planetanews Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/04/vancouver-sun-web-logo1.jpg კატია ჰოლოვეი საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა Vancouver Sun-იც გააკრიტიკა არსებული ინფორმაციით, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი თავს დაესხა Vancouver Sun-ს, უწოდა რა მას რუსული პროპაგანდის ნაწილი, მას შემდეგ რაც გამოცემამ მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში აშკარა შეუსაბამობათა შესახებ დაწერა. ამ კვირას 28 წლის ვერა ქობალია საერთაშორისო ქარცეცხლში გაეხვა, მას შემდეგ რაც მისი პიკანტური ფოტო, სადაც ის მწირად შემოსილ ქალებთან ერთადაა გადაღებული, რუსულ მედიაში გამოჩნდა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი მთავრობაში „სტრიპტიზის მოცეკვავეების“ დანიშვნის გამო გააკრიტიკეს. ქართველი ქობალია, მისი Facebook-ის გვერდიდან აღებულ ფოტოსთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ იგი არა ვანკუვერის სტრიპტიზ-კლუბში, არამედ 10 წლის წინ, ფლორიდაშია გადაღებული. მაგრამ ფოტო ახლა უკვე მედია-სკანდალის უმნიშვნელო ნაწილი გახდა, მას შემდეგ რაც The Sun-მა ქობალიას სამუშაო გამოცდილების გარკვევა გადაწყვიტა. საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მინისტრი ამტკიცებს, რომ ვანკუვერის Global TV-ში და CBC-ში პროდიუსერად მუშაობდა. თუმცა, როგორც ამას The Sun მანამდეც იუწყებოდა, Global TV-ს ახალი ამბების რედაქციაში მის ვინაობას ვერავინ იხსენებს, ხოლო Global-ის ადამიანური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პეტრა მენერმა განაცხადა, რომ ქობალიას გვარი კომპანიის ოფიციალურ დოკუმენტებში არ არის. ქობალია განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ Global-ში მუშაობდა და „რეზიუმეს“ რევიზიაზე უარს აცხადებს. ის „ჭორებს“ რუსულ პროპაგანდას უწოდებს, რომელიც საგანგებოდ შემუშავდა, რომ მას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში ხელი შეუშალონ. Civil. ge-სთან ინტერვიუში მან დაადანაშაულა „რუსეთის ხელისუფლება, რომელსაც არ სურს, რომ საქართველოს ეკონომიკა განვითარდეს და ის ძლიერი ქვეყანა გახდეს“ და ამტკიცებდა – „დიახ, რა თქმა უნდა მე ვმუშაობდი Global TV-ში”. ქობალია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრად ამ თვეში დაინიშნა. მისი მამის თქმით, ქობალია საქართველოს პრეზიდენტს თებერვალში, ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს შეხვდა. ქობალიას ელექტრონულ ბიოგრაფიაში ასევე ნათქვამია, რომ მან BCIT (ბრიტანული კოლუმბიის ტექნოლოგიების ინსტიტუტი) 2004 წელს დაამთავრა. BCIT-ში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ რომ ქობალია მათი კურსდამთავრებულია. ორიგინალი ორიგინალი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts