FIORENTINO Posted September 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2008 მოსკოვის პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში, ლუკაშენკოს ევროპის მხარდაჭერის იმედი აქვს "იმ შემთხვევაში, თუ ბელორუსიის მიმართ მოსკოვის პოლიტიკა შეიცვლება, ქვეყნის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს, ევროპის მხარდაჭერის იმედი აქვს", - ამის შესახებ ბელორუსიის პრეზიდენტმა განაცხადა. "მოსკოვს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში მინსკის იმედი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ თავი შევიკავეთ ქართული რესპუბლიკების აღიარებისგან, შესაძლოა, რუსეთის დამოკიდებულება ჩვენდამი შეიცვალოს. ღმერთმა არ ქნას, მან იგივე ქმედება ჩაიდინოს ჩვენს მიმართ, რაც საქართველოში განახორციელა", - განაცხადა ლუკაშენკომ. შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციამ ორი ქართული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა 2008 წლის 26 აგვისტოს ცნო. მალე მას ნიკარაგუამაც მიბაძა. ბელორუსიის ხელისუფლებამ კი განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთს აღირების საკითხს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ განიხილავენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.