planetanews Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/02/radioliberty.jpg ჯეიმს კირჩიკი RFE/RL–ის მუდმივმა ავტორმა ჯეიმს კირჩიკმა ჟურნალში Commentary რონალდ ასმუსის წიგნის „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ მიმოხილვა გამოაქვეყნა. მასში დეტალურადაა მოთხრობილი 2008 წლის რუსეთ–საქართველოს კონფლიქტის მიზეზების და შესაძლო შემაშფოთებელი შედეგების შესახებ. მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს არ ჰყავს ისეთი ცბიერი ლიდერი, როგორიც ვლადიმერ პუტინია. მისი ამჟამინდელი პრემიერ–მინისტრის თანამდებობაც კი, სინამვილეში, მისთვის სტრატეგიული „თავშესაფარია“, რომელსაც წარმატებით იყენებს. ისეთი წარმოუდგენელი ფაქტიც რომ ვივარაუდოთ, თითქოს ეს რუსი ნაციონალისტი და მაკიაველის მიმდევარი დღევანდელ პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს ემორჩილება, იმას მაინც ვერ ვუარყოფთ, რომ ჩვენ პუტინის შექმნილ კრემლთან გვაქვს საქმე. პუტინის მკვეთრმა აღმასვლამ (ისევე როგორც მისმა საეჭვო გადადგომამ) ყოველგვარი მარცხის გარეშე ჩაიარა. ახლა ობამას ადმინისტრაცია ეგრედწოდებული „გადატვირთვის“ პოლიტიკის პროპაგანდას ეწევა, მაგრამ რუსეთის თვალსაზირისით, ეს დასავლეთის მხრიდან მოსკოვის ძალის გამართლებული აღიარებაა. თუკი შევეცდებით გავიხსენოთ ის, თუ როდის ამოქმედდა მთელი ძალით რუსეთის განვითარების პუტინისეული რევანშისტული კონცეფცია, ურიგო არ იქნება, თუკი 1999 წლის მოვლენებს – ჩეჩნეთზე თავდასხმას გავიხსენებთ. თუმცა, როგორც ამას მის ახალ წიგნში „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ რონ ასმუსმი წერს, პუტინის რუსეთის პირველი „ძალისმიერი“ გამოცდა რუსეთის ფედერაციის საზღვრებს მიღმა, 2008 წლის ზაფხულში საქართველოზე თავდასხმა გახდა. ასმუსი, რომელსაც ბილ კლინტონის ადმინისტრაციაში სახელმწიფო დეპარტამენტის სტრუქტურებში მაღალი თანამდებობები ეკავა, ამტკიცებს, რომ ეს ომი არამხოლოდ საქართველოს, არამედ ვაშინგტონის, ნატოს და ზოგადად დასავლეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. მისი ანალიზის თანახმად, დაუსრულებელი დავით იმაზე, რომ თითქოს საქართველოს მხრიდან ადგილი ჰქონდა პროვოკაციებს და არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფსიქიკურად მდგრადი, ჩვენ უყურადღებოდ ვტოვებთ როგორც იმ დროისთვის, ასევე დღემდე არსებულ მთავარ საკითხს: სცემს კი პატივს რუსეთი მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს და მისცემს კი მათ უფლებას თავად გადაწყვიტონ ვისთან დაწყვილდნენ სამოკავშირეო ურთიერთოებში? არსებობს პარალელური კითხვაც, და არანაკლებ მნიშვნელოვანი: როგორი რეაქცია ექნება ევროპას და ზოგადად დასავლეთს რუსეთის ქმედებებზე? თუკი 2008 წლის კონფლიქტი საქართველოსთან, საჩვენებელია, მაშინ პასუხი მარტივია – „ცუდად“. ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, „ცივი ომის“ შემდგომი პერიოდისთვის დასავლური ქვეყნების ლიდერებმა ევროპისთვის მთავარი წესი დაამკვიდრეს – პარიზის ქარტია ახალი ევროპისთვის, რომლის თანახმადაც კონტინენტზე სახელმწიფოთა საზღვრები ძალით არასდროს შეიცვლება. ცხადია, ასეთ წინადადებას საკმაოდ ადექვატური მოსაზრებები ამყარებდა. მაგრამ თუკი პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს, ევროპასთან გაერთიანების მხრივ ფაქტიურად ერთსულოვნება გამოთქვეს, მაშინ, როგორც ამას ასმუსი წერს, აღშოთებული და მიტოვებული რუსეთი ნეოიმპერიალისტურ სახელმწიფოდ გარდაიქმნა და ის დღემდე ასეთად რჩება. ხოლო დასავლეთის ქვეყნების ხელმძღვანელობამ, იმის ნაცვლად, რომ უმალ გაეპროტესტებინა მოვლენების ამგვარი განვითარება, დაიჯერა მთელი მსოფლიოსთვის რუსეთის დიდ მნიშვნელობაზე არსებული არაადექვატური არგუმენტი. საქართველოსგან გამოყოფილი ორი ტერიტორია, რომელთა სადაო სტატუსი საბჭოთა კავშირის დანგრევის ერთ–ერთი შედეგი გახლდათ, 2008 წლის მოვალენებამდეც რუსეთის გავლენას განიცდიდნენ. რუს ნაციონალისტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ნაკლებად ხელშეუხებელია, ვიდრე ფაქტობრივად ნებისმიერი სხვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს სუვერენიტეტი; ნაწილობრივ ეს ბევრი რუსი ლიდერის ქართული წარმომავლობითაც აიხსნება, მათ შორის იოსებ სტალინის. მსგავს წარმოდგენებს საფუძველი 1921 წლის მოვლენების დროს ჩაეყარა, როდესაც ქვეყნის ანექსია მოხდა, ხოლო ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკა ბოლშევიკებმა ფეხქვეშ გათელეს. „ცივი ომის“ დასასრულს, ერთი ციდა ანკლავები (სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი) საქართველოს შემადგენლობაში მოექცნენ. ეს ტერიტორიები დიდწილად ქართველებითაა დასახლებული, მაგრამ ადგილობრივ უმცირესობებს საუთარი ენა აქვთ და ნომინალურ დამოუკიდებლობას მოითხოვენ, რომელიც სინამდვილეში რუსეთთან ვასალურ ურთიერთობებს ნიშნავს. სამხრეთ ოსეთის სეპარატისტებმა გააპროტესტეს საქართველოს მხრიდან დამოუკიდებლობის გამოცხადება და სამოქალაქო ომის ინიცირება მოახდინეს. საბრძოლო მოქმედებები დროებით 1992 წელს შეწყდა, როდესაც საქართველომ პროვინციაზე კონტროლი შეინარჩუნა, მაგრამ მას ფართო ავტონომია მისცა და მის ტერიტორიაზე რუსეთის მშვიდობისმყოფელთა მცირე კონტიგენტის ყოფნაც დაუშვა. კონფლიქტი 2004 წელს განახლდა, მაგრამ იმავე წლის ბოლოს მიღწეულ იქნა ხანმოკლე შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსული არმიის ამ ტერიტორიაზე ყოფნა, რომელიც მსოფლიო თანამეგობრობამ საქართველოს ნაწილად აღიარა, ბორის ელცინის (ქვეყანას მართავდა 1991–1999 წლებში) ლიბერალიზაციის პერიოდში, საკმაოდ უვნებელი იყო, მაგრამ როდესაც ელცინი ვლადიმერ პუტინმა შეცვალა და რუსეთი კვლავ ავტორიტარიზმის გზით წაიყვანა, ის დესტაბილიზაციის მნიშვნელოვან ფაქტორად იქცა. ასმუსი წერს, რომ რუსი ჯარისკაცების და შეიარაღების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა „გაყინული კონფლიქტის“ „პირველქმნილ ცოდვად“ იქცა. მაშინ რამ გაალღო ისინი? ასმუსის აზრით, დამნაშავე ნატოა. 2008 წლის 2 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნები რუმინულ ბუქარესტში შეიკრიბნენ იმის გადასაწყვეტად, მიეღოთ თუ არა საქართველო და უკრაინა ნატოში. დებატები ძალიან დაძაბული გახლდათ. ბუქარესტის სამიტმა გააშიშვლა განხეთქილება იმ ქვეყნებს შორის, რომელთაგან ერთნი ალიანსის შემადგენლობის გაფართოებას ემხრობოდნენ (აშშ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები), მეორენი კი ყველანაირად ცდილობდნენ კრემლი არ განერისხებინათ (ამ მხრივ განსაკუთრებით გერმანია გამოირჩეოდა). საბოლოო ჯამში გადაწყდა ალიანსში არ შეეშვათ არც საქართველო და არც უკრაინა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის ნატოში მიღება ალიანსის გრძელვადიან ამოცანად გამოცხადდა. ასმუსის თქმით, სწორედ ამ ნახევარზომებმა გამოიწვია ოთხი თვის შემდეგ რუსეთის საქართველოზე თავდასხმა. მაგრამ როგორც არ უნდა აღექვათ რუსებს ბუქარესტის სამიტის შედეგები, ცხადია, რომ მისი დასრულებიდან სულ რაღაც ორ კვირაში მათ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში საკუთარი „მშვიდობისმყოფელების“ კონტიგენტის გაძლიერება დაიწყეს. რუსულ–ქართული კონფლიქტზე, იმაზე თუ კონკრეტულად ვინ არის პასუხისმგებელი ომის დაწყებაზე, დავა არ წყდება. ორივე მხარე დაბომბვების, ჯარებისა და ტანკების გადაადგილების დამადასტურებელ მტკიცებულებებს წარმოადგენდა; ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ომის დაწყებაზე იურიდიული პასუხისმგებლობა ერთ–ერთ მხარეს უნდა დაკისრებოდა. მაგრამ ასმუსს, საკუთარი დამაჯერებელი მტკიცებულებები მოჰყავს იმის, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მის მთავრობას სხვა გზა არ ჰქონდა, თუ არა თავს დასხმოდა ოსურ სამხედრო ფორმირებებს, რომლებსაც მუდმივად აძლიერებდა რუსული არმია. ექსპერტები, რომლებიც აკრიტიკებენ აშშ–ს პოლიტიკას რუსეთის მიმართ, მიაჩნიათ, რომ „ცივი ომის“ შემდეგ, როდესაც ნატოს ექსპანსია მიმდინარეობდა, აშშ რუსეთთან „გაუცხოებით“ და მისი „ალყაში მოქცევით“ იყო დაკავებული. მსგავსი განცხადებები კრემლის პარანოიას ძალიან აღვივებს. ასმუსი აღნიშნავს, რომ „რუსეთი ამ მოლაპარაკებების („ცივი ომის“ შემდეგ) სრულფასოვანი მონაწილე და პარტნიორი იყო და ყველა შეთანხმებაზე არსებობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ხელმოწერა“. სიმართლე კი ის არის, რომ უკიდურესად პროდასავლურად განწყობილი სააკაშვილის მართველობის დროს, საქართველო გარდაუვლად იქცა „რუსეთის წლობით დაგროვილი მუდმივი აღშფოთებისა და ჩივილის მსხვერპლად“, – ასმუსი საკუთარ წიგნში ამაზეც წერს. წიგნში, „პატარა ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ ის სწორად აღნიშნავს ტაქტიკურ და კონცეპტუალურ შეცდომებს, რომლებიც ომამდე იქნა დაშვებული და დასავლეთს ადანაშაულებს იმაში, რომ მას „საჭესთან ჩაეძინა“ (ანუ დესტაბილიზაციის აშკარა ნიშნების იგნორირებას ახდენდა და ვერ შეძლო პრევენციული ზომების მიღება), ხოლო რუსეთს ბრალს დებს, რომ ის კიდევ ერთი, მისი ყოფილი სატელიტის დასავლეთისკენ სწრაფი სვლით აღშფოთდა. მაგრამ, თუკი ასმუსი სწორად აფასებს ამ ომის მნიშვნელობას, მისი მოსაზრებები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ ომის თავიდან აცილება, ნაკლებად დამაჯერებელია. ასმუსი აღიარებს, რომ საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღების პროცედურების დაწყებით ორი წლის წინ, რუსეთის დარწმუნება იმაში, რომ აგრესიულად არ ემოქმედა, მაინც ვერ მოხდებოდა; საქართველოზე თავდასხმის პრევენციისთვის, უფრო სერიოზული ნაბიჯის გადადგმა იყო საჭირო, კერძოდ კი თავად ალიანსის განმტკიცება. ალიანსი ისეთი ქვეყნებისგან უნდა შედგებოდეს, რომლებიც სრულად აცნობიერებენ „საერთო ღირებულებების“ არსს, რომლის გარშემოც მიმდინარეობს დისკუსია ყველა ტრანსატლანტიკურ კონფერციაზე. მეტიც, ეს ქვეყნები დარწმუნებულები უნდა იყვნენ ამ ღირებულებების აღმოსავლეთისკენ გავრცელების აუცილებლობაში, უნდა ესმოდეთ მის შენარჩუნებასთან დაკავშირებული საგარეო საფრთხეების არსი, ასევე მზად უნდა იყვნენ მისი დაცვისთვის აუცილებელი არმიების მშენებლობის და აღჭურვისთვის. ასმუსის აზრით, „ერთადერთი, რამაც შეიძლება რუსეთი შეაკავოს ეს ერთიანი და ძლიერი სიმტკიცეა, რომელიც ადასტურებს ნატოს გაფართოების პროცესის გარდაუვალობას და იმას, რომ წინააღმდეგობის მცდელობას რეალური შედეგები მოჰყვება“. თუმცა იმ პოსტმილიტარისტული მიდგომის გათვალისწინებით, რომელსაც ბევრი ევროპელი იზაირებს, და ასევე სულ უფრო ფართოდ გავრცელებული შეხედულება იმის თაობაზე, რომ რუსეთს მართლაც აქვს „პრივილეგირებული ინტერესების“ (პუტინის გამოთქმა) სფეროს უფლება პოსტსაბჭოთა სივრცეში, გაურკვეველია ნატოს რა შეუძლია საერთოდ დღევანდელ დღეს. რუსეთი დღემდე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმდა. მას არ გაჰყავს არმია ომამდელ პოზიციებზე და სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სამხედრო კონტიგენტის მოცულობა გაზარდა. „დასავლეთი ახლოსაც კი არ არის იმასთან, რომ დაარწმუნოს რუსეთი დაბრუნდეს ომამდელ მდგომარეობამდე, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, – წერს ასმუსი. რუსეთ–საქართველოს დაპირისპირება კვლავ ძლიერია, ახალი ომი კი საკმაოდ რეალური. წიგნის გამოქვეყნების შემდეგ ისეთი სენსაციური რამ მოხდა, როგორიცაა რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმების გაფორმება ყირიმში, რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტისთვის იჯარის ვადის 2042 წლამდე გაგრძელებაზე. თუკი „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ევროპის მთავარი წესის დაცვის სურვილის არ არსებობა რაიმე მეთოდებით, დიპლომატიური ჩივილის გარდა, ნორმად გადაიქცევა, რუსების თავდაჯერებულობა მსოფლიოს აღარ შეაშფოთებს. ასეთ შემთხვევაში, როგორც ჩანს, ისტორიაში რუსული „გადატვირთვის“ მთავარ ინიციატორად ვლადიმერ პუტინი შევა. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts