Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Rainbow

 

არ იყო ამ ჯგუფზე თემა და გადავწყვიტე გამეხსნა :(

 

ამ მომენტისთვის ჩემი საყვარელი ჯგუფია!

 

http://www.cathedralstone.net/Pics/Rainbow.jpg

 

http://mp3.avoe.ge/ftp/Music/Foreign/R/Rainbow/1976%20-%20Live%20In%20Germany%20CD1/Album.jpg

 

რეინბოუ (ინგლ. Rainbow - ცისარტყელა) - ჰარდ როკ ჯგუფი, ჩამოყალიბდა ბრიტანეთში 1974 წელს დიფ ფარფლიდან წამოსულ გიტარისტ რიჩი ბლექმორის მიერ. ბლექმორი დაუკავშირდა ამერიკულ ჯგუფ ელფს, რომელიც შეერთებულ შტატებში ხსნიდა დიფ ფარფლის კონცერტებს და შესთავაზა მათ ახალი ჯგუფის - რეინბოუს შექმნა.

 

ჯგუფის საწყისი შემადგენლობა შემდეგი იყო:

 

რიჩი ბლექმორი - გიტარა

რონი ჯეიმს დიო - ვოკალი

მიკი ლი სოული - კლავიშებიანი ინსტრუმენტები

კრეიგ კრაბერი - ბას გიტარა

გარი დრისკოლი - დასარტყამი ინსტრუმენტები

 

მათი სადებიუტო ალბომი რიჩი ბლექმორის რეინბოუ (Ritchie Blackmore's Rainbow) 1975 გამოვიდა და კრიტიკოსების მიერ საკმაოდ არაერთგვაროვნად იქნა შეფასებული. ერთმა ნაწილმა ისინი დიფ ფარფლის უარეს ვარიანტად მიიჩნია, მეორემ კი პირიქით საინტერესო და დიდი მომავლის მქონე ჯგუფად ჩათვალა. ცხადი იყო მხოლოდ ის რომ ახლად შექმნილი ჯგუფი ცდილობდა ახალი კურსით, წაეყვანა თავისი მოღვაწეობა, რაშიც მათ ხელს უწყობდა როგორც ჯგუფის ლიდერის მიერ გიტარის ვირტუოზული ფლობა ასევე ძლიერი ვოკალისტი რონი ჯეიმს დიო და ზოგადად მათი სიმღერების აგრესიული რითმული წყობა.

 

ბლექმორის სურვილი, რომ ჯგუფი გაეუმჯობესებინა ჯგუფის შემადგენლობის ხშირ ცვლილებას იწვევდა, რაც პირიქით უფრო ასუსტებდა მას. პირველი ალბომის დიდი წარმატების მიუხედავად ბლექმორი უკმაყოფილო დარჩა და სრულიად შეცვალა ყველა წევრი ვოკალისტის გარდა.

 

განახლებულ ჯგუფში რიჩი ბლექმორმა ბას გიტარისტად ჯიმმი ბეინი მიიწვია, დასარტყამ ინსტრუმენტემზე კოზი პაუელი, ხოლო კლავიშებიან ინსტრუმენტებზე ტონი ქერი. ამ შემედგენლობით ჩაწერილი იქნა მათი ასევე ერთ-ერთი უძლიერესი ალბომი სიცარტყელის ამოსვლა (Rainbow Rising), რიშ შემდეგაც ბეინი და კერი ბობ დეიზლიმ და დევიდ სტოუნმა შეცვალეს.

 

რეინბოუს შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ, ბლექმორსა და დიოს შორის დიდი უთანხმოებები წარმოიშვა, რის შედეგადაც 1978 წელს ვოკალისტმა ჯგუფი დატოვა და ბლექ საბათში გააგრძელა მოღვაწეობა, მოგვიანებით კი შექმნა საკუთარი მძიმე მეტალის ჯგუფი დიო. მისი ადგილი გრემ ბონეტმა დაიკავა, მისი მონაწილეობით ჩაიწერა მხოლოდ ერთი ალბომი დაბლა დედამიწისკენ (Down To Earth). ამ პერიოდში რეინბოუს შეუერეთდა დიფ ფარფლის ბას გიტარისტი როჯერ გლოვერი და კლავიშებიანი ინსტრუმენტების პროფესიონალი დენ ეირი.

 

მრავალის აზრით დიოს წასვლამ არა მხოლოდ დაასუსტა რეინბოუ, არამედე მოახდინა მისი სტილისტიკის შეცვლა, ჯგუფი რითმული მძიმე როკიდან, მელოდიურ და რბილ როკზე გადავიდა. რიჩის დაჟინებით იამტა სიყვარულის თემაზე დაწერილმა სიმღერებმა და ჯგუფი მრავალი მსმენელისათვის ნაკლებად მიმზიდველი გახდა. თუმცა სწორად მათ ბოლო ალბომში "დაბლა დედამიწისკენ" იყო პირველი ხიტ-სინგლი სანამ წასული იყავი (Since You've Been Gone), რომელმაც როგორც ბრიტანეთის ასევე აშშ-ში საკმაოდ მაღალი ადგილები დაიკავა და ჯგუფს დიდი წარმატება მოუტანა. სწორად ამ შემადგენლობით აღმოჩნდა რეინბოუ კომერციულად ყველაზე მომგებიანი და მათმა განახლებულმა სტილმა გზა გაუხსნა მელოდიური მძიმე როკის სხვა ჯრუფების მოღვაწეობას. თუმცა ამ რეორგანიზაციას ბონეტი და პაუელი შეეწირნენ, მათი ადგილები ვოკალისტმა ჯო ლინ ტერნერმა (ჯგუფ ფანდაგოს ვოკალისტმა) და ბობ რონდინელიმ დაიკავეს. ჩაწერილი იქნა კიდევ ერთი ხიტ-სინგლი გნებდები (I Surender), რომელმაც ბრიტანეთში მე-3 ადგილი მოიპოვა.

 

წარმატებული იყო 1982 წლის ალბომიც პირდაპირ თვალებს შორის (Straight Between The Eyes), თუმცა წინა ალბომს სიძლიერით გარკვეულად ჩამორჩებოდა. ამავე წელს რონდინელის ადგილი ახალმა დრამერმა ჩაკ ბერჯიმ დაიკავა და 1983 წელს მისი მონაწილეობით მოხდა დიდ დრიტანეთში გასტროლების მოწყობა, რომელთა დამთავრების შემდეგაც ბლექმორს რაინბოუსადმი ინტერესი დაეკარგა და დიფ ფარფლის ხელახლა შექმნის ინიციატივა წამოაყენა.

 

რეინბოუს შემოქმედების არაერთგვაროვანი შეფასების მიუხედავად, ამ ჯგუფმა წარმატებით დაიკავა ლეგედარული დიფ ფარფლის ადგილი და თითქმის 10 წლის მანძილზე იყო მისი შემცვლელი ფანებისათვის.

 

1995 წელს ბლექმორმა იგივე სახელით რიჩი ბლექმორის რეინბოუ სრულიად ახალი ჯგუფი შექმნა, რომელმაც მხოლოდ ერთი ალბომი ჩაწერა უცნობი ყოველ ჩვენგანში (Stranger In Us All) და იმის მიუხედავად რომ ალბომი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა, ბლექმორმა კვლავ დაშალა ჯგუფი და როკს ჩამოშორდა. ის 1997 წელს დაუბრუნდა მუსიკას სრულიად განსხვავებული სტილით. ის უკრავს ბლექმორის ღამე-ში, ჯგუფში რომელიც შუასაუკუნეების სტილის მუსიკაზეა ორიენირებული, იშვიათად იყენებს გიტარას და ძირიადად კომპოზიციებს მანდოლინაზე ასრულებს. ჯგუფის სოლისტი ბლექმორის მეუღლე კენდის ნაიტია, რომელიც ჯერ კიდევ რეინბოუში ასრულებდა ბექ ვოკალისტის ფუნქციებს.

 

(დაკოპირებულია http://forum.tsu.ge-დან. პოსტის ავოტორი - Ministry OF Music).

 

მოკლედ, თუ ვინმე ხართ აქ ვისაც გიყვართ ეს ჯგუფი, დაწერეთ თქვენი დამოკიდებულება, თქვენთვის საყვარელი ალბომები რომელია, საყვარელი კონცერტები და ასე შემდეგ...

 

Discography

 

Rainbow - Japan Tour / 1984 / DVD

 

Ritchie Blackmore's Rainbow - Stranger In Us All / The Last Concert / 1995 / DVD 5

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეეეეე არა და მართლაც რო უმაგრესი ჯგუფია...

 

LINK

 

ეგ უმაგრესი სიმღერაა, ნუ მე მომწონს

 

LINK

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...
  • 3 months later...
  • 5 months later...

იცი რა მაინტერესესბს

 

რიცჰიე ბლაცკმორე'ს რაინბოწ რატო ქვია?

 

ნუუ უჰო გასგებია მაგისი ჯგუფია მარა აი ეგრე წერია ყველგან და რა პონტსი :|

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

tb_parazitka

ესეიგი თუ სწორად მახსოვს ასე იყო პარპლები რომ დაიშალნენ ბლეკმორმა შექმნა რეინბოუ (1975) და ჯგუფს უბრალოდ რეინბოუ ერქტვა.

მერე რეინბოუ დაიშალა და ისევ პარპლები აღდგა (1984-1993). ხოდა (1993-1997) წლებში ისევ აღსდგა რეინბნოუ და დაერქვა ritchie blackmores rainbow.

 

 

რატომ? ეგ კითხე ბლეკმორს. :(

იმიტომ რომ განდიდების მანია ჭირდა იმიტომ რომ თავი მეფე ეგონა! ჯგუფის წევრებს თავის ჭკუაზე ხშირად ცცვლიდა ასე შემდეგ... და ჯგუფსაც "ჩემი" დაარქვა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო პარპლების ამბავი ვიცოდი

 

რეინბოუც ტუ დაისალა ეგ არ ვიცოდი :O

 

 

ხმ.. ხო განდიდების მანა ნამდვილად სჯირდა იმიტომაც მიაბრზანა გილანმა ჯგუფიდან

 

 

მარა ეგ მომენტი რაგაც არ მომწონს რიცჰიე ბლაცკმორე'ს რაინბოწ

 

რაინბოწ არის და ვსე რა გრრ

 

ოხ ეს ვარსკვლავები :(

 

 

მეც ეგტი გავხდები დაიცადეტ ცოტა ხანი :) :)

 

გამარჯობასაც აგარ გეტყვიტ მერე არავის :D :DD :DD :DD

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გილანს არ მიუბრძანებია ბლეკმორი. ბლეკმორი პირველად რომ წამოვიდა პურპლებიდან მაშინ გილანი არ იყო პურპლებში, კოვერდეილი იყო და მეორედ კიდე ცოლის ხათრით წამოვიდა. ნუ თავისი ნებით რა :) აღარ ევასებოდა :) იტოგში ცოლის ჩმორი იყო და არის :(
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უჰ ემ ვიცოდი რო გილამნა მიაბრზანა

 

 

:ბოდისიტ პარპლების ისტორია არ ვიცი კარგად:

 

:(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 3 weeks later...

 

და ლეგენდარული "თანავარსკვლავედი"

 

ეს არის ჩემი აზრით ყველა დროის ერთ ერთი საუკეთესო ჰარდ როკ ვეში! გენიალური მელოდია, საუკეთესო გადასვლები, ბლეკმორის განუმეორებელი ჩახვევები და დიოს სულშიჩამწვდომი ბინძური ვოკალი! უგიჯესი სიმღერაა! ჰარდ როკის ფუძეა ეს ვეში!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...