Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Как США будут банкротить Российскую Федерацию?

 

Журнал Forbes обозначил в качестве одних из важнейших угроз США режим в Иране, Венесуэле и России. Особенно беспокоит американцев объявленная Кремлем программа перевооружения. Бороться с Россией предлагается методами Рональда Рейгана - обрушением цен на нефть. ...

 

Издание Forbes проанализировало эти "угрозы" и не нашло ничего лучше, чем дать совет нынешнему руководству США воспользоваться методами Рональда Рейгана: Режим Махмуда Ахмадинеджада переводит свои установки по обогащению урана в подземные убежища, чтобы защитить свою ядерную программу от возможного удара.

 

Российский режим под предводительством Владимира Путина провозгласила программу перевооружения армии на сумму 635 миллиардов долларов. Предполагается закупить 600 новых боевых самолетов, 1 000 вертолетов и 100 военных кораблей в течение следующих 10 лет. Венесуэла грозиться распространить свою "Боливарианскую революцию" на всю Латинскую Америку. Как же США может ответить на все эти угрозы национальной безопасности?

 

Прежде чем посылать морпехов, нам следует подумать над стабилизацией курса доллара. Сильный доллар стал одним из главных средств, с помощью которых Рональд Рейган в 80-е поверг Советский Союз - гораздо более серьезного противника, чем современная Россия. Когда Рейган пришел к власти в январе 1981 года, СССР разошелся в полную силу. Советская армия вторглась в Афганистан в 1979-м, поддержала мятеж сандинистов в Никарагуа в том же году. Советский лидер Леонид Брежнев провозгласил доктрину имени себя, которая предусматривала неизбежное победное шествие коммунизма по всему миру.

 

Рейган начал масштабное перевооружение армии, однако это вооружение никогда не было использовано против СССР. Победа была достигнута укреплением доллара, вызвавшим падение цен на нефть и резкое сокращение валютной выручки СССР, что и стало причиной коллапса советской экономики. В январе 1971 года, когда Бреттон-Вудский стандарт доживал свои последние дни,цена на золото установилась на уровне 37,88 долларов за унцию, а нефть стоила 3,56 долларов за баррель. В ценах 2011 года эта величина соответствует 16,02 долларам за баррель. К моменту вторжения в Афганистан в апреле 1979, золото торговалось за 239,36 долларов за унцию и цены на нефть поднялись до 41,34 долларов за баррель (в ценах 2011 года).

 

Доходы СССР выросли на 158 процентов по сравнению с 1971 годом и безо всяких усилий со стороны руководства СССР. После инаугурации Рейгана, цены на золото составляли 499,02 доллара за унцию, цены на нефть - 84,51 долларов за баррель ( здесь и далее нефть в ценах 2011 года - прим. InterRight ). За десять лет цена выросла более чем в пять раз. Президент поддержал инициативу главы Федерального резерва Пола Волкера предложившего решительные меры по обузданию инфляции. К марту 1985 года, когда к власти в СССР пришел Михаил Горбачев, цена на золото снизилась до 304,47 долларов за унцию, а цена на нефть - до 52,24 долларов за баррель. К марту 1986 года баррель нефти упал до 22,85 долларов и Горбачев понял, что у него проблемы.

 

Доходы СССР от экспорта нефти упали на 73 процента. Минимальные цены на нефть держались еще четыре года и поставили СССР на грань банкротства. В мае 1990 года Горбачев умолял тогдашнего канцлера Германии Гельмута Колля о займе в размере 20 миллиардов дойчмарок, чтобы отстрочить финансовый коллапс. Колль дал лишь пять. В августе того же года Горбачев вновь был вынужден обратиться к Германии за помощью, а в декабре 1991 года СССР не стало. Стратегия, которую Рейган использовал в борьбе с СССР может и должна быть использована против Ирана, Венесуэлы и наследницы СССР - России.

 

В настоящее время золото стоит 1650 долларов за унцию, а нефть - 83,18 долларов за унцию что сопоставимо с рейгановским уровнем. В прошлом одна унция золота примерно соответствовала 20 баррелям нефти. За последние 40 лет соотношение унция золота/баррель нефти держиться на уровне 1/15. Конгрессмен Тед По предложил Конгрессу законопроект (H.R. 1638), который поможет стабилизировать курс доллара. Согласно проекту закона, курс доллара должен быть привязан к цене на золото. Таким образом Федеральная резервная система США получит средство напрямую влиять на цену золота и регулировать ее в необходимом интервале через операции на открытом рынке вместо манипулирования учетными ставками. Текущие цены на золото и нефть отражают страхи инвесторов не только относительно текущего, но и будущего уровня инфляции.

 

Если предложение По пройдет голосование в Конгрессе это приведет к падению цен на золото и нефть. Допустим, что ФРС установило цену на золото в размере 523 долларов за унцию, в этом случае 1 доллар будет равняться 0,001879699 унции, а цена за баррель нефть установиться на уровне 35,50 долларов. Это снизит доходы стран таких как Иран, Венесуэла и Россия на 57 процентов, а цена на бензин в США упадет ниже 2 долларов за галлон.

 

Через некоторое время все эти страны повторят судьбу СССР. Стабильный доллар необходим США для стабильной экономики и стабильного рынка, а также для быстрого экономического роста, обеспечения полной занятости и процветания. Сильный доллар также полезен для США, как вреден для ее врагов.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Как сказать по русски "хрю-хрю"?

Почему русские ближнего зарубежья, не собираются интегрироваться с теми аборигенами, где они вынуждены были остаться?

Где бы они не появились на свет в Средней Азии, Прибалтике, на Украине, Молдавии , а так же их родители, и их деды, их всегда учили, а они своих детей ….

"Где Мы - там Россия", а местное население, это "козлы" , с непонятными обычаями, которые крутятся под ногами и мешают жить. "Знать язык аборигенов – а на фига? "Уважать туземную культуру? – тьфу... Бред!

Культура может быть только Одна... – русская! Все кроме Толстого, Достоевского – НЕ ЗАЧЕТ.

"Балалайка – круче скрипки", "матрешка" – круче "Секстинской мадонны"!

"История бывает только или русская, или общая"! "Герои – только воевавшие за царя, отечество, ну и за советскую власть"!

"Разные казаки чубатые, кавказские горцы, душманы, чеченцы, и прочая татарва с лесными братьями... все бандюги, наймиты, предатели, изменники и … ну в общем не только НЕ в Зачет, а… в печь..!

Вот так, и живут поколениями родившиеся вокруг России, с неприязнью, и ненавистью в душе ко всему не русскому. И вот так поколениями сеяли неприязнь, не думая о том, что потомкам придется пожинать плоды.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

http://www.youtube.com/watch?v=A46x2d4OVU4&feature=related

 

გაუმარჯოს პრეზიდნეტ გამსახურდიას ღმერთი ფარავდეს მის სულს

 

ბოლომდე გავქელავთ და სისხლში ჩავახრჩობთ ჩვენს მტერს მათ შორის სეპატარისტებს

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართული ღვინო და მინერალური წყალი რუსეთის ბაზარზე, შესაძლოა, წლის ბოლომდე დაბრუნდეს. ამის შესახებ "ინტერფაქსს" "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშენკომ განუცხადა. "პრინციპში ამისათვის, გაცილებით მცირე დროა საჭირო", - აღნიშნა ონიშენკომ. მისი თქმით, ყველაფერი დამოკიდებულია ქართველი მწარმოებლების მზადყოფნაზე, რათა რუსეთის ბაზრის ყველა მოთხოვნა შეასრულონ.

 

ონიშენკოს განცხადებით, რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურში ქართველ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა.

 

"შეხვედრა ქართული ბიზნესის წარმომადგენელთა ინიციატივით გაიმართა. დაზუსტდა ყველა აუცილებელი პარამეტრი რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დასაბრუნებლად. ბუნებრივია, მთავარი პირობა რუსული კანონმდებლობის სრული დაცვით პროდუქციის ხარისხის უზრუნველყოფა იყო", - განაცხადა რუსეთის მთავრმა სანიტარმა.

 

შეგახსენებთ, რომ 2006 წელს რუსეთმა, სანიტარული ნორმების დარღვევის საბაბით, რუსულ ბაზარზე ქართული ალკოჰოლური პროდუქციისა და მინერალური წყლის შეტანა აკრძალა.

 

მიხეილ სააკაშვილი, ჯონ მაკკეინი და დონალდ რამსფელდი ერთ გადაცემაში

რუსეთ საქართველოს ურთიერთობაში ორი დონე არსებობს, ერთის მხრივ რუსეთის ხელისუფლება არ აღიარებს ჩვენი ქვეყნის მთლიანობას, საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია და თითქმის ნახევარ მილიონ ადამიანს არ შეუძლია საკუთარ სახლში დაბრუნება. მეორეს მხრივ კი საქართველოში ძალიან ბევრი რუსი ჩამოდის და ისინი აღფრთოვანებულნი არიან იმით თუ როგორ შეიცვალა საქართველო. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ ჟურნალისტ დეივიდ ფროსტისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. აღნისნული ინტერვიუ ფროსტმა ტერორიზმთან ბრძოლის მეათე წლისთავისადმი მიძღვნილი სპეციალური გამოსვებისთვის ჩაწერა. სააკაშვილთან ერთად გადაცემაში გავლენიანი ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი და აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივანი დონალდ რამსფელდიც მონაწილეობდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხეილ სააკაშვილი, ჯონ მაკკეინი და დონალდ რამსფელდი ერთ გადაცემაში

სამივეს მოხვდეს ნიკო მუნჯის :)

Edited by DonCaredo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსებს ქართული ღვინო მოენატრათ და აღარც მის ხარისხში ეპარებათ ეჭვი

 

რუსეთში უკვე ჩათვალეს, ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე დაბრუნდა და ახლა მის ფასზე მკითხაობენ. ვარაუდობენ, რომ რუსეთში შეტანილი ქართული ღვინო აღარ იქნება ძველებურად იაფი, თუმცა პოპულარობა ისევ ძველებური ექნება.

 

“ქართულ ღვინოს, რუსეთში, დიდი პოტენციალი აქვს: რუსები კარგად ერკვევიან ქართული ღვინის ასორტიმენტში. და რაც მთავარია, საქართველოში ღვინოს ყურძნის ისეთი უნიკალური ჯიშებისგან ამზადებენ, როგორიცაა რქაწითელი, მწვანე, საფერავი, ალექსანდროული, ხიხვი, ქისი, ძველშავი, ჩხავერი, ჩინური, რომლებიც იზრდება რა ამ ქვეყანაში, განუმეორებელ გემოს იძენს,” - აცხადებენ ღვინის ინდუსტრიის რუსი ექსპერტები.

 

ალკოჰოლური ჰიპერმარკეტების ქსელის “Vinberry”-ის კომერციული დირექტორი მაქსიმ ვინოკუროვი აცხადებს, რომ ქართული ღვინის აკრძალვა რუსეთში, გარკვეულწლიად, ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგანაც ამ 5-წლიანი “ვეტოს” პერიოდშიც კი, რუსულ ბაზარზე ის არალეგალურად მაინც შედიოდა, - მაგალითად, ბელორუსის მარკით. გარდა ამისა, ეს პროდუქცია აქტიურად იყიდება აფხაზეთის “საზღვრებზეც,” აფხაზები მას ყიდულობენ და მისგან “თავის” ღვინოს აკეთებენ. - აცხადებს ვინოკუროვი.

 

რაც შეეხება ფასს... რუსი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ქართული ღვინო ძველებურად იაფი ვეღარ იქნება და მისი ღირებულება 300-500 რუბლი იქნება. ვინოკუროვის თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ 2008 წელს საქართველო გავიდა დსთ-ის შემადგენლობიდან, რაც ნიშნავს, რომ პროდუქციის მომწოდებლებს, მისი რუსეთში შეტანისას დამატებითი ბაჟის გადახდა მოუწევთ, რაც, თავის მხრივ, ფასსზე აისახება.

 

რუსი ექსპერტები თვლიან, რომ ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებით რაიმე ეჭვები უკვე უადგილო იქნება, რადგან მთელი ამ აკრძალვის 5-წლიან პერიოდში, “შესაბამის ინფრასტრუქტურას არ დაუკარგავს თავისი პოზიციები, რადგანაც ის აქტიურად მუშაობდა ევროპულ ბაზართან, სადაც საქართველო ახლაც ახორციელებს საკუთარი პროდუქციის ექსპორტს.” გარდა ამისა, მათი ვარაუდით, რუსეთში პროდუქციის შეტანას მხოლოდ მსხვილი კომპანიები მოისურვებენ, რომლებიც ამ სფეროში დიდი ხანია მუშაობენ და კარგი რეპუტაციითაც სარგებლობენ. “ამიტომ ეჭვი არაა, პროდუქციის ხარისხი მაღალი იქნება” – ასე ფიქრობენ რუსეთის ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები და უკვე 2012 წლიდან, რუსულ ბაზარზე ქართულ ღვინოს ელოდებიან.

 

სამივეს მოხვდეს ნიკო მუნჯის

ჯონ მაკეინი მომწონს მააგრი კაცია

 

რუსები ეზიზრება იბრძოდა კიდეც ვიეტნამში

 

და ომის დროს რომ თქვა ჩვენ ყველა ქართველები ვარტო

 

მამამისი და ბაუბამისი ამერიკის საზრვაო ფლოტის ადმირალები იყვნენ ეს უდიდესი მიუღწევაა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსები ეზიზრება იბრძოდა კიდეც ვიეტნამში

ხოდა ალბათ იქ წაკუზეს რუსებმა და იმის მერე ეზიზღება :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოდა ალბათ იქ წაკუზეს რუსებმა

ისე ვიეტნამში ამერიკელებმა წაკუზეს რუსები და მერე ავღანეთში კიდე

 

ხო ტყვეთ ჩავარდა და აწამებდნენ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

ესეთი რუსები კი მომწონს

 

სტურუას არ ჯობია რო

 

ჩამოვიდნენ სხვა კომპოზიტორები და რეჟისორები იმუშავონ ჩვენთან

 

ჩვენ აგენტებს კი იქით დავუბრუნებთ

Edited by FRIDRIX
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩეჩნეთის მოსახლეობისთვის, „რუსი“ და „ძალადობა“ სინონიმები გახდა: ცხოვრება ომის ეპიცენტრში

 

მიმდინარე თვის პირველ რიცხვებში, გამოვა წიგნი, რომლის სახელწოდებაც, „პოლინა ჟერებცოვას დღიურები“ იქნება. წიგნში აღწერილია ჩეჩნეთის მეორე ომის ისტორია. ყოველივეს კი გროზნოში მცხოვრები სკოლის მოსწავლე გადმოსცემს.

 

პოლინა ჟერებცოვა, 1985 წელს, გროზნოში დაიბადა. ჩეჩნეთის პირველი ომის დასაწყისში, როცა მისი ჟურნალისტი პაპა, ანატოლი ჟერებცოვი, რომელიც 25 წლის მანძილზე გროზნოს სამაუწყებლო ტელევიზიაში მუშაობდა, სამედიცინო დაწესებულების დაცხრილვის დროს გარდაიცვალა, პოლინამ დღიურის წერა დაიწყო. იმ დროისათვის, იგი 9 წლის იყო. ჟერებცოვების ოჯახში, დედის მხრიდან, ყველა გოგონა წერდა დღიურებს. მაგრამ პოლინასთვის, ეს მხოლოდ ოჯახური ტრადიცია არ ყოფილა – დღიური მისთვის ერთადერთი მეგობარი გახდა, ცივ, დანგრეულ და განადგურებულ სამშობლოში. ამ დღიურიდან ცნობილი ხდება, რომ სწორედ პირველი ომის განმავლობაში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის, „რუსი“ და „ძალადობა“ სინონიმები გახდა. სამწუხაროდ, პოლინას დღიურის ეს ნაწილი ჯერ არ არის გამოქვეყნებული.

 

ოქტომბერში, სკოლის მოსწავლის დღიურის მეორე ნაწილი გამოვა, რომელიც 1999–2002 წლების ჩეჩნეთის ომს ეძღვნება. ამ ნაწილში, პოლინა ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას აღწერს, რომლებიც სიკვდილს ებრძოდნენ არაადამიანურ პირობებში. აღწერს მშვიდობიანი მოსახლეობის, ჩეჩენი მებრძოლებისა და სამხედროების ურთიერთობებს, ასევე, საუბრობს უახლოესი ადამიანების სიკვდილზე. გადმოსცემს საკუთარ, მოზარდისეულ განცდებს, რომელიც პირველ სიყვარულს უკავშირდება.

 

მეტად მარტივად და გასაგებად, ავტორი რუსი მოქალაქეების მიერ, ბედის ანაბარად დატოვებულ სამშობლოზე საუბრობს. აღნიშნავს იმას, რომ ქალაქი, რომელიც ავტომატის სამიზნიდან მკვდარი ჩანდა, ცოცხალი აღმოჩნდა. სინამდვილეში იგი ცოცხლობდა, იტანჯებოდა, უყვარდა და სძულდა. ეს არის ის, რაც რუსეთის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ჯერჯერობით, არ იცის. ის, რისი ცოდნაც აუცილებელია. ცოდნა იმისა, თუ როგორ და რანაირ პირობებში გაიზარდა ჩეჩნეთში ახალი თაობა. დღიურში საუბარია იმ ქვეყანაზე, სადაც მოსახლეობას რუსეთის მხრიდან, ძალადობისა და ქსენოფობიის ატანა უწევს. ამ წიგნის ეპიგრაფი კი ასეთია: „ეძღვნება რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას“.

 

გიგანტური საგამომცემლო კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც პოლინა უკავშირდებოდა, კითხულობდნენ მის დღიურს და ოხრავდნენ: „შეუდარებელია. ვწუხვარ, მაგრამ გამოქვეყნებას ვერ შევძლებთ. გესმით, პოლიტიკური სიტუაცია... ჩვენ ვერ შევძლებთ ასე გარისკვას“. თუმცა, პოლინამ მხოლოდ ერთი გამომცემელი იპოვნა, რომელმაც გარისკა. წიგნი გამოვა 2 ათას ეგზემპლარიანი ტირაჟით. „პრესა.ჯი“ კი წიგნიდან რამდენიმე ფრაგმენტს გთავაზობთ:

 

„1999 წლის 1 ოქტომბერი

 

გუშინ და გუშინწინ – ბომბავდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, იერიში ადგილობრივ საავადმყოფოზე მიიტანეს. ადგილობრივი რადიო აცხადებს: მოკლულია 420 ადამიანი, დაჭრილია 1000.

 

ქვეყანა გავრცელებულმა ხმებმა მოიცვა. ხშირად, ეს ინფორმაციები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. იმაზე რომ დაიწყება ახალი ომი, აგვისტოში, პროფესორი ნუნაევი გვაფრთხილებდა - ნაცნობი ექიმი–კარდიოლოგი. მაგრამ ჩვენ მას არ დავუჯერეთ. შევიძინეთ ახალი პროდუქტი.

 

ექვს აგვისტოს ჩვენ გავიგეთ: ქალაქი გროზნო, გარდაცვლილი პრეზიდენტის, დუდაევის ქვრივმა დატოვა. ამხელა ინფორმაცია! მხოლოდ იმის დაჯერება შეიძლება, რაც თავად დაინახე, საკუთარი თვალებით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდო ყურებს!

 

ბაზარში, ხალხი ერთმანეთის მისამართებს ცვლიდა, ყველა ვიღაცას დაუმეგობრდა, იმ შემთხვევისთვის, თუ ძლიერად დაბომბავენ ან ქალაქს სრულიად გაანადგურებენ ჰქონოდათ სადმე წასასვლელი. ჩვენ ნაზარმა მოგვცა მისამართი. იგი მეუღლესთან ერთად პროდუქტებს ყიდის: მიკრორაიონი, კოსიორას ქუჩა, ნომერი რვა, ბინა 66. ავტობუსი 29.

 

მისამართი რუსმა ქალმაც მოგვცა, მას ლელია ერქვა. გვითხრა: „ვაი და ქალაქის ცენტრში მოხვდით და ავიადაბომბვა დაიწყო? გამოიქეცით გამარჯვების გამზირზე, სახლ ნომერ ხუთისკენ, ჩვენ, ეზოში დიდი სარდაფი გვაქვს“.

 

უცაბედი სიკვდილი, ალბათ არცთუ ისე საშინელია. საშინელება ნანგრევებში წოლა და ტანჯვით სიკვდილია...

 

1999 წლის 13 ოქტომბერი

 

ღამით იარაღის ხმა გვესმის. დღისით კი ვვაჭრობთ.

 

ახლა მე ხელსახოცს ვატარებ, ისევე, როგორც დეიდა კუსუმი. კუსუმი მე ყოველთვის მაქებდა. თავისთან მსვამდა და თმებს მვარცხნიდა. მეძახის: „წავიდეთ, კულულებს გაგიკეთებ!“

 

დაუდამ კიდევ შემოგვიარა. ნაყინი მიყიდა. ნუთუ მოვეწონე? ეს კუსუმს რომ სცოდნოდა, დაუდას დედას! ამ ბიჭმა მკითხა: „რამდენი წლის ხარ?“. გაიგო რა, რომ მხოლოდ თოთხმეტის ვიყავი, გაოგნდა: „შენ ისეთი პატარა ხარ! მეგონდა დიდი იყავი... იცი, შენ ძალიან გავხარ დედოფალ ბუდურს, ჩემი უსაყვარლესი ზღაპრიდან!“ მაშინ მე გავბედე და განვუცხადე, რომ ის ალადინია! ჩვენ დიდხანს ვუყურებდით ერთმანეთს და ვდუმდით. მე საკუთარმა გამბედაობამ გამაკვირვა. ადრე, ბიჭებთან ურთიერთობისას, მე ვდუმდი, მხოლოდ ვუსმენდი, ახლა კი ავლაპარაკდი ... ალადინს ლამაზი თავლები აქვს. თმები კი – შავი, დაკულულებული და მხრებამდე გაზრდილი. იგი ნამდვილად პრინცივით გამოიყურება.

 

მე გამახსენდა, რომ სიზმარში მყავდა ნანახი! ადრე.. როცა ბავშვი ვიყავი და ჯერ სკოლაშიც არ დავდიოდი. ალადინმა შემატყობინა: იგი 23 წლის იყო. მის მამას სხვა ოჯახი ჰქონდა. ჰყავს დედა და და და სოფელში ცხოვრობს. მან დაიმორცხვა, შემდეგ დიდხანს უყურებდა თავის ფეხსაცმელს და უსიტყვოდ წავიდა.

 

1999 წლის 21 ოქტომბერი

 

მე და დედა ოცდაერთმა ოქტომბერმა შეგვძრა. მე ვხედავდი: მაგიდასთან მკვდარი ქალი იჯდა. დაჭრილები კაფეებსა და სადარბაზოებში იმალებოდნენ. მამაკაცები, რომლებიც მოხალისე მაშველები იყვნენ, დაცხრილვის მსხვერპლებს აგროვებდნენ, მანქანებში ათავსებდნენ. პირველ რიგში – მძიმედ დაჭრილებს.

 

ყოველივე მოულოდნელად დაიწყო. დაახლოებით საღამოს ხუთი საათისთვის. ჩვენ დარჩენილი პროდუქტი მოვაგროვეთ – ორი ჩანთა გამოვიდა. ერთი მე, მეორე კი დედას. იქ შეგვხვდა კუსუმი, პატარა ბავშვთან ერთად, იდგნენ, საუბრობდნენ. უეცრად კი რაღაც ნათელმა გაანათა ისედაც ნათელი ცა. ამას ძლიერი გრუხუნი მოჰყვა. შიშისგან ჩვენ ჩვენი დახლის ქვეშ შევძვერით. ვისხედით რკინის დახლებს შორის. სხვა თავშესაფარი ახლოს არაფერი იყო. აფეთქება! შემდეგ კიდევ... თითქოს ერთი და იგივე, მრავალჯერ ფეთქდებოდა. ჩვენ ჩანთები დავყარეთ და გავიქეცით. „მოდის სახლის“ ეზოში შევირბინეთ. ეს გროზნოს ცენტრი იყო, როზა ლუქსემბურგის ქუჩა.

 

როცა გავრბოდი, დიდმა ნამსხვრევმა ძალიან ახლოს ჩამიქროლა. იგი არ მომხვედრია, მაგრამ დრო ძალიან ნელა გადიოდა და მე თითქოს დამშრალი მდინარის კალაპოტში ვიდექი, მაშინვე გავიაზრე, რომ დამეწყო დახმარების თხოვნა, ვერც დედა და ვერც სხვები ვერ მიხსნიდნენ სიკვდილისგან.

 

სიკვდილი და მე – ამ სამყაროში მხოლოდ მე და სიკვდილი აღმოვჩნდით გადაჯაჭვულნი. არაფერი არ არსებობდა, რაც შესაძლო იყო აღმოჩენილიყო ჩვენს შორის და გადამფარებოდა, დავეცავი სიკვდილისგან. ძლიერი დარტყმა და... დრო ცეცხლმოკიდებულ ნაფლეთებთან ერთად დაბრუნდა. ფეხებს პაწაწინა მეტალის ნაგლეჯები მისერავდნენ, მაგრამ მე ინერციით კვლავ განვაგრძობდი სირბილს. მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯის შემდეგ – დავეცი... მე წამომაყენეს. ჩვენ ერთ–ერთ სადარბაზოში შევცვივდით. როცა ჩამოვჯექი, დაფლეთილი ფეხების ტკივილმა თავი შემახსენა. ამავე სადარბაზოში, დედა და კუსუმი მიტოვებულ ჩეჩენ გოგონას წააწყდნენ.

 

გოგონას ფეხები მუხლებში ჰქონდა მოწყვეტილი. მე პირველად დავინახე, რომ ძვალი თეთრი იყო. იგი შოკურ მდგომარეობაში იყო და მხოლოდ ამას ამბობდა: „მტკივა! მტკივა! მტკივა!“

 

სადარბაზოში ქალები და ბავშვები იყვნენ. დედამ თქვა, რომ ოდნავ ეწვოდა გვერდი. დედას რკინის ნაფლეთი ჰქონდა მოხვედრილი.

 

როცა ჩვენს სადარბაზოში კაცმა შემოიხედა, მაშინ ყველამ იყვირა, რომ პირველი ფეხების გარეშე დარჩენილი გოგონა უნდა წაეყვანათ. მან ბევრი სისხლი დაკარგა. შესახედაობით გოგნა 17–დან 20 წლამდე იქნებოდა. იგი წაიყვანეს.

 

სადარბაზოში კვლავ შემოიხედეს მაშველებმა. ახალგაზრდა ბიჭებმა. მათ შორის ალადინიც იყო. გადაწყვიტეს, რომ მე ფეხების შესახვევად აფთიაქში წავეყვანე, გამარჯვების გამზირზე. ალადინს ხელში აყვანილი მივყავდი და მიჩურჩულებდა: „არ იტირო, ჩემო დედოფალო! ნუ გეშინია! დაგეხმარებიან!“ დედა უკან მოჰყავდათ. არც ჩვენი პროდუქტით სავსე ჩანთები დაივიწყეს. ჩვენ სახლში მივყავდით. აფთიაქისკენ მიმავალ გზაზე, სამი გარდაცვლილი დავინახე. ისინი ერთამნეთის მოცილებით იწვნენ. მათ ვიღაცამ ზეწარი გადააფარა. ერთი ქალი იყო, ერთი – კაცი და თუ ვინ იყო მესამე, ზუსტად ვერ გამეგო. ჩემი აზრით, ბავშვი.

 

ჩვენ აფთიაქში მიგვიყვანეს და უცნობმა ქალმა, დედას გვერდიდან რკინის ნაფლეთი ამოუღო. მე კი მხოლოდ ფეხები გადამიხვიეს. იმის გამო, რომ ერთი ნაფლეთი ღრმად იყო ხორცში შესული ფეხი ძალიან მტკიოდა მათი ამოღების დროს. ალადინს ძალიან ვეცოდებოდი, მიყურებდა და საკუთარ ხელს კბენდა.

 

გადაწყვიტეს, რომ სახლში უნდა წავსულიყავით, იმის გამო, რომ საავადმყოფოები გადატვირთული იყო მძიმედ დაჭრილი ადამიანებით. ძირითადად, ქალბატონებით, მოხუცებითა და ბავშვებით.

 

დილით ფეხების ტკივილი გამიმძაფრდა. მე ტკივილგამაყუჩებელ და დამამშვიდებელ წამლებს ვსვამდი, მაგრამ ტკივილი სულ უფრო აუტანელი ხდებოდა. ჩვენი კატა კი გადასაფარებლის ქვეშ შეძვრა და სისხლიან სახვევს მოეჭიდა, ეს საშინელი იყო. მე მას წიხლი ვკარი და გადავაგდე.

 

ძლივს ვისაუზმეთ. დედამ მეზობლებს, ჩემი საავადმყოფოში წაყვანა სთხოვა. ზემოთ მცხოვრებნი დათანხმდნნ. მათი მანქანით ჩვენ ნომერ მე–9 სააავადმყოფოსკენ გავემართეთ. ეს ჩვენი ცენტრალური სამედიცინო დაწესებულებაა.

 

ექიმებმა მაშინვე აგვიხსნეს: „თქვენ რენტგენი გჭირდებათ. ელექტროენერგია არ გვაქვს, საწვავი კი გაგვითავდა“.

 

ექიმი, რომელიც მივლიდა, დაიღალა. ის ძლივს იდგა ფეხზე. მან მომიყვა, რომ ღამით, ოპერაციის დროს, რამდენიმეჯერ გამორთეს ელექტროენერგია და მიუხედავად ამისა, ათობით ადამიანს გაუკეთეს ოპერაცია. ბევრი დაიღუპა...

 

ჩემთვის ტკივილგამაყუჩებლის გაკეთება დაავიწყდათ მაშინ, როცა ჭრილობებს ამუშავებდნენ. მე ვიკივლე. ყვირილის მცხვენოდა. ექიმი მიმიხვდა და ნემსი გამიკეთა. დედამ გამოწერილი წამლები მაშინვე მიყიდა. ნაფლეთებს ეძებდნენ, მაგრამ ვერ იპოვნეს. „რენტგენის გარეშე, დახმარებას ვერ შევძლებთ. ბავშვს ტყუილად ვტანჯავთ. მოძებნეთ საავადმყოფო, სადაც ელექტროენერგიაა.“ – აღნიშნავდნენ ექიმები. ფეხებიდან ნაფლეთების უმნიშვნელო რაოდენობა ამომაცალეს. ამ დროისათვის, დედასაც სტკიოდა გვერდი, მაგრამ მას სიარული შეეძლო.

 

1999 წლის 31 ოქტომბერი

 

15:40

 

კვლავ დაბომბეს. დაბომბეს კარპინკის ადგილობრივი სექტორი. ჩვენს სახლში ბავშვები იმალებოდნენ. ხმამაღლა ყვიროდა და ტიროდა ათი წლის გოგონა – ზარა. მანსური, დეიდა ვალის შვილი, ყველას გვამშვიდებდა. მე ვლოცულობდი. დანარჩენები კი კიბეებიანი აივნებიდან იყურებოდნენ ჩვენს ოთახში.

 

1999 წლის 25 ნოემბერი

 

დღემ მშვენივრად ჩაიარა! დილიდან ცოტას ისვროდნენ და საღამოს, მეზობლები „სასეირნოდ“ გავიდნენ. ეს ნიშნავს, სადარბაზოსთან დგომას და სუფთა ჰაერის ჩასუნთქვას. მაგრამ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც ჩანდა!

 

იარაღი ჩვენი ეზოსკენ მომართეს. ჩვენ ყველანი დეიდა მარიამის სახლში შევცვივდით. ასე დავრბოდით ერთამნეთის სახლებში, მერე კვლავ ვბრუნდებოდით და კვლავ გავრბოდით. ეს ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

 

კარზე კაკუნი გაისმა. ალადინი მოვიდა! ვიფიქრე, რომ ჭკუიდან გადავდგებოდი... რომ ყოველივე მესიზმრებოდა... იგი ამ ჯოჯოხეთში გადარჩა! როგორ?! ასეთი დაბომბვები! მან კი ცხელი ზონიდან, ჩვენს რაიონამდე მოაღწია! იგი თურმე ფიქრობდა, რომ მშივრები ვიყავით...

 

მან ჩვენ შავი პური მოგვიტანა. ალადინი მთლიანად ჭუჭყიანი იყო. დაკარგა ხელი, მაგრამ რაც მთავარია, ის ცოცხალი იყო. სიმართლე რომ გითხრათ, მე სიკვდილზე აღარ მიფიქრია.

 

2000 წლის 20 იანვარი

 

გუშინ, 19 იანვრის დილას, ჩვენ სახლიდან რუსმა სამხედროებმა გაგვიყვანეს. ჩემს საათზე ცხრა იყო დაწყებული.

 

„ჩქარა! ძალიან ჩქარა!“ – გვიბრძანეს მათ. დედას არ მისცეს საბუთების წამოღების უფლება. მათ უთხრეს:

 

– შენ პასპორტი, აღარ დაგჭირდება...

 

მეზობელი მოპირდაპირე სახლიდან, ბებია ნინა, თოვლში სახლის ჩუსტებით გავიდა. გადაცმა მან ვეღარ მოასწრო. გადაწყვიტა: შეამოწმებენ სახლებს, გადახედავენ დოკუმენტებს და შინ დავბრუნდებით. ამდაგვარი სიტუაცია 1995 წელსაც ხომ იყო? მაგრამ, ამ ჯერად, ყველა მოსახლე, ვინც სახლებიდან გამოიყვანეს, კორპუსის შუა სადარბაზოში შეკრიბეს.

 

მე ვხედავდი, როცა ჩემს ეზოში მივდიოდი, ნათელი მზე და თეთრი, ქათქათა თოვლი. ლამაზია! უბრალოდ რკინის ნაფლეთები, რომლებიც უკვე ოთხი თვის განმავლობაში „ცხოვრობდნენ“ ჩემს ფეხებში, შიგნიდან მჩხვლეტდნენ და სიარული ნამდვილ ტანჯვად მექცა. კიბეებზე, რომელიც ქვევით ჩადიოდა, ბევრი საპონი ეწყო, რომლებიც წითელ კოლოფებში იყო მოთავსებული. მე ერთი კოლოფი ავიღე და ჯიბეში დავმალე. რამეში გამომადგება, მაგალითად ხელების დასაბანად!

 

ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჩვენ ჩვენს ეზოში მივდიოდით, ვხედავდი, თუ როგორ გამოქონდათ სამხედროებს ლურჯი ყუთები – როგორც აღმოჩნდა, ბროლის ნივთები. შემდეგ ისისნი ყუთებს ხსნიდნენ და ეზოში, ასფალტზე ტეხდნენ ბროლს, ყველას დასანახად, თან ბილწსიტყვაობდნენ... უბრალოდ გაუგებარი იყო – რატომ?

 

შემდეგ ჩვენ სარდაფში ჩასვლა გვიბრძანეს და საუბარი აგვიკრძალეს. მოლაყბეს ტყვიას დაჰპირდნენ.

 

ჩვენ სარდაფში დაახლოებით სამი საათი ვისხედით. უხმოდ ვურთიერთობდით, ტუჩების შეუმჩნეველი მოძრაობებით. ყველას გვეშინოდა, რომ ყუმბარას ჩამოგვიგდებდნენ. უფროსები ამბობდნენ, რომ ასეთი შემთხვევები ხდებოდა... სარდაფში სიმჭიდროვე, სიბნელე, ნესტი და უჰაერობა იყო. იურაჩკამ კი ჩამჩურჩულა, რომ რუსი ჯარისკაცები უცხოპლანეტელები იყვნენ და ისინი სხვა გალაქტიკიდან ადამიანების მოსაკლავად ჩამოფრინდნენ.

 

საბოლოოდ, ჩვენ სარდაფიდან გამოსვლის უფლება მოგვცეს. დეიდა აზა და დეიდა ლინა ამოვიდნენ თუ არა სარდაფიდან, მაშინვე ლამაზი, წითელი საპნის შეგროვება დაიწყეს. განაცხადეს, რომ საპონი ვიღაც მეზობელმა შესანახად დაუტოვა მათ. მე შემრცხვა, მაგრამ ჩემი ერთადერთი საპონი მაინც არ მივეცი.

 

– მომეცით უფლება, ჩემს სახლში შევიდე! პასპორტს ავიღებ. რა შემეძლება პასპორტის გარეშე? – წუხდა დედა.

 

– არ შეიძლება! პასპორტი აღარ გჭირდებათ. ნივთები არ წამოიღოთ! კარები არ ჩაკეტოთ! წინ! გამცილებლებთან ერთად.

 

აზამ დედას შავი ტყავის ქურთუკი მისცა.

 

– ეს მაინც გადამირჩინე! – მოულოდნელად სთხოვა მან.

 

ორი კორპუსის მაცხოვრებელნი, ჯაჭვივით გადაბმულნი მიდიოდნენ. მე თერთმეტი ადამიანი დავინახე. ეზოს გასასვლელთან, კუთხეში, ჩაცხრილვის გამაოგნებელი ხმა გაისმა. იმსხვრეოდნენ შუშები. ჩვენ და სამხედროები ერთად მივდიოდით.

 

ჩვენ პირველები მივდიოდით: ბებია სტასია, დედა და მე. სტასია ძლივს დადიოდა. ჩვენ იგი შუაში მოვიქციეთ და ყველა ერთმანეთს ვეშველებოდით. მეც ძლივს მოვძრაობდი შიმშილისგან და დაღლილობისგან გათანგული... როცა ბომბის აფეთქების ხმა გაისმოდა, ყველა ძირს წვებოდა და შემდეგ კვლავ განაგრძობდნენ მოძრაობას...

 

ჩვენ კლდესთან მიგვიყვანეს. მე ქვემოთ ჩავიხედე. იქ ხრამი და თოვლი იყო. იურაჩკა გაგიჟდა, ჯარისკაცს პირჯვარი გადასახა და რაღაც მსგავსი უთხრა:

 

–ქშა! ქშა! გაფრინდით აქედან!

 

რომელიღაც ჯარისკაცმა, იარაღიდან ისროლა, ჩვენი თავებიდან ოდნავ ზემოთ. მე შემეშინდა. ვგრძნობდი, რომ ვეცემოდი. თავბრუ დამეხვა. დედას ვეჭირე. მარჯვენა ფეხში ჩარჩენილმა რკინის ნაფლეთმა კი კვლავ „გაიღვიძა“ და ხორცს ძლიერად მიფლეთდა. ბებია სტასია მუხლებზე დაეცა და ყვირილი დაიწყო:

 

– რას აკეთებს? ჩვენ თქვენიანები ვართ, ჩვენ რუსები ვართ! არ ისროლოთ.

 

დედა ჩუმად იდგა.

 

ჯარისკაცებმა სიცილი დაიწყეს. ყველაზე მსუქანმა კი თითის ქნევა დაიწყო:

 

– თავისუფლად! დაეშვით დაბლა! შინ დაბრუნება კი არ გაბედოთ – ჩვენ აქ წმენდა გვაქვს!

 

ჩვენ მას დავუჯერეთ. ძირს დავეშვით. ერთ–ერთმა ჯარისკაცმა კი დაიყვირა: „დაცხრილვის შესახებ, უბრალოდ ვიხუმრეთ...“

 

ჩვენ უცნობ ადგილებში დავდიოდით. გამცილებელმა უფანჯრო და უკარებო სახლზე მიგვითითა. მაგრამ შენობა, გამძლე აგურის კედლებისგან იყო აშენებული. „ჯერჯერობით აქ დაისვენეთ. ჩვენსკენ სხვა დანაყოფებიც მოდიან.“

 

ძალიან მალე შემოგვიერთდნენ ჩვენი მეზობლები. შენობა, სადაც ჩვენ მიგვიყვანეს, სრულიად ცარიელი იყო. ოთახის შუაში, მხოლოდ ერთი საწოლი იდგა, რომელზეც მხოლოდ რკინის ზამბარები იყო, არც მატრასი და არც ლეიბი. ყველა, რიგრიგობით ვისხედით ამ საწოლზე დარჩენილი დღე და მთელი ღამე. მე კი იატაკზე ვიჯექი და საწოლზე დაჯდომის სურვილიც არ მქონდა.

 

დილით სხვა სახლის საძებნად გავემართეთ. ისეთი შენობის პოვნა გვსურდა, სადაც დროებით მაინც შევძლებდით ცხოვრებას. ჩვენ არაფერი გვქონდა ნაჭამი. არც გუშინ და არც დღეს. სამაგიეროდ სახლი ვიპოვნეთ! მას კარები და ფანჯრები ჰქონდა. სასადილო მაგიდაც კი იდგა! სავარძელიც! ჩვენ სახეები ბედნიერებისგან გაგვინათდა და ყველამ შევწყვიტეთ მოთქმა.

 

სასწრაფოდ დავიყავით პატარა ჯგუფებად და მუშამბას საძებნად გავეშურეთ, რათა ფანჯრები დაგვეფარა. ასე უფრო თბილად ვიქნებოდით. ჩვენი ძებნა წარმატებული გამოდგა. ლურსმნები და ჩაქუჩი ვიპოვნეთ. გადავწყვიტეთ, რომ არ დავყოფილიყავით. იმ დროისათვის, 2–3 ადამიანის ცალ-ცალკე ცხოვრება საშიში იყო. უკეთესი იქნებოდა, თუ ყველა ერთად ვიქნებოდით.

 

2000 წლის 22 იანვარი

 

დეიდა აზამ და დეიდა ლინომ მეზობელი სახლებიდან თბილი პლედები მოიტანეს და მშვიდად ეძინათ. დედას სხვის სახლებში შესვლა მოერიდა. ჩვენ ვიტანჯებოდით, ვიყინებოდით. მე დილით დავიწყე ტირილი, ვერ ავიტანე ორდღიანი შიმშილი და დედას ვუთხარი: „მათგან მაგალითი უნდა ავიღოთ! ხალხი თავის გადარჩენაზეა ორიენტირებული, ჩვენ კი...!“ მან მითხრა: „ხო, კარგი...“ – უჩუმრად წამოდგა.

 

ვიღაც რუს ჯარისკაცებს შევეცოდეთ და მათი საკვების ნაწილი გაგვინაწილეს. შემდეგ გვითხრეს: „ყველაფერი რაც გჭირდებათ, უნდა ეძებოთ ქალაქში. როგორც ვიცით, გროზნოში ჩაკეტილი სახლები აღარ არსებობს!“

 

ყველა საძებნად გაეშურა, მაგრამ ვერაფერს მიაგნეს, ფქვილის გარდა. დღის სამი საათისთვის, რაღაც სუფის მაგვარი მოამზადეს, როგორც იქნა მივირთვით! საღამოს, ვიღაცამ ცოტაოდენი ბრინჯი აღმოაჩინა, ვიღაცამ კი ერთი ჭიქა მაკარონი. გავიხარეთ, რადგან მაკარონიანი და ბრინჯიანი „წვნიანი“ გვექნებოდა. მასში ჩავყრით ყველაფერს, რაც გაგვაჩნია.

 

ჩვენი სახლი ალბათ უკვე დაიწვა და დედას პასპორტიც მიჰყვა მას.

 

ვოვკამ და აზამ, სადღაც სამხედროებისთვის არაყიც კი იყიდეს. ოღონდ რატომ მოიქცნენ ასე ვერ მივხვდი. ვოვკას ცოლი, დეიდა ოლია, მუდამ უცინის და უჩურჩულებს ჯარისკაცებს. ამბობს, რომ საკვებისთვის იქცევა ასე. ყველას ხელმძღვანელობს, ყვირის, თავად კი თავის ოთახში, სხვისი ბროლი და ჭურჭელი შეაქვს. ჩვენს ოთახებს სამზარეულო ჰყოფს... დღეს დედამ კასრს მიაგნო, რომლიც ნახევრად რუხი ფქვილით იყო სავსე. ეს კასრი ქუჩაში, სადღაც ნანგრევებში ეგდო. დედამ მისი წამოღება გადაწყვიტა, ვიღაც ჩეჩენმა ქალმა კი უყვირა: „ჩემია, მომეცი! იგი ჩემი სახლის წინ იდო. მე მოხუცი ვარ! სამი დღეა არაფერი მიჭამია!“ დედას შერცხვა და შეეცოდა მოხუცი. მან ფქვილი მისცა „ბებოს“. მთვრალმა ვოვკამ კი დედას უყვირა!!!

 

– მე ღმერთი არ ვარ! თქვენ არ გამოგკვებავთ! ვინც არაფერს არ მოიტანს –საჭმელსაც არ მიიღებს!

 

ჩვენ ვდუმდით. ვიცოდით, რომ დამნაშავეები ვიყავით.

 

2000 წლის 24 იანვარი

 

ჩვენ წყალს ვეზიდებოდით. მე ნახევრად ცარიელი კასრით. იარაღის სროლის ხმა უკვე ძალიან ახლოდან ისმოდა.

 

კარგად ჩანდა, როგორ იწვოდა და ალი ასდიოდა სახლებს.

 

სამხედრო თვითმფრინავები ზუსტად ჩვენს თავზე დაფრინავდნენ. ასე ერთობოდნენ სამხედროები. ისინი ჩვენი თავებიდან ოდნავ მაღლა ისვრიან, სანამ წყალს ვაგროვებთ.

