FIORENTINO Posted September 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2008 "კონსერვატიულმა პარტიამ" დევნილთა მდგომარეობის შემსწავლელი კომისია შექმნა "კონსერვატიულმა პარტიამ" ცხინვალის კონფლიქტის შედეგად დევნილი მოსახლეობის მდგომარეობის შემსწავლელი კომისია შექმნა. კომისიის წარმომადგენლები ხვალიდან ერთი კვირის განმავლობაში კომპაქტურად ჩასახლებულ ადგილებში, თბილისსა და რეგიონებში დევნილების მდგომარეობას გაეცნობიან. "ჩვენ დავდებთ კონკრეტულ ფაქტებს, თუ როგორ მდგომარეობაში იმყოფებიან დევნილები. ზოგადი სურათი კი უკვე გვაქვს, გასული დღეების განმავლობაში თბილისის საბავშო ბაღებსა და სკოლებს ვსტუმრობდით, იქ დევნილები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. არ აქვთ ლეიბები და საბნები, ჰიგიენური საშულებები, საკვები მინიმალურია, 10 დღეში ერთხელ ნახევარი კილოგრამი ლობიო, 300 გრამი ზეთი, კილონახევარი მაკარონი და ა.შ.", - განაცხადა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა. "დევნილთა რეალური მდგომარეობის დადგენის შემდეგ, კომისია ინფორმაციას საზოგადოებას პერმანენტულად გააცნობს", - აღნიშნა ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.