Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

babuagiorgi

კიდევ ერთი. სად ნახე რუსი რაციონალურად რომ იქცეოდა?

სულაც აგვისტოს მოვლენებისას, მისი ქმედება იყო რაციონალური, მინიმალური დანაკარგებით მაქსიმალური მოგება ნახეს

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 81
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Siknadmo

ვისაც კი ურთირთობა ჰქონია რუსებთან დამეთანხმება რომ საკმაოდ იოლია მათთან ურთირთობა,

აფხაზეთში ნაომარი რუსი ტელევიზიით ეძებდა(გადაცემაა ასეთი) ქართველს, რომელმაც დაჭრილი გამოიყვანა ბრძოლის ველიდან. რომ ჰკითხეს იქნებ აფხაზი იყოვო უპასუხა: რომ მომათრევდა ამბობდა, რა მძიმეა ეს კარგმოტყნულიო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

აგვისტოს მოვლენებისას, მისი ქმედება იყო რაციონალური, მინიმალური დანაკარგებით მაქსიმალური მოგება ნახეს

მოგება არა სამში გრძელი ნახეს. მაგ ომში ჩვენც წავაგეთ და რუსებმაც. დიპლომატიური კუთხით სრული კრახით დასრულდა რუსების ქმედება რადგან ვენესუელას, ნაურუს და ჰამასის კამპანიაში აღმოჩნდნენ. ფინანსურადაც იგივეა, რადგან ეს ანკლავები სიცოცხლისუნარიანი არაა და რუსეთმა უნდა შეინახოს. ტერიტორიასაც ვერანაირად ვერ მიიერთებენ და საქართველოში კი ისე გაიფუჭეს საქმე, რომ პრორუსული ხელისუფლების მოსვლა აქ სახელმწიფოს მართვის სადავეებთან პრაქტიკულად ფანტასტიკის სფეროა. ერთადერთი ვინც მოიგო, არის ამ ანკლავების კრიმინალური ხელისუფლებები, რომლებიც წარმატებით "ითვისებენ" რუსეთიდან წამოსულ ფინანსურ დახმარებას.

შენი და პრეზიდენტის ვაშლი ერთმანეთისგან შორს არ დავარდნილა როგორც ვხედავ.

"გეიხადე ბიჭო შუბა! გევიხდი აბა სენი მესინია თუ."

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ, რატომ არ აწყობს რუსეთს ერთიანი და დამოუკიდებელი საქართველო

ჩემის აზრით,არ უნდა ყოფილი პოსტსაბჭოური დემოკრატიული ქვეყანა ყურის ძირში.

საქართველოში დემოკრატია არის ფასი და მხოლოდ ჩინოვნიკებისთვის მუშაობს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრორუსული ხელისუფლების მოსვლა აქ სახელმწიფოს მართვის სადავეებთან პრაქტიკულად ფანტასტიკის სფეროა.

შენ გინდოდა გეთქვა ალბათ, სხვა პრორუსული ხელისუფლების მოსვლა :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოგება არა სამში გრძელი ნახეს. მაგ ომში ჩვენც წავაგეთ და რუსებმაც. დიპლომატიური კუთხით სრული კრახით დასრულდა რუსების ქმედება რადგან ვენესუელას, ნაურუს და ჰამასის კამპანიაში აღმოჩნდნენ. ფინანსურადაც იგივეა, რადგან ეს ანკლავები სიცოცხლისუნარიანი არაა და რუსეთმა უნდა შეინახოს. ტერიტორიასაც ვერანაირად ვერ მიიერთებენ და საქართველოში კი ისე გაიფუჭეს საქმე, რომ პრორუსული ხელისუფლების მოსვლა აქ სახელმწიფოს მართვის სადავეებთან პრაქტიკულად ფანტასტიკის სფეროა. ერთადერთი ვინც მოიგო, არის ამ ანკლავების კრიმინალური ხელისუფლებები, რომლებიც წარმატებით "ითვისებენ" რუსეთიდან წამოსულ ფინანსურ დახმარებას.

ნეტავ ქართველებს ეს პროფესორობა არ გვიყვარდეს და ნაღდათ არ ვიქნებოდით ამ დღეში.. :givi: :givi:

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ფაქტი ეგაა და გისმენ აბა რა მოიგო რუსეთმა.

მოსკოვის გარეუბნები უკვე ჩვენი ოკუპაციის ქვეშაა, თუ ჯერ რუსეთი უძლებს ჩვენს შეტევებს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

ფაქტი ეგაა და გისმენ აბა რა მოიგო რუსეთმა.

1.

1. რუსეთი უხერხულ მდგომარეობაში იყო სამშვიდობო სტატუსით, მას სჭირდებოდა კაი ბიჭის თამაში და თავის მართლება,

ის ასეთი პასუხისმგებლობისგან თავისუფალია, ის აღარაა სამშვიდობოების მანდატის მატარებელი

2. ბაზები აქვს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ამით აკონტროლებს ჩრდილო კავკასიას ზურგიდან და ამიერკავკასიაზე

ზრდის სამხედრო გავლენას

3. საქართველოს ერთ ადგილზე მოსმით რუსეთის ხელისუფლებამ რეიტინგი აიმაღლა რუსეთის საზოგადოებაში

4. იგი არა ნაწილობრივ არამედ მთლიანად აკონტროლებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს

5. დააშინა სხვა რესპუბლიკები

ჩემის აზრით,არ უნდა ყოფილი პოსტსაბჭოური დემოკრატიული ქვეყანა ყურის ძირში.

საქართველოში დემოკრატია არის ფასი და მხოლოდ ჩინოვნიკებისთვის მუშაობს.

რატომ? სააქართველო თუკი წარმატებული იქნება ეს გაზრდის სეპარატიზმის საფრთხეს რუსეთში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რატომ? სააქართველო თუკი წარმატებული იქნება ეს გაზრდის სეპარატიზმის საფრთხეს რუსეთში?

მარტო სეპარატიზმს არა.ხალხის უკმაყოფილებასაც რუსეთის ხელისუფლების მიმართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

1. რუსეთი უხერხულ მდგომარეობაში იყო სამშვიდობო სტატუსით, მას სჭირდებოდა კაი ბიჭის თამაში და თავის მართლება,

ის ასეთი პასუხისმგებლობისგან თავისუფალია, ის აღარაა სამშვიდობოების მანდატის მატარებელი

ფაქტია რომ იმ სამშვიდობო სტატუსის დროს რუსეთის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ყოფნის ლეგალიზაციის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალი იყო ვიდრე ახლაა. საერთაშორისო ნორმების მიხედვით ის ახლა ოკუპანტია. ასე მოიხსენიებენ მას აშშ და ევროპის ქვეყნების ნაწილი. დროთა განმავლობაში ამ ქვეყნების რიცხვი გაიზრდება.

2. ბაზები აქვს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში, ამით აკონტროლებს ჩრდილო კავკასიას ზურგიდან და ამიერკავკასიაზე

ზრდის სამხედრო გავლენას

ჩრდილო კავკასიას ჯერჯერობით ისედაც კარგად აკონტროლებს. აფხაზეთი ამაში არ სჭირდება.

3. საქართველოს ერთ ადგილზე მოსმით რუსეთის ხელისუფლებამ რეიტინგი აიმაღლა რუსეთის საზოგადოებაში

იმ მომენტში კი.

4. იგი არა ნაწილობრივ არამედ მთლიანად აკონტროლებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს

ხეირი რა არის აქედან?

5. დააშინა სხვა რესპუბლიკები

ისევ იგივე კითხვა. რა ხეირი მოუტანა ამან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

მარტო სეპარატიზმს არა.ხალხის უკმაყოფილებასაც რუსეთის ხელისუფლების მიმართ.

თუკი საქართველო გახდება წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა,

რუსეთის მოსახლეობასაც მოუნდება დემოკრატია ხო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ფაქტია რომ იმ სამშვიდობო სტატუსის დროს რუსეთის აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში ყოფნის ლეგალიზაციის ხარისხი გაცილებით უფრო მაღალი იყო ვიდრე ახლაა. საერთაშორისო ნორმების მიხედვით ის ახლა ოკუპანტია. ასე მოიხსენიებენ მას აშშ და ევროპის ქვეყნების ნაწილი. დროთა განმავლობაში ამ ქვეყნების რიცხვი გაიზრდება.

ამაშია საქმე რომ ის მდგომარეობა არ აწყობდა, ეხლა უფრო ლაღად გრძნობს თავს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში

აქვს თAვისი ჯარები და რასაც უნდა იქ განათავსებს

ჩრდილო კავკასიას ჯერჯერობით ისედაც კარგად აკონტროლებს. აფხაზეთი ამაში არ სჭირდება.

ჯერჯერობით აკონტროლებს, კი და უკეთესი კონტროლისთვის ეს ტერიტორიები სჭირდება, თანაც ისეთი ხალხით დასახლებული რომელიც იმპერიის მიმართ კეთილგანწყობილია, პრაქტიკულად რუსეთმა ჩრდილო კავკასიის ხრებეტი

(რამფერაა ქართულად ეს ხრებეტი) ჩაკეტა,

მთლიანად არა, მაგრამ საქ. ხელისუფლება ტერორის ქვეშაა და თავად მოიმოქმედებს ყველაფერს რომ ერტი ბოევიკი არ გაჭაჭანდეს საქ. ტერიტორიაზე

აფხაზეთი ძალიანაც სჭირდება, ადიღეელების დასამორჩილებლად, ადიღეა აფხაზეთის გარეშე ვერაფერს გახდება,

შეხედე რუკას დამიხვდება რომ ჩრდილო დასავლეთ კავკასიელებს აფხაზეთი ძალიან სჭირდებათ, ერთგვარი გასასვლელია, ხოლო პრორუსული აფხაზეთი ადიღეას ჩიხში აყენებს

ისევ იგივე კითხვა. რა ხეირი მოუტანა ამან?

იმპერიაა, თAნაც ტლანქი და ზემოქმედების სხვა მექანიზმები არ გააჩნია, თითი დაუქნია რესპუბლიკებს და უთხრა

ნე რიპაიწეს სუკი

და კიდევ ერთი მომენტი, მნიშვნელოვანი, რუსეთი ვერანაირად ვერ შეეგუებოდა ცხინვალის დაკარგვას ძალისმიერი გზით,

ეს მისთვის რუსეთის დაშლის ტოლფასი იყო,

ცხინვალზე თავდასხმა რუსეთმა და რუსულმა საზოგადოებამ აღიქვა როგორც გამოწვევა, და მან ეს გამოწვევა მიიღო და წარმატებიტ გადაწყვიტა

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუკი საქართველო გახდება წარმატებული დემოკრატიული ქვეყანა,

რუსეთის მოსახლეობასაც მოუნდება დემოკრატია ხო?

ეგრე ვფიქრობ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...