planetanews Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 17 წლის თეონა ხოზრევანიძე დღეს ურეკში ზღვაში დაიხრჩო... გაზიარება[23:32 30-07-2010]http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TFMoTMuYK7I/AAAAAAAAD9A/nWD3CeBwrik/s200/zgva.gifროგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყება უბედური შემთხვევა დაახლოებით 17.00 საათზე, შავი ზღვისა და მდინარე სეფის შესართავთან მოხდა.აღნიშნული ტერიტორია სამაშველო სამსახურის სათვალთვალო პუნქტიდან ერთი კილომეტრითაა დაშორებული. ხოზრევანიძეს თან მისი ახლობლები ახლდნენ, თუმცა, უბედური შემთხვევა იმდენად მოულოდნელად მოხდა, რომ მდინარისა და ზღვის აღრეულ დინებაში მისი შველა ვერავინ შეძლო.გარდაცვლილის ძებნას გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ურეკისა და ქობულეთის სამაშველო ჯგუფები განაგრძობენ. "ტალღებია, თან მდინარისა და შავი ზღვის შესართავთან ხილვადობა ძალიან გართულებულია, რასაც თან ერთვის წყალქვეშა დინება, ამის გამო გვამის პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა", - აღნიშნა გურიის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის უფროსმა ზვიად უნგიაძემ.17 წლის გოგონა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის მკვიდრი იყო.http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts