FIORENTINO Posted September 24, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2008 საფრანგეთში დაპატიმრებული ბასკი რადიკალების რიცხვი 11-მდე გაიზარდა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით ბასკური პარტია "ბატასუნას" 10 აქტივისტი და მათი ლიდერი, ხაბი ლაპარდე, დააკავეს. იუწყება ესპანეთის ნაციონალური რადიო. "ლაპარდე და კიდევ ათი ბასკი ტერორისტი ფრანგული ბასკონიის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში დააკავეს. ქალაქ ბაიონაში, "ბატასუნას" პარტიულ ცენტრში ამ დოისთვის ძიება მიმდინარეობს", - ნათქვამია რადიო-განცხადებაში. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთაგან არცერთი ტერორიზმში ეჭვმიტანიული არ არის, მათ ბრალი საფრანგეთის ქუჩებში არეულობის მოწყობაში ედებათ. პარტია "ბატასუნა", რომელიც ბასკურ ტერორისტულ დაჯგუფება "ეტა"-სთან კავშირის გამო ესპანეთში აკრძალულია, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბაიონში, მოქმედებდა. საფრანგეთის საამრთალდამცავი ორგანოებმა "ეტა"-ს ორი სავაარუდო მებრძოლი - უნაია ფანო და მარიო ლისარაგა დააკავეს. დაკავებისას მათ იარაღი, ყალბი დოკუმენტები და ორი მოპარული ავტომობილი ჩამოართვეს. ესპანეთის პოლიცია მიიჩნევს, რომ ფანო "ეტა"-სთან და "ბატასუნასთან" კავშირში იმყოფება. იბერიის ნახევარკუნძულზე განლაგებული 2,1 მილიონიანი ბასკური ქვეყნის ესპანეთისგან გამოყოფას "ეტა" დიდიხანია ცდილობს. მას ფრანგულ ბასკონასთან შეერთება და დამოუკიდებელი ბასკური სახელმწიფოს შექმნა სურთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.