 

მიტოვებულ სახლებში ხშირად არის წყლით სავსე კასრები, მაგრამ ისინი გაყინულია და მათი გადნობა ძალიან რთულია. სადაც გამოგვდის რაიმე, კასრები შინ მიგვაქვს.

 

ჩვენ ღუმელიც გვაქვს. გაყინული წყლით სავსე კასრს მასზე ვდებთ და ვადნობთ. ჩვენ ისევე გვძინავს, როგორც ადრე. ქურთუკებში, მაგრამ ახლა ისე აღარ ვიყინებით. დღეს გაგვიმართლა – დამწნილებულ პომიდორებს მივაგენით. შინ მივიტანეთ...

 

დღე–ღამის განმავლობაში ერთხელ ვჭამთ. ზუსტად დღის სამ საათზე. ჩვენმა მეზობლებმა იპოვნეს და მოიტანეს ფქვილიც. სწორედ ამიტომ, დღეს თითოეულ ჩვენგანს კიდევ აქვს საკბილო. თუ გინდა ყველაფერი მაშინვე შეჭამე, ან თუ გსურს, მთელ დღეზე გადაანაწილე.

 

მე მუდმივად ჭამა მინდა. ფეხები მტკივა. ეს ყველაფერი კი მეტალის ნაფლეთების გამო...

 

რამდენიმე რუს ჯარისკაცს შევეცოდეთ და თავიანთი საკვები გაგვინაწილეს. 2 ქილა მოგვცეს, ეს კი თითოეული ჩვენთაგანისთვის იყო განკუთვნილი.

 

– ჩვენ ისედაც განკუთვნილის ნახევარს გვაძლევენ, – აღიარა ერთ–ერთმა ჯარისკაცმა. – დანარჩენს ხელმძღვანელობა ყიდის... მაგრამ თქვენ აიღეთ. თქვენი ყურება რთულია. თქვენ ხომ მშივრები ხართ!

 

პროდუქტებს ვოვკა, დეიდა ლინა, აზა და ოლია მაშინვე ახარისხებენ. რაც უკეთესია, თავიანთთვის მალავენ. ჩუმად ჭამენ, ღამ–ღამობით, ბებიებს, მე და დედას კი თითქმის არაფერს გვაძლევენ. ..

 

მე როგორც იქნა გავიგე! ჩვენთან ერთად მცხოვრებნი უბრალოდ მარადიორებად იქცნენ.

 

დედა მე უფლებას არ მაძლევს, სხვის სახლში შევიდე, რომ შემთხვევით რამე არ გამოვაყოლო. როცა სხვის სახლში შევდივართ, მაშინვე გავეშურებით ხოლმე სამზარეულოსა და სარდაფისკენ. მთავარი ხომ საკვებია! საკვების აღება ცოდვა არ არის. თუ ჩვენს საკვებს იღებდნენ, ჩვენ არასდროს ვჩხუბობდით...

 

ჩვენ აუცილებლად ვნახულობთ სააბაზანოსაც. იქ წამლებს, წყალსა და საპონს ვპოულობთ ხოლმე.

 

ჩვენ დღეს მაგრად გაგვიმართლა – წამლები ვიპოვნეთ. მე მაშინვე ორი აბი დავლიე.

 

2000 წლის 25 იანვარი

 

დილით ჩვენი ქალები მოვიდნენ და მოგვიყვნენ, რომ ორი და სამხედროებმა წაიყვანეს. ასაკით ისინი სკოლის მოსწავლეები იქნებოდნენ. მათი დედა კი არყით სავსე კასრს ეძებდა, რათა ამის საფასურად გოგონები უკან დაებრუნებინა.

 

აზამ და ოლიამ სხვისი ლამაზი პირსახოცები მოიტანეს, აღნიშნეს: „ეს ხელსაწმენდების მაგივრად“. და ყველაფერი მაშინვე თავიანთ ოთახში შეიტანეს.

 

დილით მე დავინახე: ჩვენს ეზოში ახლად ამოთხრილი საფლავი იყო. უფროსებმა განაცხადეს: „ეს მეზობელია. გვერდითა სახლში თავი მოიკლა“. ნუთუ მართლა! მე კი არაფერი შემიმჩნევია...

 

ღამით ძლიერი სროლებია, მაგრამ სარდაფში არავინ ჩადის. ყველას ჩვენ ადგილებზე გვძინავს...

 

დედას გული ასტკივდა. მე მას ვალიდოლი და გულის წვეთები მივეცი. მან ეზოშივე დაკრძალვა მთხოვა, იმ შემთხვევაში, თუ გარდაიცვლებოდა. მაგრამ ეს აუცილებლად მე უნდა გამეკეთებინა, რადგან სიკვდილის შემდეგაც კი არ სურდა, ჩვენს მეზობლებთან რაიმე საერთო ჰქონოდა. მე კი ვუთხარი, რომ ვერ დავკრძალავდი, რადგან მიწა გაყინული იყო.

 

– მაშინ დაწვი, – მირჩია დედამ...

 

2000 წლის 26 იანვარი

 

ღამე

 

გათავხედნენ მეზობლები გვერდითა ოთახიდან! იქვე ეწევიან და სვამენ, სადაც სძინავთ. ეს კი ისეთ დროს, როცა გაჩაღებულია ომი! მაშინ, როცა სიცოცხლე ბეწვზე კიდია. კვამლი ჩვენს ოთახშიც შემოდის. ჩვენ ვიგუდებით: ბავშვები და მოხუცები.

 

ახლა უფრო მეტად გათავხედდნენ: ჩვენი ოთახის კარი ჩაკეტეს, სკამებით ჩახერგეს. ექვსი ადამიანი ისე ვსხედვართ, თითქოს ციხეში ვიმყოფებით. საპირფარეშოშიც ვერ გავდივართ! სამზარეულოში კი ჩვენი გოგონები რუს სამხედროებთან ერთად ერთობიან. მშვიდობიანი საუბარი აქვთ და მათთან ერთად მიირთმევენ კიდეც. რაღაც გემრიელი მოხარშეს. სუნი! გამაოგნებელია! თუმცა ეს პროდუქტები ხომ ყველასთვის იყო განკუთვნილი. ჩვენ მშივრები ვართ. ისინი კი სვამენ! საკეტის ჭუჭრუტანიდან ჩვენ კარგად ვხედავთ წითელი ღვინით სავსე ჭურჭელს.

 

რუსმა მებრძოლებმა ხმაური გაიგეს და იკითხეს:

 

– რა, აქ სხვებიც არიან?

 

მაშინ ვოვკას ცოლმა და დეიდა აზამ ერთმანეთის სიტყვების გამეორება დაიწყეს:

 

– რა ადამიანები?! ეს ოთახი ინვალიდებისთვის გვაქვს განკუთვნილი. ჩვენ მათ ვკვებავთ!

 

დედამ ამის გაგებაზე ქვითინი დაიწყო. თქვა:

 

– ჩვენ მათ ჩამოვშორდებით. გავინაწილოთ შეშა და პროდუქტი. ცეცხლს კი თავადაც დავანთებ ხოლმე ეზოში.

 

...დღეს დედა უკეთ გრძნობს თავს. მან წამოდგომა შეძლო. გული მოეშვა...ჩვენ ერთ–ერთ სახლში მშრალი წინდები ვიპოვნეთ და ჩავიცვით. ხელთათმანებს კიდევ ვერ მივაგენით.

 

ერთ–ერთ სახლში, სავარძელზე, გარდაცვლილი მამაკაცი დავინახეთ. ცოტაოდენი სისხლი თავზე და ჩაის ჭიქა ხელში. იგი თითქოს ცოცხალი იყო... უბრალოდ, ჰაერში მეტალის სუნი იგრძნობოდა.

