planetanews Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/06/20min.jpg რუსული ტაბლოიდის მიერ გამოქვეყნებული ფოტო საქართველოს მთავრობას უხერხულ მდგომარეობაში აგდებს. საქართველოში სექსუალური სკანდალის სურნელია. ყოველდღიურმა გაზეთმა „კომსომოლსკაია პრავდამ“ გამოაქვეყნა წერილი სათაურით „სტრიპტიზის მოცეკვავიდან მინისტრობამდე“ და გაავრცელა ფოტო, რომელიც საქართველოს დღევანდელი ეკონომიკის მინისტრის, 28 წლის ვერა ქობალიას დისკრედიტაციას ახდენს. ფოტოზე სექსუალურად გამოწყობილი ახალგაზრდა ქალი თავის დასთან და სამ მეგობართან ერთად მაგიდაზე ცეკვავს. გაზეთი ამტკიცებს, რომ ფოტო კანადაში, სტრიპტიზ–კლუბშია გადაღებული, ქვეყანაში სადაც მინისტრმა 15 წელი იცხოვრა. ქართველმა გოგონამ საკუთარი თავის დაცვა მოახერხა. მან განაცხადა, რომ ფოტო 10 წლის წინ, ფლორიდაში, არდადეგების დროსაა გადაღებული. ”თუ ყველაზე ცუდი რამ, რაც ოპოზციამ მთავრობაზე შეიძლება მოიძიოს, ჩემი კოლეჯის დროინდელი ძველი ფოტოა, მაშინ მე სანერვიულო არაფერი მაქვს“, – განაცხადა მან. სხვადასხვა უცხოური გაზეთს ინფორმაციით, სკანდალი მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმისთვის, რომელიც საკუთარ ქვეყანაში ისედაც კრიტიკის ქარცეცხლშია, რუსეთმა საგანგებოდ ააგორა. მედია კითხულობს: როგორ გახდა ასეთი ახალგაზრდა, პოლიტიკურად გამოუცდელი ქალბატონი ეკონომიკის მინისტრი? მით უფრო, რომ ზოგიერთი მედია საშუალება მისი კარიერის ნამდვილობას ეჭვქვეშ აყენებს. გაზეთი Vancouver Sun–ი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა ქალს, არასდროს უმუშავია კანადურ ტელევიზიაში, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაწერი არსებობს მინისტრის ბიოგრაფიაში, რომელიც საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ–გვერდზეა გამოქვეყნებული. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts