Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ანტირუსული კამპანია


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2010/07/macleans.gif

სტეფანი ფინდლი

 

თბილისი მოსკოვს სახელმძღვანელოებით და მონუმენტებით უწევს წინააღმდეგობას 

 

როდესაც ახალი სასწავლო წელი დაიწყება, ქართველ მოსწავლეებს რუსული ოკუპაციის 200 წლისთავისადმი მიძღვნილ ისტორიის ახალ სახელმძღვანელოებს დაურიგებენ. სახელმძღვანელო რუსულ–ქართული ურთიერთობების შემსწავლელი სპეციალური კომისიის მუშაობის შედეგია. კომისია მიხეილ სააკაშვილმა შექმნა. რუსებს  განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონიათ. „სად არის ლოგიკა?“, – კითხულობს რუსეთის საინფორმაციო პოლიტიკის ხელმძღვანელი ვლადიმერ მედინსკი გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“–სთვის მიცემულ ინტერვიუში, „ნუთუ მიზანი ისეთი თაობის გაზრდაა, რომლისთვისაც რუსეთი მონსტრი იქნება?“

 

ეს წიგნი არ არის იმ ანტირუსული კამპანიის პირველი ნაყოფი,  რომელსაც სააკაშვილი 2004 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ აწარმოებს. როგორც ჩანს, მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი საქართველო ყველაფერი რუსულისგან და საბჭოთასგან გაწმინდოს. ივნისში საქართველოს ხელისუფლებამ იოსებ სტალინის მშობლიური ქალაქის გორის ცენტრიდან საბჭოთა ლიდერის ისტორიული ექვსმეტრიანი ქანდაკება მოხსნა, რომელიც იქ 48 წლის განმავლობაში იდგა. საქართველოს კულტურის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას თქმით, ძეგლის დემონტაჟის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ის უნდა შეიცვალოს მემეორიალით, რომელიც მიეძღვნება „საბჭოთა დიქტატურის, საქართველოში და მის საზღვრებს მიღმა სტალინის პოლიტიკისა და 2008 წლის ომის ყველა მსხვერპლს“.  

 

თუმცა, რამდენად სასარგებლოა ეს კამპანია თავად ქართველებისთვის? თითქმის ორი წლის წინ, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველომ სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქ ცხინვალს ცეცხლი გაუხსნა იმ იმედით, რომ აჯანყებულ რეგიონზე კონტროლს აღადგენდა. რუსეთმა ამას ძალის მასშტაბური დემონსტრირებით უპასუხა და ომმა, რომელიც დაიწყო, საქართველოს და რუსეთის 850 მოქალაქის (მათ შორის სამხრეთ ოსეთის) სიცოცხლე შეიწირა. „ყველა დამარცხდა“, – წერს New York Times–ში გამოქვეყნებულ წერილში კონფლიქტის გარემოებების შემსწავლელი ევროკავშირის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე ჰაიდი ტალიავინი. „საქართველო გახლეჩილია; გამოყოფილი რეგიონები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა; რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია 35 000 ადამიანი იძულებული გახდა მშობლიური კუთხე გაურკვეველი დროით მიატოვოს“.         

 

იმავდროულად, სააკაშვილი განაგრძობს რუსეთისადმი არსებული შიშისა და ანტირუსული გრძნობების  ექსპლუატაციას. მარტში, ქართული ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში რუსული ინტერვენციის დაწყებაზე „სატირული“ გადაცემა გავიდა, რომლის გამოც ასობით ქართველი პანიკაში ჩავარდა და ქუჩაში გამოვარდა. ანალიტიკოსების ვარაუდით, ამის უკან სააკაშვილი იდგა, რომელიც ამ ფორმით კრემლის მიმართ შიშს აღვივებდა. „ეს არის მთავრობა, რომელმაც ომი წააგო და ეკონომიკაში უძრაობა აქვს. პოპულარობას კი ის, კონკრეტულად იმით ინარჩუნებს, რომ ქართულ ნაციონალიზმზე აკეთებს აპელირებას“ – მიაჩნია საერთაშორისო საკითხების ექსპერტს და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს ლინკოლნ მიტჩელს.

 

სააკაშვილის პოლიტიკის თავისებურებები ნაწილობრივ მისი აშშ–სთან კავშირებითაც აიხსნება. საქართველოს პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში ამერიკის პოლიტიკური მხარდაჭერით სარგებლობდა, განსაკუთრებით ბუშის ადმინისტრაციის დროს. მას შემდეგ, რაც თბილისი და ვაშინგტონი დაახლოვდნენ, საქართველომ ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა დაიწყო და მკვეთრად გაზარდა სამხედრო ხარჯები, მოიმარაგა რა ძველი ტანკები და საბრძოლო ავიაცია, ასევე ასობით ათასი იარაღი. თუმცა ქვეყანაში ისეთებიც არიან, ვინც შეერთებულ შტატებს აკრიტიკებს. „(ამერიკის) წინა ადმინისტრაციამ აშკარად გადაამლაშა, ადიდებდა რა შესანიშნავ ქართულ დემოკრატიას“, – ამტკიცებს სლავური კვლევების განვითარების ამერიკული ასოციაციის დირექტორი დიმიტრი გორენბურგი. „რა თქმა უნდა, წინა რეჟიმთან შედარებით პროგრესი საგრძნობია, თუმცა ეს მაინც კვაზიდემოკრატიაა და არა ნამდვილი თავისუფლების შუქურა“. აპრილში ეროვნულმა დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც დემოკრატიის განვითარებას უჭერს მხარს) 2 378 ქართველი გამოკითხა და გაირკვა, რომ მათი 52% უკმაყოფილოა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პოლიტიკით, ხოლო 46% – საკუთარ ქვეყანას დემოკრატიულად არ მიიჩნევს.          

 

მართალია, ექსპერტები უახლოეს მომავალში ახალ ომს არ ვარაუდობენ, თუმცა ანტირუსული რიტორიკა, როგორც ჩანს შენარჩუნდება, ვიდრე ხელისუფლებაში სააკაშვილი იქნება. „ვფიქრობ, ადამიანებს გაუხარდებათ თუკი სააკაშვილს ალტერნატივა გამოუჩნდება“, – ამბობს გორენბურგი. „თუმცა ოპოზიციის ლიდერებს ისინი არ ენდობიან“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...