Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ნგოგის ინტერვიუ დუბლის შემდეგ


Recommended Posts

http://a.pix.ge/v/381c7.jpg

 

დავიდ ნგოგმა რაბოტნიკთან გატანილი ორი გოლის და ევროლიგაზე გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა…

 

“გოლის გატანა ჩემთვის შესანიშნავი იყო” – განაცხადა დავიდმა – “თუმცა რათქმაუნდა ბევრად მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვება იყო…”

 

“ჩვენ კარგად ვითამაშეთ, თუმცა წინ მეორე რაუნდია და ჯერ მხოლოდ საქმის ნახევარი გვაქვს გაკეთებული. აუცილებელია ენფილდზეც გავიმარჯვოთ… ჯერჯერობით მხოლოდ ორი ამხანაგური მატჩი გვქოდა და 100% არ ვართ ფიზიკურად მზად, მაგრამ ყოველდღე ბევრს ვვარჯიშობთ და ვაუმჯობესებთ კონდიციებს.”

 

“ამ შეხვედრაში ჩემი გოლები თანაგუნდელების დამსახურებაა. ლუკასამც და კელიმაც არაჩვეულებრივად ითამაშეს და დამეხმარნენ ანგარიშის გახსნაში. ასევე მომეწონა აკვილანის თამაში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე. იგი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია და ყოველთვის კარგად აკონტროლებს მოედანს…”

 

სავარაუდოდ ლივერპულის მომდევნო ამხანაგურ მატჩში მიუნხენგლადბახთან, ნგოგი კვლავ ძირითადში იქნება, რადგან ტორესი აგვისტოს დასაწყისში შეუერთდება გუნდს.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...