planetanews Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/05/heritage_foundation.jpg რუსეთის დღევანდელმა რეჟიმმა დაადასტურა, რომ ის აბსოლუტურად არასანდო პარტნიორია, თუმცა პრეზიდენტ ობამას სურს, რომ სენატმა დაჩქარებული წესით დაამტკიცოს კრემლთან გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულება. შეთანხმების რატიფიცირებას აზრი არ აქვს. გთავაზობთ, ამის დამადასტურებელ 10 მიზეზს: 1. შეიარაღების კონტროლზე ხელშეკრულებების დარღვევის ხანგრძლივი ისტორია. რუსეთმა არაერთხელ დაარღვია 1991 წლის შეთანხმება სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შემცირების შესახებ და ამას დოკუმენტის ვადის ამოწურვამდე, 2009 წლის დეკემბრამდე განაგრძობდა. ამის შესახებ არაორაზროვნადაა ნათქვამი შეთანხმების შესრულებაზე სახელმწიფო დეპარტამენტის 2005 და 2010 წლების ანგარიშებში. კერძოდ, ხელშეკრულება ჯერ კიდევ ძალაში იყო, როდესაც რუსეთი ბალისტიკური, ქობინებიანი რაკეტების კონტინენტთაშორის ცდებს ატარებდა. არადა ამ ტიპის ქმედებები პირდაპირი ფორმით იკრძალებოდა. 2. რუსეთისთვის დასავლეთი კვლავ ნომერ პირველი საფრთხეა: რუსეთს აშშ და ნატო, მის მთავარ მოწინაარმდეგეებად მიაჩნია და საკუთარ შეიარაღებულ ძალებს იმგვარად აყალიბებს, რომ ბირთვული იარაღის გამოყენების გარეშე სამხედრო მოქმედებების ველზე, ფართომასშტაბიანი ოპერაციები ამ მეტოქეების წინააღმდეგ აწარმოოს. ახლახანს აშშ–ში დიდი რუსული აგენტურული ქსელის გაშიფვრა, ასევე ამ აგენტების საზეიმო დახვედრა რუსეთში პრეზიდენტ ობამას წყალობით, იმაზე მიუთითებს, რომ ეს ქვეყანა კვლავ ცივი ომის მენტალიტეტით არის დაავადებული. 3. ირანის და ჩრდილოეთ კორეას დამხარება: ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმებას არღვევდა, როდესაც ირანსა და ჩრდილოეთ კორეას, რომლებიც მუდმივად ემუქრებიან შეერთებულ შტატებს და მის მოკავშირეებს, სარაკეტო ტექნოლოგიებს აწვდიდა. 4. რუსეთი განაგრძობს მისი ბირთვული არსენალის გაზრდას: ცივი ომის დასრულებიდან 20 წელი გავიდა, ხოლო რუსეთი კვლავ აპროექტებს, ქმნის და აახლებს მის ბირთვულ შეიარაღებას და მისი მიწოდების საშუალებებს. რუსეთის ახალ სამხედრო დოქტრინაში, პირველი ბირთვული დარტყმისთვის დაბალი ზღვარია დაწესებული. მოსკოვი, ბირთვული საფრთხის წარმოქმნის შემთხვევაში ფაქტობრივად გეგმავს ტაქტიკური იარაღის გამოყენებას ევროპაში. 2009 წელს რუსეთმა პოლონეთზე ბირთვული თავდასხმის იმიტაციით სამხედრო წრთვნები გამართა. 5. რუსეთი სხვა შეთანხმებებსაც არღვევს: შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ რუსეთი არ ასრულებს ქიმიური იარაღის აკრძალვის და ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის შესახებ კონვენციებს. 2009 წელს, სამხედრო–სტრატეგიულ დოქტრინაზე მომუშავე კომისიამ კონგრესს განუცხადა: „რუსეთი აღარ ასრულებს საპრეზიდენტო ბირთვული ინიციატივების ფარგლებში აღებულ საკუთარ ვალდებულებებს“. რუსეთის ოპერატიულ–ტაქტიკური ბირთვული შეიარაღების არსენალი ამერიკულს ათჯერ აღემატება. 6. რუსეთი პატივს არ სცემს საქართველოს დამოუკიდებლობას: მოსკოვმა მრავალჯერ დაარღვია დაპირება, რომ საქართველოდან და მოლდოვადან ჯარებს გაიყვანდა. როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არსებული ევროპული უსაფრთხოების წესები გადაწერა. მან უარყო 1975 წლის ჰელსინკის შეთანხმება, რომელიც ევროპულ საზღვრებს აღიარებს, ასევე დაარღვია იმ ქვეყნის სუვერენიტეტი, რომელიც ევროპის საბჭოს წევრია და ნატოში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის. 7. რუსეთი აგრესიულად რეაგირებს თავდაცვით ზომებზე: ირანის სარაკეტო თავდასხმისგან თავდაცვისთვის ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის შექმნის ამერიკულ გეგმებზე საპასუხოდ მოსკოვი არაერთხელ დაიმუქრა, რომ „ისკანდერის“ ბირთვულ რაკეტებს განათავსებდა და მათ აშშ–ს აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებს დაუმიზნებდა. ანგარიშების თანახმად, რუსეთის ბალტიის ფლოტი ბირთვული შეიარაღებითაა აღჭურვული, რომელიც შეიძლება ევროპის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული. 8. ტერორსტულ ორგანიზაციებთან კავშირი: რუსეთს კავშირები აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან „ჰამასთან“ და“ჰეზბოლასთან“, ასევე სამხედრო ძალით ეხმარება და დიპლომატიურ მხარდაჭერას უწევს ანტიამერიკულ „გარიყულ–ქვეყნებს“, როგორებიც არიან სირია, ირანი და ვენესუელა. რუსეთმა შეერთებულ შტატებთან ერთად, გაეროს უშიშროების საბჭოში მხარი დაუჭირა ირანის წინააღმდეგ სანქციებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ამ სანქციების ძალა ნულამდე დაეყვანა. 9. ბუნებრივი აირი, როგორც პოლიტიკური იარაღი: კრემლი მის მეზობლებს და ევროპის დამოკიდებულებას რუსეთის ბუნებრივ გაზზე, საგარეოპოლიტიკურ იარაღად იყენებს, რათა სახელწმიფოებზე ზეწოლა განახორციელოს. 2009 წელს რუსეთმა უკრაინას და შესაბამისად ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რამაც საეთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აიძულა მისთვის არასანდო პარტნორი ეწოდებინა. 10. ავტორიტარული რეჟიმი: მოქმედი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის და პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინის პირობებში არსებული მართვის მოდელი, სულ უფრო ავტორიტარული ხასიათისაა. საერთაშორისო სამართლის ნორმებისადმი არსებული მრავალრიცხოვანი ვალდებულებების მიუხედავად, სახელმწიფო აძლიერებს კონტროლს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, სამოქალაქო საზოგადოებასა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე. პოლიტიკური ოპოზიციის საქმიანობის შერყევა, სახელმწიფო ტელევიზიაზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, ადამიანის უფლებების დარღვევა (მაგალითად, რუსეთის კონსტიტუციის მხარდამჭერი დემონსტრანტების დარბევა), იმ ჟურნალისტების და აქტივისტების მკვლელობა, რომლებიც ებრძვიან კორუფციას, ადამიანების გატაცებას და წამებას, სამართლებრივი სისტემის პოლიტიკურის მიზნებისა და გამდიდრებისთვის ბოროტად გამოყენება – ეს ყველაფერი ნეგატიური ტენდენციის არსებობას ასახავს. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts