planetanews Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 http://b.pix.ge/b/gz229.jpg გთავაზობთ როი ჰოჯსონის კომენტარს გლადბახის “ბორუსიასთან” (0:1) მატჩის შემდეგ. მერსისაიდელთა თავკაცი თვლის, რომ მიუხედავად “ლივერპულის” დამარცხებისა, პოზიტიური ძვრები შეინიშნებოდა გუნდში. შეგახსენებთ, რომ “წითლები” დამარცხდნენ 0:1 დაცვაში დაშვებული აიალას შეცდომის შემდეგ. “შედეგით რა თქმა უნდა, იმედგაცრუებული ვარ. შეხვედრა რომ უგოლოდ დასრულებულიყო, კმაყოფილი ვიქნებოდი. თუმცა, მაინც კმაყოფილი ვარ და ვფიქრობ, რომ მივიღეთ ფეხბურთელთაგან ის, რაც მათ დავავალეთ”. “ვფიქრობ, რომ ახალბედებმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინეს თავი”. დანიელ აიალას შეცდომის მიუხედავად, ჰოჯსონს მასზე ცუდი სიტყვაც კი არ დასცდენია. “აიალა იყო საუკეთესო მას შემდეგ, რაც გოლი გავუშვით და ეს მეტყველებს იმაზე, თუ რა დონის ფეხბურთელია იგი”. “როდესაც ასეთ შეცდომას უშვებ უკვე მე-8 წუთზე, მოთამაშეთა უმრავლესობა თვითკონტროლს კარგავს, თუმცა აიალაზე იგივეს ნამდვილად ვერ ვიტყვი. მან შეძლო თავისი თავის ხელში აყვანა და რთული მდგომარეობიდან გამოსვლა”. “შეცდომები მუდამ ხდება. მაგრამ შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ. მე კმაყოფილი ვარ დღეს აიალათი”. მატჩი გერმანიაში იყო ბოლო “ლივერპულისთვის” წინასასეზონო მოსამზადებელ პერიოდში. ჰოჯსონი მიიჩნევს, რომ საკმაოდ რთული ეტაპი გაიარა მისმა გუნდმა, რადგანაც მათ არ ჰყავდათ მრავალი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი. “მე ვამჩნევ გაუმჯობესებას ცალკეულ ფეხბურთელებს. მაგრამ ჩვენ, როგორც ერთიანი, შეკრული გუნდი, ჯერ არ გვითამაშია. დიდი იმედი მაქვს, რომ 15 აგვისტოსათვის (პრემიერლიგის პირველი ტურის შეხვედრა “არსენალთან”) ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა იქნება”. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts