ლ ი ც ი Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 (edited) რუსეთში მოქმედი სომხური ორგანიზაცია საქართველოს განათლების სამინისტროს ლიკვიდაციას ითხოვს რუსეთში ჯავახელი სომხების დიასპორის მტკიცებით, საქართველოში ჯავახეთში მცხოვრები სომხების "საგანმანათლებლო გენოციდი" მიმდინარეობს. ამიტომ საქართველოს განათლების სამინისტროს ლიკვიდაციას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილის მრჩეველის, ვან ბაიბურთის თქმით, მათ რუსეთის სპეცსამსახურები მართავენ. ამ ინფორმაციას სააგენტო "ნიუს.ამ"-ზე დაყრდნობით "მედიანიუსი" ავრცელებს. სომხური დიასპორის განცხადებით, ჯავახეთში მცხოვრები სომხები თავიანთ ეროვნულ იდენტურობას კარგავენ, მათ არ მიეწოდებათ სომხური პრესა, ბიბლიოთეკებში არ არის სომხური ლიტერატურა და მშობლიურ ენას ვერ სწავლობენ. ბაიბურთის თქმით, პრესის საზღვარზე გადატან-გადმოტანა ძალიან რთულია, ამისათვის ბევრი პროცედურაა გასავლელი. საქართველოსა და სომხეთის მედიასაშუალებებს შორისაც არ არის ხელშეკრულება გაფორმებული, მაგრამ ახალქალაქში და ნინოწმინდაში ორი სომხურენოვანი ტელეკომპანია მაუწყებლობს და რამდენიმე გაზეთი გამოდის. ამიტომ ინფორმაციის ხელმიუწვდომლობაზე საუბარი არ უნდა იყოს. რაც შეეხება მშობლიური ენის სწავლას, ბაიბურთის თქმით, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში 110-ზე მეტი სომხური სკოლაა და ენის სწავლის პრობლემა არ არსებობს."მოსკოვში ერთადერთი სომხური სკოლა დასავლური ენების გაძლიერებულ სკოლად გადააკეთეს. რუსეთში რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, იმაზე ილაპარაკონ. რატომ არ ლაპარაკობენ?! იმიტომ, რომ რუსული სპეცსამსახურები მართავენ", - აცხადებს ბაიბურთი.მისივე თქმით, არც საქართველოში მცხოვრები ჯავახელი სომხები და არც ის ჯავახელი სომხები, რომლებიც დღეს რუსეთში ცხოვრობენ, არ იცნობენ ასეთ ორგანიზაციას - რუსეთში ჯავახელი სომხების დიასპორას. ბაიბურთის ცნობით, ორიოდე თვის წინ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოს წინ ე.წ. ჯავახელი სომხების დიასპორამ აქცია გამართა, რომელსაც სომხური ტელევიზიები აშუქებდნენ. პრეზიდენტის მრჩეველის თქმით, ნიშანდობლივია, რომ ისინი ისეთ ფაქტებს აპროტესტებნენ, რომლებიც ჯავახეთში საერთოდ არ არსებობდა. ბაიბურთის ცნობით, სომეხმა კორესპონდენტმა მომიტინგეს სომხურად მიმართა - რას აპროტესტებთ, რა არის აქციის მიზეზიო და რესპონდენტი, ე.წ. ჯავახეთის დიაპორის წარმომადგენელმა, კითხვაზე პასუხი წმინდა რუსულით გასცა. "წარმოუდგენელია ჯავახელმა სომეხმა, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, ამერიკაში ან სხვა ქვეყანაში, სომხური არ იცოდეს. აქედან გამომდინარე, ეს ორგანიზაცია არის რუსეთის სპეცსამსახურების მიხედვით შექმნილი", - აცხადებს ბაიბურთი. რუსეთში მცხოვრები ჯავახელი სომხების დიასპორის ზემოხსენებული განცხადებით, საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებს იმ სახელმძღვანელოებით ამარაგებს, რომლებიც ამახინჯებენ სომხეთის ისტორიას. განცხადების ავტორების აღშფოთებას ის იწვევს, რომ სომხურენოვანი საქართველოს ისტორიის მეხუთე კლასის სახელმძღვანელოს რუკების მიხედვით, შუა საუკუნეების სომხეთი მთლიანად ან ნაწილობრივ საქართველოს შემადგენლობაშია წარდმოგენილი. გარდა ამისა, დიასპორის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ სომხურენოვან ბიოლოგიის სახელმძღვანელოში ცხოველებს ქართული და არა სომხური სახელები აქვთ. ეს კი, განცხადების ავტორების აზრით, ჯავახელი სომხების საგანმანათლებლო გენოციდია. ისტორიკოსის ნოდარ ლომოურის თქმით, დავით აღმაშენებლისა და თამარ მეფის დროს სომხეთის დიდი ნაწილი მართლაც შედიოდა საქართველოს შემადგენლობაში."დავით აღმაშენებლის, განსაკუთრებით კი თამარის დროს, მთელი ამიერკავკასია, მათ შორის ჩრდილო სომხეთის გარკვეული ოლქები, საქართველოს ეკუთვნოდა".რუსეთში ჯავახელი სომხების დიასპორა საქართველოს განათლების სამინისტროს ლიკვიდაციასა და სასკოლო განათლების კომპეტენციის სამხარეო ადმინისტრაციებისთვის გადაცემას მოითხოვს.http://www.ambebi.ge/politika/24077-rusethshi-moqmedi-somkhuri-organizacia-saqarthvelos-ganathlebis-saministros-likvidacias-ithkhovs.html გაზეთი ”რეზონანსი” 07:12 / 31-07-2010 ლიცემერი: საქმე ისე ცუდადაა, ბატონებო, დამერწმუნეთ, ხვალ ყველაფერი კარგად იქნება Edited July 31, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 რუსეთში მოქმედი სომხური ორგანიზაცია საქართველოს განათლების სამინისტროს ლიკვიდაციას ითხოვს რუსეთში ჯავახელი სომხების დიასპორის მტკიცებით, საქართველოში ჯავახეთში მცხოვრები სომხების "საგანმანათლებლო გენოციდი" მიმდინარეობს. ამიტომ საქართველოს განათლების სამინისტროს ლიკვიდაციას ითხოვს. მიხეილ სააკაშვილის მრჩეველის, ვან ბაიბურთის თქმით, მათ რუსეთის სპეცსამსახურები მართავენ. ქართული ისწავლო, თუ საქართველოში ცხოვრება უნდათ.სომხურ კლტურას არვინ ართმევს, დაანებონ თავი ქართული კულტურის დამახინჯებას, ან მიბრძანდნენ სამშობლოში.არ უნდა ამას დიდ ლაი-ლაი.ქართული კულტურას პატივი სცენ და ენა ისწავლონ, თუ არ უნდათ მაშინ გნაცელეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 ქართული ისწავლო, თუ საქართველოში ცხოვრება უნდათ.სომხურ კლტურას არვინ ართმევს, დაანებონ თავი ქართული კულტურის დამახინჯებას, ან მიბრძანდნენ სამშობლოში.არ უნდა ამას დიდ ლაი-ლაი.ქართული კულტურას პატივი სცენ და ენა ისწავლონ, თუ არ უნდათ მაშინ გნაცელეს. babuagiorgiისევ ზვიადის დროინდელს აწვები, ჩემო babuagiorgi გამარჯობა, გიორგი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 ლ ი ც ირუსეთში მოქმედი სომხური ორგანიზაცია საქართველოს განათლების სამინისტროს ლიკვიდაციას ითხოვსჯერ ომ აფხაზეთში გაგვამწარეს. ეხლაც არ ისვენებენ... ჩვენ კიდევ ლარსი გავუხსენით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 სამწუხაროდ სამცხე ჯავახეთის აფეთქებადე დიდი დრო არ დარჩა, ისევე, როგორც საქართველოს სხვა ტერიტორიების ოკუპირებამდე მეზობელი სახელმწიფოების მიერ და ამ პროცესს უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს.. მით უმეტეს რომ ჩემს გარდა საფრთხეს ვგონებ რომ ვერავინ ხედავს და აცნობიერებს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 (edited) ლ ი ც ი ლ ი ც ი, on Today, 01:42 PM, said:რუსეთში მოქმედი სომხური ორგანიზაცია საქართველოს განათლების სამინისტროს ლიკვიდაციას ითხოვს ჯერ ომ აფხაზეთში გაგვამწარეს. ეხლაც არ ისვენებენ... ჩვენ კიდევ ლარსი გავუხსენით... newstudio მოცემული სიტუაცია, ჩემი აზრით, ძალიან ჰგავს აფხაზეთში (90-იანი წლები)ომის წინა პერიოდს Edited July 31, 2010 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 babuagiorgiისევ ზვიადის დროინდელს აწვები, ჩემო babuagiorgi გამარჯობა, გიორგიგამარჯობა. აქ ზვიადი არაფერ შუაშია. გვეყო ეს გადამეტებული ცალმხვრივი პატივისცემა, ამან მხოლოდ უარესი პრობლემები მოგვიტანა. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ამ საკთხს ასე უდგებიან.მე აქ ჩეხებთან პრობლემები რომ მაქვს, ეს არის სახელმწიფო სტრუქტურები და არა თვით ჩეხები. ენაც ვისწაველე და ამთ კულტურასაც პატივს ვცემ.არცერთი დემოკრატიული ქვეყანა არ აიტანდა იმას, რომ ვინმე კუტურულ გენოციდს დაარქმევს სავალდებულო ქარტული ენის შესწავლას.ქართული ენის შესწავლა კი საქართველოში სავალდებულო უნდა იყოს, აქ ორი აზრი არ არსებობს. უთხარი შენ ჩეხებს, გერმანელებს ან ფრანგებს ეს და ნახავ რას გეტყვიან."გნაცეს" აი ამას გეტყვიან და თან ბილეთსაც აგიღებენ შენი ნების საწინააღმდეგოდ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 31, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 უთხარი შენ ჩეხებს, გერმანელებს ან ფრანგებს ეს და ნახავ რას გეტყვიან."გნაცეს" აი ამას გეტყვიან და თან ბილეთსაც აგიღებენ შენი ნების საწინააღმდეგოდ. ჩვენი რეალობა სხვა არის, ჩემო გიორგი, ვეტყვით და აფხაზეთზე ათასჯერ უარეს შედეგს მივიღებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 newstudioჯერ ომ აფხაზეთში გაგვამწარეს. ეხლაც არ ისვენებენ... ჩვენ კიდევ ლარსი გავუხსენით... ჰოო, მანამდე ჩვენი გვარდია და მხედრიონი სულ კანფეტებით ადგებოდა ხოლმე სახლებში. :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 ჩვენი რეალობა სხვა არის, ჩემო გიორგი, ვეტყვით და აფხაზეთზე ათასჯერ უარეს შედეგს მივიღებთ ცალმხვრივ პატივისცემას უკუშედეი მოაქვს. დემოკრატიის სტანდარტები ყველასათვის ერი უნდა იყოს. რეალობა კი ისაა რომ რამდენი დავთმეთ, მეტი მოინდომეს.ვცემ პატივს საქართველოს მოქალაქეს განურჩევივ ეთნიკური წარმომავლობისა, ხო და კეთილი ინებონ საქართველოს ყველა მოქალაქემ, პატივი სცენ ამ ქვეყნის ტრადიციბს, ენას და ყველა იმ ატრიბუტს,რასაც სახელმწიფო და ქვეყანა ჰქვია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 babuagiorgiყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ამ საკთხს ასე უდგებიან. არაა მასე - იქ ჩასული თუ ხარ, ანუ ემიგრანტი, მაშინ არის აბეზალოვკა ენის სწავლა. თუ 'ნეითივი' ხარ და ენა არ იცი, მაშინ არავინ არსაიდან გაგდებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 (edited) babuagiorgi არაა მასე - იქ ჩასული თუ ხარ, ანუ ემიგრანტი, მაშინ არის აბეზალოვკა ენის სწავლა. თუ 'ნეითივი' ხარ და ენა არ იცი, მაშინ არავინ არსაიდან გაგდებს. მე გაგდება პირდაპირი მნივვნელობით არ მიგულისხმია, მაგრამ ვერც ვერავის დავაძალებთ საქართველოში ცხოვრებას, ან ქართული ენის სიყვარულს. თუ არ უნდათ, მაშინ უნდა წავიდნენ იქ სადაც არ "იჩაგრება" სომხური კულტურა. რუსეთში რომ ჩადიან, ან იქ კომპაქტურად რომ ცხოვრობენ, ძალიან კარგად უბერავენ რუსულს. შეიძლება ითქვ სომხური დავიწყებული აქვთ.ჩეხეთში ეთნიკური ციგნები ცხოვრობენ. ხო და ნახე დაბა თუ არ იციან ჩეხური. ხო და წარმოვიდგინე ეხლა ამათმა აქ ენკლავა ან ავტო-მოტონოია მოთხოვონ.მოვრჩეთ ამ გადაჭარბებულ არაადეკვატურ მიდგომას საკითხის მიმართ. საქართველოს მოქალაქეა ყველა ვინც საქართველოში ცხოვრობს და არ უნდა ამას დიდი პოლემიკა.აქ სხვათაშორის რომ ჩამოდიან არ ვაკეთებ განსხვავებას საქართველოდან ჩამოსული ქურთია ეს თუ სომეხეი. ჩემთვის არის იგივე ქართველი როგორც ვარ მე. ევროპა რომ ჩვენგან ითხოვს, ჩვენც ისე მოვიქცეთ როგორც ეს ევროპაშია მიღებული. რაც შეეხება კულტურულ, ავტონომიას, ეს ყველა ეტნიკური უმცრესობის კთვნილებაა და ამის აკრძალვა, ან შეზღუდვა არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება.არის ეს სომხური ენის სწავლება, სომხური სკოლები, კულტურული რონისძიებები, ეკლესიები და ა.შ. აქ კი მე როგორც უმრავლესობით ქართველი პატივს ვცემ ამ უფლებებს. მოკლედ, პატივისცემა ორმხრივია და არა ცალმხვრივი. ჩვენ კი რასაც ვაკეთებთ, ამას პატივისცემა კი არ ჰქვია არამედ თავზე შემოსმა. ხო და მერე გვიკვირს საიდან ეს პრობლემები. Edited July 31, 2010 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 babuagiorgiგვეყო ეს გადამეტებული ცალმხვრივი პატივისცემარაის ცალმხრივი პატივისცემა? რუსი, ოსი, სომეხი სალანძღავ სიტყვად აღიქმებოდა. არ თქვა არაო. "სომეხია, მაგრამ კარგია" - არ თქვათ ახლა მსგავსი რამ არ მსმენიაო ცხოვრებაში. ან ტერმინი "სუფთა ქართველი". მადლობა ღმერთს წლიდან წლამდე სულ უფრო სუსტდება ეს მახინჯი ნაციონალიზმი საზოგადოებაში და ძალიან მალე იმედია სრულად გაქრება. ყველა ერთად ვცხოვრობდით ქვეყანაში რომელსაც "საბჭოთა კავშირი ერქვა". როცა დამოუკიდებლობა მოგვინდა იმის მაგივრად რომ დაგვერწმუნებინა საქართველოში მცხოვრები სხვა ერები თუ რა უპირატესობა აქვს დამოუკიდებელ საქართველოში ცხოვრებას საბჭოთა კავშირში ცხოვრებასთან შედარებით, დაიწყო ხალხის გაყოფა სტუმრებად და მასპინძლებად. ხალხი საკუთარ სახლში სტუმარი გახდა. ხოდა რა შუაშია აქ ცალმხრივი პატივისცემა. როგორც ქართველებს მოედო ის სიმახინჯე, სახელად ნაციონალიზმი, ისე მოედო ოსებს, აფხაზებს და თითქმის ყველა ერს ყოფილ საბჭოთა კავშირში. ჩვენი ბედი (მაგაზე სიტყვა ბედი როგორ უნდა თქვა, მაგრამ მაინც) რომ სომხებს და აზერბაიჯანელებს ჩვენთვის არ ეცალათ მაშინ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 ლ ი ც იმოცემული სიტუაცია, ჩემი აზრით, ძალიან ჰგავს აფხაზეთში (90-იანი წლები)ომის წინა პერიოდსარა არ გავს... მაშინ სსრკ-ში ვიყავით , ეხლა აღარ...არსებითი განსხვავებაა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 31, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 31, 2010 ქართული ისწავლო, თუ საქართველოში ცხოვრება უნდათ+1საქართველოში არის სახელმწიფო ენა ქართული. კეთილი ინებოს და თავის მშობლიურ ენასთან ერთად ყველამ ისწავლოს ქართული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.