planetanews Posted August 1, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted August 1, 2010 http://cache2.asset-cache.net/xc/103187218.jpg?v=1&c=NewsMaker&k=2&d=77BFBA49EF87892102A727B1636DE2E6F7289A4E673F9D648A1E510A805E424E4B15D68FA3BDD2FDE30A760B0D811297“ლივერპულმა” მიუნხენგლადბახის “ბორუსიასთან” 0:1 წააგო. გერმანელები მთელი შეხვედრის მანძილზე ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე “წითლები”. მათ მატჩის დებიუტშივე შეძლეს დაწინაურება, როდესაც მე-8 წუთზე მოწინააღმდეგეთა დაცვის შეცდომით ისარგებლეს:დიეგო კავალიერიმ ბურთი მიაწოდა აიალას, რომელიც დროულად ვერ გაერკვა სიტუაციაში. მისი დაბნეულობით კი კარგად ისარგებლა კარიმ მატმოურმა და დასწრებაზე დალაშქრა მერსისაიდელთა კარი. გოლის გაშვების შემდეგ იმის მაგივრად, რომ “წითლები” უფრო გააქტიურებულიყვნენ, ისინი პირიქით – კიდევ უფრო მოდუნდნენ და განსაკუთრებით შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ. შედარებით აქტიური იყო კოული, რომელიც ცდილობდა სახიფათოდ შეეტია გერმანელთათვის, თუმცა გოლის გატანის შესაძლებლობა ერთხელაც არ მისცემია. მეორე ნახევარი როგორც მოსალოდნელი იყო, ცვლილებებით დაიწყო. “ლივერპულელთა” მხრიდან მოედანზე გამოჩნდნენ იოვანოვიჩი;ვილსონი;დარბი;აურელიო;სპირინგი;ამოო. ასევე აკვილანი, გულაკსი, ირვინი, სტერლინგი და სუსო, თუმცა გარდატეხის შეტანა შეხვედრაში ვერ მოახერხეს. “ლივერპულის” თამაშში მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა. მხოლოდ მატჩის ბოლოს გააქტიურდნენ “წითლები”, თუმცა მათ არათუ გოლის გატანა შეძლეს, მთელი 90 წუთის განმავლობაში რეალური საგოლე მომენტიც არ ჰქონიათ. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts