რომლებიც მუდმივად გადაადგილდებიან, გადაეცემათ მზის მობილური სისტემები, რომლის მეშვეობით საშუალება ექნებათ, მიიღონ განათება და უყურონ ტელევიზორს. საბოლოო ჯამში, ამ პროექტის განხორციელებით თუშეთის ენერგიით მომარაგების საკითხი ნაწილობრივ უნდა გადაწყდეს. სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/business/2010-04-16/5450.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.