Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ქართველი მინისტრის გიჟური ღამეები


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/lemondefr_pet2.jpg

 

ალექსანდრ ლევი

 

ეჰ გოგონებო, ეს მართლაც არასერიოზულია! გინდათ გახდეთ მინისტრები, ჯეიმს ბონდის გოგონები, ოცნებობთ პოტენციურ დედოფლობაზე და უკან კვალის წაშლა გავიწყდებათ. ჩვენი მეგობრის, ანა ჩეპმანის შემდეგ ეს მეორე მომხიბლავი ქალბატონია, რომელიც ქარცეცხლში გაეხვა: 28 წლის ვერონიკა ქობალია, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი – იმ პატარა ქვეყნის მინისტრი, რომელსაც ორი წლის წინ მისი დიდი მეზობლის, რუსეთის სამხედრო რისხვა დაატყდა თავს. მაგრამ (და ამისთვის მადლობა უნდა ვუთხრათ ვერას), რომ აქ არ ვისაუბრებთ გეოპოლიტიკაზე, რუსეთის იმპერიალიზმზე, ქათველების ირედენტიზმზე და ამერიკელთა შეთქმულებებზე.

 

ეს ზაფხულია, არა? ყოველ შემთხვევაში ბარის დახლზე, რომლის  ფოტომაც ვებ–გვერდები მოიარა, ძალიან ცხელა. როგორც ფოტოდან ჩანს, დახლზე, გოგონების მანერებიდან  გამომდინარე (ჟესტიკულაცია, თეთრი საცეკვაო ტრუსები…) ორი პროფესიონალი მოცეკვავეა და სამი ახალგაზრდა ქალბატონი, რომლებიც ლაღად ერთობიან. ერთ–ერთი ვერა ქობალიაა (მარჯვნიდან ბოლო), მეორე – მისი და ნინა (ცენტრში), მესამე კი მათი აზიური წარმომავლობის ამერიკელი მეგობარი. რუსული და ქართული პრესის ცნობით, ეს ფოტო ვანკუვერში შარშან თებერვალშია გადაღებული. ვერა ქართული ოჯახიდანაა, რომელიც თხუთმეტი წლის წინ საქართველოდან კანადაში სამოქალაქო ომს გაექცა. ბოროტი ხმები იმასაც ამბობენ, რომ იქ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ჩასული საქართველოს ფიცხი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც  იმყოფებოდა. მოკლედ, ამ დროით თარიღდება მისი გატაცება ამ ახალგაზრდა ქალბატონით, რომელიც რამდენიმე კვირაში თბილისში ჩადის, სადაც ის თავდაპირველად არასამთავრობო ორგანიზაციას უდგება სათავეში, შემდეგ კი მისი მთავრობის მინისტრად ინიშნება. სიცრუეა, აბსოლუტური სიცრუე, – აპროტესტებს ქალბატონი ქობალია. ახალგაზრდა მინისტრის თქმით ეს ფოტო ათი წლის წინ ფლორიდაში მოგზაურობის დროსაა გადაღებული, როცა ის ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, „თუკი ეს არის ყველაზე ცუდი რამ, რასაც ჩემს წინააღმდეგ მოიძიებენ, მაშინ ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ“, – განმარტა მან.   

 

ეს ცნობილი ფოტო, მისი Facebook–ის გვერდზე აღმოაჩინეს. გოგონების გართობის დამადასტურებელი მსგავსი ფოტოების ნახვა Flickr–ზე მისი დის ნინა ქობალიას გვერდზეა შესაძლებელი. მაგრამ რა შეუშლიდა ხელს ახალგაზრდა ქალს ეცხოვრა ისე, როგორც მას სურდა, ის, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრია? დიდი ამბავი, სინამდვილეში, ასეთი ველური გარდაქმნების ქვეყნაში, ხშირია, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვუნდერკინდები სწრაფად ხვდებიან  სახელმწიფოს სათავეში.    

 

განსაკუთრებული აქ არაფერია, ორ შესაძლო ფაქტს თუ არ ჩავთვლით: ეკონომიკის მინისტრის რანგში ქობალიას მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება მოუწევს, რასაც სერიოზული შედეგები მოჰყვება ბევრი ქართველისთვის. ამ ქალბატონმა, მაგალითად ერთ დღეში საქართველოს ტურიზმის სამსახურის თითქმის ყველა თანამშრომელი დაითხოვა.

 

წარმოიდგინეთ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ტიპის ფოტოებმა მინისტრის სანდოობაზე, რადგან ზოგიერთი ექსპერტისთვის, მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი ნოდარ ჯავახიშვილისთვის, ვერონიკა ქობალიას ამ თანამდებობისთვის საჭირო არც გამოცდილება და არც უნარები არ გააჩნია, მეტიც, ძველი ფუნქციონერი მას მიხეილ სააკაშვილის „ერთ–ერთ ფავორიტსაც“ კი უწოდებს. ეს კი მეორე  „რეალური“ პოლიტიკური საკითხია, რასაც ამ ფოტოს ისტორია წარმოაჩენს (დები ქობალიების წინდაუხედაობის და ქარაფშუტობის გარდა, რომლებმაც ქსელში საკუთარი თავი ასეთი რისკის ქვეშ დააყენეს). შესაძლოა ეს დასავლეთის მეგობრისა და ამერიკის ნებიერა პრეზიდენტის ახირებაცაა, რომელიც პრინცივით იქცევა და გიჟურ ქმედებებს სჩადის ქვეყანასა და რეგიონში, სადაც სტაბილურობის გარდა ყველაფერია.      

 

ორიგინალი 

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...