Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სატრანსფერო ამბები – 30 ივლისი


Recommended Posts

http://a.pix.ge/p/40bsj.jpg

 

ივლისის მიწურულს ლივერპულის გარშემო კვლავ არ წყდება სატრანსფერო საუბრები. გთავაზობთ დღის 4 საინტერესო ინფოს ტრანსფერების სამყაროდან.

 

ინსუა მალე ოფიციალურად გააფორმებს!

 

ფიორენტინას პრეზიდენტმა საბოლოოდ დაადასტურა ემილიანო ინსუასთან მოლაპარაკებების დასრულება. არგენტინელი მცველი კვირაში £35,000 ფუნტს მიიღებს და 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს ფლორენციელებთან. ამ ტრანსფერს ოფიციალური სახე სავარაუდოდ მომავალ 48 საათში მიეცემა. ამ ნიუსიდან გამომდინარე ლივერპული ნომინალური მარცხენა მცველის გარეშე დარჩა. იანგის ტრანსფერი როგორც ჩანს ჩაიშალა, ისევე როგორც დრენტეს შესაძლო ვარიანტი არ გამოდგა სიმართლე. ტაიე ტაივო და მარსელ იანსენი კი საკუთარ კლუბებში რჩებიან. ვეინ ბრიჯს კი მანჩესტერ სიტი არ უშვებს…

 

დეგენი შტუტგარტისკენ მიიწევს…

 

გერმანულმა კლუბა უკვე ფაქტიურად ოფიციალურად გაყიდა სემი ხედირა მადრიდის რეალში და შემოსული 10 მილიონი ევროთი აპირებ კვლავ დაცვა გააძლიეროს. მათი სამიზნე კი ლივერპულის შვეიცარიელი მარჯვენა მცველი ფილიპ დეგენია. რომელიც ორი წლის წინ გადმოვიდა ენფილდზე დორტმუნდის ბორუსიიდან და მას შემდეგ მხოლოდ 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. დეგენს როი ჰოჯსონისგან წასასვლელი კარისკენ აქვს მითითებული და ტრანსფერზეა დაყენებული. მისი სავარაუდო ფასი 1-2 მილიონს არ აღემატება.

 

ბლექპულს ელ-ზარის იჯარით წაყვანა სურს…

 

მაროკოელმა ფეხბურთელმა რამოდენიმე ხნის წინ თავად გამოთქვა ლივერპულის დატოვების სურვილი, რადგან 23 წლის შემტევს ფაქტიურად არ ეძლევა სათამაშო დრო ენფილდზე. მის მიმართ კი ინტერესს ინგლისის მეორე დივიზიონის გუნდი, ბლექპული იჩენს, რომელთაც მისი 1 წლიანი იჯარით წაყვანა სურთ. სავარაუდოდ ლივერპულის ბოსებს მისი სრულად გაყიდვა უფრო აძლევთ ხელს, თუმცა თუ სხვა წინადადებები არ იქნება ელ ზარის თაობაზე, მაშინ ამ ტრანსფერსაც წინ არაფერი უდგას…

 

დევიდ ჯეიმსი ბროსტოლში გადავიდა!

 

ლივერპულის ყოფილი მეკარე, დევიდ ჯეიმსი, რომელმაც ენფილდზე 92-99 წლებში ითამაშა და 277 მატჩი ჩაატარა, პორტსმუთიდან მეორე დივიზიონის ბრისტოლ სიტიში გადავიდა. მისი განცხადებით მას ჰქონდა შემოთავაზებები პრემიერლიგის გუნდებისგანაც, მაგრამ არჩია მეორე დივიზიონის გუნდი პირველ რიგში რეგულარულად თამაშისთვის და ასევე აღნიშნა, რომ დარწმუნებულია იგი ახალ გუნდს პრემიერლიგაში გადასვლაში დაეხმარება…

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...