 

გარდაცვლილებს რატომ ასდით მეტალისა და ფერფლის სუნი? ბავშვის ნივთები კი მის ახლომახლოს ელაგა, ასევე ბავშვის საწოლიც...

 

ამ სახლიდან დედამ საკვების გამოტანის უფლებაც კი არ მომცა. იგი ცრუმორწმუნეა. ამბობს რომ გარდაცვლილებისთვის არაფრის წართმევა არ შეიძლება.

 

გვიან ღამით მე კინაღამ დავიღუპე. გამოვედი დაახლოებით 23:00 საათზე. სიბნელე. ვარსკვლავები. ყინვა.

 

საკვების ნაწილი დავმალე, რათა მოხეტიალე ძაღლი გამომეკვება. სწორედაც რომ ძაღლის გამო გამოვედი სახლიდან. დავუძახე მას და საკვები მივეცი... მოულოდნელად სროლა ატყდა. მას მეორე მოჰყვა! ჩემს იქით კი, კედლის უკან, ვიღაცამ მთვრალი ხმით სიცილი დაიწყო. ისინი მე მესროდნენ.

 

მე გადავხტი და კუთხეში მივიმალე. ამის შემდეგ, შეუმჩნევლად სახლის კიბეზე ავძვერი. ფეხების ტკივილისგან, ტუჩები თითქმის სულ დავიჭამე. ცეცხლის შუქზე კი მე და დედამ ჩემი დაცხრილული შარფი შევამოწმეთ.

 

2000 წლის 27 იანვარი

 

...პაპა ჰალიდმა მოირბინა, ჩეჩენი, ადგილობრივი მცხოვრებია:

 

– მიშველეთ! ჩემი შვილის სახლი იწვის. ნივთები გადაარჩინეთ!

 

არავინ წამომდგარა. მხოლოდ მე და დედა ავდექით. პაპამ დიდი სახლისკენ მიგვითითა. ცეცხლი ძლიერი არ იყო, მაგრამ მისი ჩაქრობა მაინც არ შეგვეძლო. ჩვენ ორი ბალიში და ორი დიდი ქვაბი, რაღაც ძველი ქურთუკები, რამდენიმე კასრი გამოვათრიეთ. ეს ყველაფერი კი პაპა ჰალიდის ეზოში მოვათავსეთ. სახლი, რომელიც იწვოდა, თითქმის ცარიელი იყო: როგორც ჩანს, ძვირფასი ნივთების გატანა ქალიშვილმა და სიძემ მოასწრეს. მოხუცი დაგვპირდა, რომ სიკეთეს არ დაგვივიწყებდა და ვერმიშელის მოცემა აღგვითქვა. ჩვენ დაგვავიწყდა მისი გაფრთხილება, რომ დამოუკიდებლად ვიკვებებოდით.

 

ჰალიდმა არ მოგვატყუა. მან მოგვიტანა ის, რასაც დაგვპირდა. თუმცა მცირე რაოდენობით. მოგვიტანა ძალიან ცოტა. არადა გვითხრაა, რომ დიდი კასრით ჰქონდა ვერმიშელი. ჩვენი ვერმიშელი აზამ წაიღო. მან მომენტალურად დამალა იგი თავის ოთახში. მე და დედა არაფრის გარეშე დავრჩით.

 

 

 

2000 წლის 28 იანვარი

 

...დედა ყოველდღიურად იმეორებს სიტყვებს:

 

– შინ წასვლის დროა!

 

„გზა შინისაკენ საშიშია. უნდა წავიდეთ დიდ ჯგუფებად. ისევე, როგორც გამოვედით ჩვენი სახლებიდან“, – გადაწყდა ერთობლივად.

 

გავიყავით ის პროდუქტები, რასაც ვპოულობდით და მოგვქონდა. დედას და მე მოგვცეს: ერთი კასრი ფქვილი, ხახვი, ერთი ქილა პომიდორი და ათი კარტოფილი. დამატებით გამოგვიყვეს ორი ერთ ლიტრიანი, საწებლით სავსე ქილა.

 

ჩვენი მეზობლების საწოლების ქვეშ კი სხვადახვა სახის საკვები იმალებოდა. მაგრამ ბებია სტასასა და ნინას ისეთივე მცირეოდენი მისცეს, რაც ჩვენ.

 

მე ჩვენი სახლისთვის ბევრი სასარგებლო ნივთი მომქონდა: ასანთები, წამლები და სხვათა შორის, წიგნებიც კი.

 

...საღამო. ჩვენ სახლში ვართ.

 

დღეს ჩვენი გადმოსვლა დავასრულეთ. ღრმა თოვლში მოვდიოდით, გზაზე, რომელიც მთლიანად აღმართი იყო. პირველი ბებია სტასია მოდიოდა.

 

სტასიას ჩვენ მოვდევდით. დედამ ხელის ორთვალა შეაკეთა. მასში მოთავსდა: ფქვილით სავსე კასრი, ორი ქილა, ხახვი და ფასდაუდებელი კარტოფილი.

 

...საბოლოოდ, როგორც კი მოსაღამოვდა, ჩვენი სახლის ზღურბლს მივადექით. მაგრამ კარი არსად დაგვხვდა! ჩვენ ჩვენი დაცხრილული მაცივარი შემოგვეგება. მისი მოგლეჯილი კარი, გვერდით იდო. ჩვენ შევედით და დავინახეთ: ზეწრები სისხლით იყო დასვრილი. ჩემი პატარა რადიო და ტელივიზორი აღარ იყო! გაქრა ჩალაგებული ნივთები: ჩემი თეთრეულიც კი აღარსად ჩანდა! სახლი სრულიად დაცარიელებული დაგვხვდა!

 

ჩვენ იმდენად დაღლილები ვიყავით, რომ უბრალოდ ის ჩავიცვით, რასაც მივაგენით. ოთახში ფანჯრიდან თოვლი შემოდის. არ მაინტერესებს! ჩვენ სახლში ვართ!

 

2000 წლის 30 იანვარი

 

უკარფანჯრო სახლში გვძინავს. შემოსასვლელში სკამს ვდებთ. კარს მივაგენით, მაგრამ სრულიად გაფუჭებულია. აუცილებელია მისი შეკეთება...

 

ფანჯრებში, პერიოდულად, სროლის ხმა შემოდის. მე გავიხედები და მაშინვე ვიმალები.

 

რუსმა ჯარისკაცებმა ლინას ფუმფულა კატა ჩაცხრილეს. იგი ტიროდა. ეზოს ძაღლი კი დაჭრეს. ძაღლმა სამი დღის მანძილზე იტანჯა და შემდეგ მოკვდა. დედამ იგი აიყვანა და გზის პირას, ბუჩქებს შორის დამარხა. ჩვენი შინაური ცხოველები ჯერ კიდევ შემოდგომაზე მოკვდნენ შიმშილით.

 

ცივა. ვეღარ ვწერ. ჩვენ საჭმელიც გვითავდება...

 

პოლინა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბრიტანეთი რუსი ჩინოვნიკების "შავ სიას" აქვეყნებს

აშშ-ის შემდეგ სერგეი მაგნიცკის მკვლელობისათვის შავი სია დიდმა ბრიტანეთმაც გამოაქვეყნა. ოფიციალურმა ლონდონმა სავიზო სანქციები იმ რუს ჩინოვნიკებს დაუწესა, რომლებიც ბრიტანული საინვესტიციო ფონდის იურისტის მკვლელობის საქმეში ფიგურირებენ. ბრიტანული პრესიის ცნობით შავ სიაში 60მდე რუსი მარალჩინოსანი მოხვდა.

სერგეი მაგნიცკი რუსეთში მუშაობის დროს ქვეყნის კორიფციულ საქმეებს იძიებდა.იგი 2009 წელს ციხის კლინიკაში გარდაიცვალა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...