Jump to content
Planeta.Ge

73 ათასი დღე - არიან თუ არა პლანეტაზე - ზე რიგითები?


Recommended Posts

2 წელი გავიდა... ანუ 730 დღე...

თუმცა, თუ ობიექტურები ვიქნებით, რეალურად გასულია გაცილებით მეტი, ასჯერ და მეტჯერ მეტი, ანუ 210 წელი... ანუ 73000 დღე...

 

ეს ორი წელი უკანასკნელი იარის დამჩნევიდან გავიდა, თორემ ისე, იარები, უფრო ღრმა და „მომაკვდინებელი“, კვლავაც მოუშუშებელი, გაცილებით ბევრი გვაქვს.

 

ზოგ ჩვენგანს მიაჩნია, რომ ვინაიდან რუსეთი ერთმორწმუნეა, მაშასადამე, ის მტერი არ არის. რეალობა სხვაა - რუსეთი ერთმორწმუნეა და მტერია. ჩვენზე კარგი, ძლიერიც რომ იყოს ეს ქვეყანა და, ჩვენზე მორწმუნეც, მაინც მტერი იქნება. მეტიც, მართალიც რომ იყოს, მაინც იქნება. მოცემულობაა ასეთი.

 

მნიშვნელობა არც იმას აქვს, რამდენი ჩვენგანი აღიარებს ამ ფაქტს. სულ რომ ერთი დარჩეს ამ სიმართლის მღაღადებელი და გიჟადაც რომ შერაცხონ, მაინც ასე იქნება - მტერია ეს რუსეთი, დაუძინებელი მტერი.

 

ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსული არ ვისწავლოთ, დოსტოევსკი და პუშკინი არ წავიკითხოთ, რაგინდარა ფობიები დაგვემართოს რუსულის მიმართ... არა! მაგრამ, რუსეთი მტერია... ერთმორწმუნე და დაუძინებელი.

 

მგონია, რომ ასეთ, ამგვარ მტრად ეს ქვეყანა კიდევ რამდენიმე ათეულ, შესაძლოა ასეულ წელიწადსაც დარჩება - მომავალი თაობებიც ვერ დაალაგებენ ურთიერთობებს ამ ქვეყნის მომავალ თაობებთან. ხოლო რა იქნება შემდგომ, მე პირადად, რაღა დაგიმალოთ და, არ ვიცი...

 

მოცემულობაა ასეთი - რუსეთი მტერი ყოველთვის თუ არა, დიდხანს იქნება. პრობლემები რომც მოგვარდეს, დაკარგული ტერიტორიები რომც დაბრუნდეს, მაინც.

 

ამ რეალობას დღეს ასე სამი მილიონი ადამიანი აღიარებს, რომელთაგან მხოლოდ სამი ათეული ადამიანი თუ აცნობიერებს.

 

რუსეთი მტერია...

73000 დღე კი ცოტა როდია... 12-14 და მეტ თაობას ითვლის... იმ თაობებიდან სულგაყიდული გაცილებით მეტია, ვიდრე სულგამძლე, მაგრამ, არც ეს ცვლის რეალობას - განა ჩვენს დროშიც ასე არაა, თანაც ხილულად.

 

ახალი ომი რომ დაიწყოს, მე ომში წავალ... არა იმიტომ, რომ საკუთარი მუხლის იმედი მაქვს, ანაც - სროლა ვიცი... მხოლოდ იმიტომ, რომ ვარ 31-ე იმ საზოგადოებიდან, რომელიც რუსეთის მტრობას აცნობიერებს და ისიგრძეგანებს.

 

წავაგებთ? არ ვიცი...

ასე, კიდევ ორი, სამი ათეული ადამიანი კიდევ გვჭირდება, ვინც კარგად გააცნობიერებს რუსეთის მტრობას... მართლა რომ ვიყოთ შეუდრეკელნი და ასე ასნი... რუსეთი, ერთმორწმუნეობითაც ვერ მოგვერევა!

მე ვკითხულობ, აქ ხომ არ არიან სხვა რიგითები? მე, ვიმეორებ 31-ე ვარ... 32-ე აქ ხომ არ არის? 33-ე? შემდეგი? მეასე? ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

ახალი ომი რომ დაიწყოს, მე ომში წავალ... არა იმიტომ, რომ საკუთარი მუხლის იმედი მაქვს, ანაც - სროლა ვიცი... მხოლოდ იმიტომ, რომ ვარ 31-ე იმ საზოგადოებიდან, რომელიც რუსეთის მტრობას აცნობიერებს და ისიგრძეგანებს

ეუფფფფ და ეხლა რატომ არ ომობ, რა გიშლის ხელს, რუსეთს არა აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე არ მჯერა სააკაშვილის რეჟიმისადმი ლოიალურად განწყობილი იუზერების პატრიოტიზმის და თქვენი არ ვიცი,
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ გავიგე რატომ არ მოხდა აქამდე,ჩვენ ტერიტორიებზე შემოჭრილი და განლაგებული მტრის ბაზებზე არანაირი დივერსიული აქტი..??
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

მე არ ვამართლებ და არ ვემხრობი ტერორიზმს:

 

ტერორისტულ აქტს ლოგიკურად შენს ტერიტორიაზე მოყვება გაგრძელება:

 

აფეთქებ ბაზაზე ბომბს და აგიფეთქებენ ხალხმრავალ ადგილას (მაგალითად მეტროს სადგურში)

Edited by akkai
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ გავიგე რატომ არ მოხდა აქამდე,ჩვენ ტერიტორიებზე შემოჭრილი და განლაგებული მტრის ბაზებზე არანაირი დივერსიული აქტი..??

იმიტომ რომ მაგას ტრაკი უნდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერ გავიგე რატომ არ მოხდა აქამდე,ჩვენ ტერიტორიებზე შემოჭრილი და განლაგებული მტრის ბაზებზე არანაირი დივერსიული აქტი..??

ოკუპანტი რომ არ გავაღიზიანოთ :givi:

 

მთავარია რუსს ვუწოდოთ ოკუპანტი და მათმა ზიზღმა შეგვადუღბოს ჩვენს პრეხიდენტთან და ნაცმოძრაობასთან :pupuza:

და ქვეყანაში არსებული ყოველი პრობლემა 40 კილომენტრში გადავისამართოთ,

 

 

ესაა კლასიკური მტრის ხატის შექმნა,

 

დიახაც რუსეთი მტრულად განწყობილი სახელმწიფოა, მაგრამ როდესაც ამას მმართველი პარტია საკუთარი სკამის გამყარებისთვის იყენებს იდეოლოგიური კუთხით-ეს უკვე მტრის ხატია, ანუ, რეალური მტერი ხდება უკვე წარმოსახვითი მტერი, ის არის, მან ტერიტორიები წაგართვა მაგრამ მას კი არ უნდა ებრძოლო ის უნდა გძულდეს და აგინო :018:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი აზრი მარტივია

რუსი ოკუპანტია

 

ოდესაც ამას მმართველი პარტია

მაგათი კაპიტულიანტი.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთი ერთმორწმუნეა და მტერია- მტერია ეს რუსეთი, დაუძინებელი მტერი.რუსეთი მტერია... ერთმორწმუნე და დაუძინებელი. რუსეთი მტერი ყოველთვის თუ არა, დიდხანს იქნება.რუსეთი მტერია...ვარ 31-ე იმ საზოგადოებიდან, რომელიც რუსეთის მტრობას აცნობიერებს და ისიგრძეგანებს. კიდევ ორი, სამი ათეული ადამიანი კიდევ გვჭირდება, ვინც კარგად გააცნობიერებს რუსეთის მტრობას... :dash2:
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

მე არ ვამართლებ და არ ვემხრობი ტერორიზმს:

ეს არ არის ტერორიზმი..ამას ქვია პარტიზანული ომი..როცა მტერს რომელიმე ქვეყნის მიწები აქვს ოკუპირებული,ყველა ნორმალურ ქვეყანაში იქმნება პარტიზანული ჯგუფები(უფრო ადგილობრივი მოსახლეობით)რომელიც არ ასვენებს მტერს,სხვა და სხვა დევერსიული გამოხტომებით და სულ დაძაბულ მდგომარეობაში ყავს..

 

ჩვენ კი ,პირველებმა მსოფლიოში ჯაჭვი გავაკეთეთ.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

akkai

 

ეს არ არის ტერორიზმი..ამას ქვია პარტიზანული ომი..როცა მტერს რომელიმე ქვეყნის მიწები აქვს ოკუპირებული,ყველა ნორმალურ ქვეყანაში იქმნება პარტიზანული ჯგუფები(უფრო ადგილობრივი მოსახლეობით)რომელიც არ ასვენებს მტერს,სხვა და სხვა დევერსიული გამოხტომებით და სულ დაძაბულ მდგომარეობაში ყავს..

 

ჩვენ კი ,პირველებმა მსოფლიოში ჯაჭვი გავაკეთეთ.. :givi: :givi:

ეტყობა, რიგითობაში სწორად ჯაჭვში რგოლად გახდომას გულისხმობდა პატ. იუზერი :yes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მტერია ეს რუსეთი, დაუძინებელი მტერი.

+1

 

ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსული არ ვისწავლოთ, დოსტოევსკი და პუშკინი არ წავიკითხოთ, რაგინდარა ფობიები დაგვემართოს რუსულის მიმართ... არა! მაგრამ, რუსეთი მტერია... ერთმორწმუნე და დაუძინებელი.

+1

 

მე ვკითხულობ, აქ ხომ არ არიან სხვა რიგითები? მე, ვიმეორებ 31-ე ვარ... 32-ე აქ ხომ არ არის?

32-ედ მიგულეთ :) ;)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.youtube.com/watch?v=o15eB4aHlss&feature=PlayList&p=BE404BF30418513C&index=103&playnext=2

სადღეგრძელოს რა გითხრათ და ვოკალურად შეგეშველებით :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გიორგი68

ეს არ არის ტერორიზმი..ამას ქვია პარტიზანული ომი..როცა მტერს რომელიმე ქვეყნის მიწები აქვს ოკუპირებული,ყველა ნორმალურ ქვეყანაში იქმნება პარტიზანული ჯგუფები(უფრო ადგილობრივი მოსახლეობით)რომელიც არ ასვენებს მტერს,სხვა და სხვა დევერსიული გამოხტომებით და სულ დაძაბულ მდგომარეობაში ყავს..

სადღეგრძელო აი ეს პოსტია ზუსტად.

 

ჯერ სად აქვს საქართველოს მაგის რესურსები, რომ რუსეთს მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დივერსიები მოუწყოს და მერე რას მოიტანს ეს? აზრი ხომ უნდა ჰქონდეს? დივერსიების შედეგად რუსეთი არ დატოვებს მაგ ტერიტორიებს და მშვენიერ კოზირს კი ჩაიგდებს ხელში ახალი აგრესიის განსახორციელებლად. მოკლედ ჩემი რჩევა იქნება შეეშვით ყველანი (ფორუმზეც, პოზიციაშიც, ოპოზიციაშიც) იარაღის ტრიალზე ფიქრს. არაეფექტურია საქართველოს შესაძლებლობების ქვეყნისთვის რუსეთის შესაძლებლობების მქონე ქვეყანასთან იარაღის იმედზე რაიმე პრობლემის გადაწყვეტაზე ფიქრი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...