planetanews Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 მობილურ ტელეფონზე მოსასმენი პროგრამის დაყენება დღეს რთული აღარ არის. სპეცსამსახურები მობილური ტელეფონების მოსასმენად სხვადასხვა ხერხს იყენებენ. გაზიარება[ნინო ქორჩილავამ. 19:32 30-07-2010]http://3.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TFLwc53j5uI/AAAAAAAAD8w/EGXgmFuNBxk/s200/mosmena.gifმათი დავალებით ობიექტს ძირითადად სატელეფონო სადგურის ოპერატორები უსმენენ, მაგრამ თუ გსურთ, მოუსმინოთ "საყვარელ" მეუღლეს, ამას გაცილებით მარტივი, თუმცა მაღალტექნოლოგიური საშუალებით შეძლებთ. ინტერნეტით უკვე ხელმისაწვდომია ისეთი პროგრამები, რომელთა წყალობით არა მარტო "მსხვერპლის" საუბარს მოისმენთ, არამედ მის ადგილსამყოფელსაც დაადგენთ და ფოტოებსაც მოიპოვებთ.ზოგი ამგვარი პროგრამა "ჟუჩოკის" ფუნქციასაც კი ასრულებს. საკმარისია დაურეკოთ თქვენთვის საინტერესო პიროვნებას, რომ მობილური იწერს ყველას საუბარს, ვინც მის გარშემოა. ეს საუკეთესო საშუალებაა საიდუმლო შეკრების მონაწილეთა საუბრის მოსასმენად.რისკის ჯგუფში შედიან ტელეფონები ოპერაციული სისტემით Symbien Windows Mobile. პროგრამა ჯაშუში აიფონებისთვისაც არსებობს.ამ საკითხში გაუცნობიერებელი მომხმარებლისთვის ძნელია აღმოაჩინოს "ჟუჩოკი" თავის მობილურში, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიშანი იმისა, რომ მიხვდეთ, ისმინება თუ არა თქვენი მობილური ტელეფონი.1. აკუმულატორის მაღალი ტემპერატურათუ ტელეფონის აკუმულატორი ცხელია, ესე იგი, ის სწრაფად განიმუხტება. საუბრის რეჟიმში ეს ნორმალური პროცესია, მაგრამ თუ ლოდინის რეჟიმშიც ანალოგიური რამ მეორდება, ტელეფონში მოსასმენი პროგრამა მოქმედებს.2. აკუმულატორის ელემენტებირამდენიმეწლიანი მოხმარების შემდეგ ტელეფონის აკუმულატორის ელემენტი, რა თქმა უნდა, უფრო ხშირად ითხოვს დამუხტვას, მაგრამ თუ, ვთქვათ, ერთი კვირის წინ ის 3 დღის განმავლობაში უპრობლემოდ მუშაობდა და მოულოდნელად ყოველდღე ითხოვს დამუხტვას, ეს უკვე საყურადღებოა.3. ტელეფონის გამორთვის პროცესი გახანგრძლივებულიათუ ტელეფონის გამორთვა უჩვეულოდ დიდ დროს მოითხოვს, პროცესს ახლავს ფერადი ნათება ან საერთოდ არ ხერხდება ტელეფონის გათიშვა, ესეც საყურადღებოა.4. უცნაური ზოგადი მდგომარეობათუ თქვენი მობილური ტელეფონის ეკრანი უნებლიეთ ინთება, ირთვება ან იტვირთება, თქვენ გისმენენ!5. უცნაური ხმაურიზოგჯერ ტელეფონზე საუბარს ხელს უშლის ობიექტური მიზეზები - უამინდობა, ცუდი კავშირი საბაზო სადგურთან და ა.შ, მაგრამ თუ ტელეფონში უცნაური ხმები ლოდინის რეჟიმშიც ისმის, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ პროგრამა "ჯაშუში" თქვენით დაინტერესებულ ობიექტს უკავშირდებადა მას თქვენ გარშემო არსებულ ხმებს გადასცემს."ყველა სიახლე" – გაზეთ "არგუმენტი ი ფაქტიში" გამოქვეყნებული მასალის მიხედვით. http://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts