Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ქართველი მინისტრი პიკანტურ ფოტოს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს


Recommended Posts

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ღამის კლუბში გადაღებული სურათის გამო ატეხილ სკანდალს აბსურდი უწოდა. მან განაცხადა, რომ ის ათი წლის წინ მისი სტუდენტობის დროსაა გადაღებული და არაფერი ესაქმება მის სამსახურთან

 

ქართულმა და რუსულმა მედიამ ამ კვირას გამოაქვეყნა ფოტო, სადაც  28 წლის ვერა ქობალია ნახევრად ჩაცმულ ქალებთან ერთად, სპეციფიკურ პოზაში გადაღებულია ადგილზე, რომელიც ღამის კლუბს წააგავს.

 

მაგრამ ამ თვის დასაწყისში მინისტრად დანიშნული, წარმოშობით ქართველი კანადელის, ვერა ქობალიას სპიკერი ამტკიცებს, რომ ესაა აურზაური არაფრის გამო.

 

რუსული მედია ამტკიცებდა, რომ ეს ფოტო გადაღებულია სტრიპტიზ კლუბში და Facebook-ის გვერდიდანაა აღებული.

 

ჟურნალისტები, ისე რომ არავითარი მტკიცებულება არ მოჰყავდათ, ვარაუდობდნენ რომ მიხეილ სააკაშვილი ვერა ქობალიას თებერვალში ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიადაზე ვიზიტისას შეხვდა.

 

მინისტრის სპიკერმა, თეა გაბუნიამ, AFP-ს განუცხადა, რომ სურათი 10 წლის წინ შეერთებულ შტატებშია გადაღებული, როდესაც ქობალია სტუდენტი იყო.

 

”ქალბატონი ქობალია ვერ ხედავს პრობლემას ამ ფოტოსურათში” – ამბობს გაბუნია.

 

”მან სთქვა, რომ თუ ეს ერთადერთი მაკომპრომეტირებელი მასალაა, რომლის მოძიებაც მის წინააღმდეგ მოხერხდა, ის მხოლოდ ბედნიერია ამით. ის განაგრძობს მუშაობას და ამ აბსურდს არ აქცევს ყურადღებას”.

 

საქართველოს ოპოზიციამ არაერთხელ დასდო ბრალი სააკაშვილს იმაში, რომ კადრებს უპასუხისმგებლოდ ნიშნავს თანამდებობებზე და კიცხავს ქობალიას გამოუცდელობას.

 

საქართველოს სეპარატისტული რესპუბლიკიდან, აფხაზეთიდან დევნილი ქობალია კანადაში გაიზარდა და საქართველოში სულ 6 თვის წინ, ადგილობრივი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელად ჩამოვიდა.

 

მისი ბიოგრაფიის თანახმად, რომელიც სამინისტროს ვებ-გვერდზეა განთავსებული, ის მანამდე ვანკუვერში, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში პროდიუსერად მუშაობდა და ბიზნესს მართავდა.

 

დავით გამყრელიძე,  ოპოზიციური პარტიის ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი  ქობალიას დანიშვნას ”სააკაშვილის მიერ ოდესმე მიღებულ გადაწყვეტილებათა შორის ყველაზე დიდ სისულელედ მიიჩნევს”.

 

მიანიშნა რა სხვა ახალგაზრდა მინისტრების დანიშვნაზე, მან განაცხადა – ”ეს ადამიანები არ იმსახურებენ ხალხის ნდობას. მათ არც ცოდნა აქვთ და არც გამოცდილება”.

 

სააკაშვილმა, რომელიც თავად 2003 წელს, ”ვარდების რევოლუციით” ხელისუფლებაში მოსვლისას 36 წლის იყო, ახალგაზრდა ჩინოვნიკების დანიშვნას იცავს.

 

ის ამას ახასიათებს, როგორც მცდელობას იმისა, რომ  საქართველო თავის საბჭოთა წარსულს გაემიჯნოს და მთავრობამ ახალი ენერგიისა და იდეების ინექცია მიიღოს.

 

AFP

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...