FIORENTINO Posted September 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2008 სერბეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე უარი განაცხადა სერბეთი ორი ქართული რესპუბლიკის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლების აღიარებას არ აპირებს. ამის შესახებ სერბული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვუკ ერემიჩის, განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. "სერბეთი კოსოვოსთან დაკავშირებით რუსეთის მხარდაჭერის მადლობელია, თუმცა ამას საგარეო პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და საკუთარი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის წმინდათაწმინდაა", - აცხადებს ერემიჩი. მინისტრის თქმით, რუსეთი სერბეთს დაპირდა, რომ მისი პოზიცია კოსოვოსთან დაკავშირებით უცვლელი დარჩება. ოფიციალური ბელგრადი, თავის მხრივ, უარს არ იტყვის დიპლომატიური ზომების მისაღებად იმისთვის, რომ ადგილობრივი რესპუბლიკის ირგვლივ სიტუაცია თავის სასარგებლოდ შეცვალოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.