lasha1997 Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დაიბადა 1976 წლის 5 აგვისტოს ქ. თბილისში. 1993-1997 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების სპეციალობით (ბაკალავრის ხარისხი); 2000 წელს დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და მარკეტინგის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბუღალტრო და აუდიტის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხი); 2000 წელს ფლორიდის უნივერსიტეტში (ფლორიდის შტატი, აშშ.) გაიარა თრენინგის კურსი კომუნალურ საწარმოთა რეგულირებისა და სტრატეგიის სპეციალობით (მსოფლიო ბანკის პროგრამა), ხოლო 2001 წელს - ფინანსებისა და საბიუჯეტო განვითარების საერთაშორისო თრენინგი (USAID/AED-ის პროგრამა)ქ. პორტლენდი, მეინის შტატი, აშშ. 2000-2002წწ. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის ფაკულტეტზე ენერგეტიკის მენეჯმენტის სპეციალობით (მაგისტრის ხარისხი); 1999-2000 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ეკონომიკური დეპატრამენტის წამყვანი სპეციალისტი; 2000-2002წწ. - საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის ეკონომიკური დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი; 2002-2004წწ. მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატში მეთოდოლოგიური და ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორად 2004-2005 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2005-2006 წლებში - მინისტრის პირველი მოადგილე; 2006-2007 წლებში იყო საქართველის ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი 2007 წლის 30 აგვისტოს დაინიშნა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრად. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ასე თუ ისე ამ კაცსს აქვს გამოცდილება ამ სფეროში და შეიძლება დადებითან ჩავთვალოთ ეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 ზნეობრივი თვისებები და გამოცდილება - ესენია უმთავრესი (რაც ასაკთან ერთად მოდის სრულყოფაში)მარტო განათლებით შორს ვერ გაფრინდები,თუნდაც იმიტომ,რომ მსოფლიოს "ცნობილი" ტირანები და პიდერასტებიც ყველანი განათლებულები იყვნენ.მარტო გაპიდ..... ხიდების მშენებლის მაგალითი რად ღირს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 ბაჩანა ახალაია დაიბადა 1980 წლის 24 ოქტომბერს ქ. ზუგდიდში. 2004 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2003-2004 წლებში იყო ასოციაცია „თავისუფლების ინსტიტუტის" რეგიონალური კოორდინატორი. 2004 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში - სახალხო დამცველის მოადგილედ. 2005 წლიდან 2008 წლამდე იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე. 2008 წლის 16 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, ხოლო 2009 წლის 27 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის მინისტრად. ფლობს რუსულ, ინგლისურ და გერმანულ ენებს. აი ამას ჰქვია კარიერის მოწყობა და დღესაც წინააღმდეგი ვარ ამ კაცის თავდაცვის მინისტრობაზე.ჩემი ხუშტურები არაფერს შუაში არ არის და არც პირადული რამე მაკავშირებს ახალაიასთან,მაგრამ .............. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 lasha1997ასე თუ ისე ამ კაცსს აქვს გამოცდილება ამ სფეროში და შეიძლება დადებითან ჩავთვალოთ ეს. იმიტომაც არის ენერგეტიკაში შედეარებით გამოსწორებული ვიტარება...ნუ ძალიან ძვირს გვახდევინებენ, მაგრამ ეგ უკვე ზედა ეშელონის პოლიტიკაა./// Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 (edited) იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ზურაბ ადეიშვილი დაიბადა 1972 წელს ყვარლის რაიონში. 1994 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1997 წელს ჩაირიცხა სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1998-1999 სწავლობდა ჰოლანდიის გრონინგენის სამეფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურაში. 1996 წლის თებერვლიდან 1999 წლის ივნისამდე მუშაობდა საქართველოს პარლამენტის საკონსტიტუციო, იურიდიულ საკითხთა და კანონიერების კომიტეტის წამყვან სპეციალისტად. 1999 წლის ივლისიდან 1999 წლის სექტემბრამდე იყო სამართლებრივი განათლებისა და ინფორმაციის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. 1999 წლის სექტემბრიდან ნოემბრამდე მუშაობდა "ოქრუაშვილი და პარტნიორები"- იურიდიულ ფირმაში იურისტად. 1999 წლის ნოემბრიდან 2002 წლის მაისამდე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, იურიდიულ საკითხთა, კანონებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, შემდეგ თავმჯდომარე. 2003 წლის მაისიდან დეკემბრამდე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 2003 წლის დეკემბრიდან 2004 წლის თებერვლამდე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. 2004 წლის 15 თებერვალს დაინიშნა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრად და ამ თანამდებობაზე მუშაობდა 2004 წლის ივნისამდე. 2004 წლის 6 ივნისიდან 2008 წლის 21 იანვრამდე იყო საქართველოს გენერალური პროკურორი. 2008 წლის 1 თებერვლიდან 2 ნოემბრამდე იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი. 2008 წლის 2 ნოემრიდან დაინიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრად. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. ამა კაცსაც აქვს თავისი სპეციალობით ნამუშევარი და ერთ წლიანი ინსტიტუტიც აქვს დამთავრებული დასავლეთში. Edited July 30, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 (edited) კულტურისა და ძეგლთა დაცვისა მინისტრი ნიკოლოზ რურუა ნიკოლოზ რურუა დაიბადა 1968 წლის 17 მარტს ქ. თბილისში. განათლება: 1988-1993 წელი შ. რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, რეჟისორი; 1994-1999 წელი ამერიკის ჯორჯიას შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, სპეციალობა იურისტი. სამეცნიერო ხარისხი: იურისპრუდენციის დოქტორი. სამუშაო გამოცდილება: 1999-2000 წელი - ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირი; 2000 წელი - ქალაქ ატლანტის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლის თანაშემწე (აშშ); :018: 2000-2001 წელი - შტატ ჯორჯიას ნატურალური რესურსების დაცვის დეპარტამენტი. იურისტი; 2002-2004 წელი - გაზეთი "24 საათი", იურიდიული ექსპერტი; 04/2004-06/2008 წელი - საქართველოს პარლამენტი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 06/2008 წელი - საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2008 წლის 8 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი. Edited July 30, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 ერთ წლიანი უნივერსიტეტი ჯორჯიის შტატში1994-1999 წლებს შორის ერთი წელია ვითომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 (edited) Saturn2000-2001 წელი - შტატ ჯორჯიას ნატურალური რესურსების დაცვის დეპარტამენტი. იურისტი; ამაში შემეშალა.პარდონ,მაგრამ მაინც მეეჭვება მაგისი სწავლის პონტი.იყოს ეგრე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთაკობა სუბელიანი დაიბადა 1978 წლის 3 ოქტომბერს. 1995 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სასულიერო სემინარიაში და დაამთავრა 1999 წელს. იმავე 1999 წელს ჩაირიცხა ქ. თბილისის სასულიერო აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 2004 წელს. 1998-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს საპატრიარქოს სხვადასხვა განყოფილებებში. 1994 წლიდან იყო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სტიქაროსანი. 2004 წლის 1 ოქტომბრიდან 2005 წლის მაისამდე მუშაობდა სამეგრელო ზემო-სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ფონდის აღმასრულებელ დირექტორად. 2005 წლის მაისიდან 2005 წლის 2 აგვისტომდე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად. 2005 წლის აგვისტოდან 2007 წლის ნოემბრამდე მუშაობდა თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსად. 2007 წლის ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად. 2008 წლის აპრილში გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 2008 წლის ნოემბრიდან დაინიშნა საქართველოს მინისტრად. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. სკოლაში არ უსწავლია და მძღოლად როცა მუშაობდა ის რატომ არ უწერია? Edited July 30, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 (edited) lasha1997ამაში შემეშალა.პარდონ,მაგრამ მაინც მეეჭვება მაგისი სწავლის პონტი.იყოს ეგრე.ძეგლებს როგორ იცავს არ ვიცი, მაგრამ თვითონ რურუა ერუდირებული ტიპია. საერთოდ ამ მეთოდს უტრირება ჰქვია და მისი ზომიერად გამოყენება შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ ყველგან და ყველაფერში უტრირება უკვე არასერიოზულად აღიქმება Edited July 30, 2010 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 ძეგლებს როგორ იცავს არ ვიცი, მაგრამ თვითონ რურუა ერუდირებული ტიპია ვიცი,ჭკვიანია თავის ძმაზე. გრიგოლ ვაშაძე დაიბადა 1958 წლის 19 ივლისს ქ. თბილისში. 1981 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი. 1981-1988 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების განყოფილებაში, ხოლო შემდეგ კოსმოსის და ბირთვული შეიარაღებების განყოფილებაში. 1988-1990 წლებში იყო დიპლომატიური აკადემიის ასპირანტი. 1990 წლიდან 2008 წლამდე დაკავებული იყო კერძო ბიზნესით და ხელმძღვანელობდა მის მიერ დაარსებულ კომპანიებს. 2008 წლის 6 თებერვალს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ. 2008 წლის 2 ნოემბერს დაინიშნა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრად. 2008 წლის 6 დეკემბერს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. ფლობს რუსულ, ინგლისურ, პორტუგალიურ, იტალიურ, ფრანგულ და ესპანურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ამ კაცთან ყველაზე ნაკლები პრეტენზიები მაქვს.თან მისი ცოლის კონცერტზე გავიცანი აქ.მაშინ მინისტრი არ იყო. საერთოდ ამ მეთოდს უტრირება ჰქვია და მისი ზომიერად გამოყენება შეიძლება გამართლებული იყოს, მაგრამ ყველგან და ყველაფერში უტრირება უკვე არასერიოზულად აღიქმება წესიერად და გარკვეულად წერეთ გეთაყვა და რაზე უბნობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 (edited) სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ბაკურ კვეზერელი დაიბადა 1981 წლის 5 იანვარს თბილისში. 2002 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მართვის სისტემების ფაკულტეტი ეკონომიკური-ინფორმატიკის სპეციალობით. 2005 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრატურა საბანკო საქმის სპეციალობით და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი. 2005 წელს ქ. ტოკიოს ტოკასიუკუს უნივერსიტეტში გაიარა მოკლე კურსი თემაზე: ,,საერთაშორისო დახმარების ეფექტური გამოყენება". :018: 2002-2003 წლებში მუშაობდა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში მინისტრის თანაშემწედ. 2003-2004 წლებში - ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის მინისტრის აპარატში სპეციალისტად. 2004-2005 წლებში მუშაობდა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში. 2005-2006 წლებში - საქართველოს მთავრობის კანცელარიის რეგიონული ეკონომიკის განყოფილებაში. 2006 წლის ოქტომბრიდან 2007 წლის მარტამდე იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2007 წლის 3 მარტიდან 2008 წლის 29 აპრილამდე - მინისტრის პირველი მოადგილედ. 2008 წლის 29 აპრილს დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრად. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს. იაპონური სად არის? ჰყავს მეუღლე და შვილი აი ამას რა უნდა ამ თანამდებობაზე? ელოდებით არა ვანიჩკაზე რას დავწერ? უნდა გამოვტოვო. Edited July 30, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 აუჰ რა უსაქმურად ვარ სამსახურში და დავიღალე. თქვენ გააგრძელეთ და სამი თუ ოთხი მინისტრი დარჩა.უმეტესობა არაკომპეტენტურები არიან თავის დაკავებული თამანმდებობების. ესე ვფიქრობ მე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 იმ ერთ გოგოს რომ გადაეკიდეთ აქ და არა მარტო აქ,ამ თემაში კომენტარებს რატომ არ აკეთებთ იუზერებო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში მირზა დავითაია მირზა დავითაია დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს. დაამთავრა ნიურნბერგის სამხატვრო აკადემია. ასევე თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კვალიფიკაციით ფერმწერი, სამართალმცოდნე. 1993 - 1994 - შრომით საქმიანობას ეწეოდა საქართველოს სახელმწიფო კინოსტუდიაში, მხატვარ-მულტიპლიკატორად. 1994 - 1995 - "Cartoon-Film" (ბერლინი), მხატვარი-მულტიპლიკატორი. 1995 - 1995 -"Penta-TV" (ჰამბურგი), დამდგმელი მხატვარი. 1995 - 1995 -"Penta-TV" (ჰამბურგი), დამდგმელი მხატვარი. 1999 - 2002 -"Publicis MCD" (ერლანგენი), დამდგმელი მხატვარ-დიზაინერი. 06/2004 - 04/2008 - საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი,მინისტრის მოადგილე, მინისტრის მრჩეველი. 06/2008 - საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი:სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრი 12/2009 - დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად დიასპორის საკითხებში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ერთი როდის ჩამოდის აქეთ გამაგებინეთ რა ,ერთ ორ კითხვას დავუსვამდი.არც ეს არის კომპეტენტური და ეს სამინისტრო ფულის კეთების მეტს ალბათ არაფერს არ აკეთებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ალექსანდრე კვიტაშვილი ალექსანდრე კვიტაშვილი დაიბადა ქ. თბილისში 1970 წლის 15 ნოემბერს. 1992 წელს წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერ-სიტეტის ისტორიის ფაკულტეტი ევროპისა და აშშ-ს უახლესი ისტორიის სპეციალობით; 1992 წელს მასკის პროგრამაში გამარჯვების შემდეგ ჩაირიცხა ნიუ-იორკის უნივერსიტეტის რობერტ ფ. ვაგნერის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში. 1993 წელს მან წარმატებით დაასრულა სწავლა ნიუ-იორკის უნივერსიტეტში და მიიღო სახელმწიფო მართვის მაგისტრის ხარისხი. სწავლის დასრულების შემდეგ იგი მუშაობდა ატლანტის გრეიდის სამედიცინო ცენტრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში. 1993 წელს სანდრო კვიტაშვილი დაბრუნდა საქართველოში და დაიწყო მუშაობა გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობაში ადმინისტრაციისა და ფინანსე-ბის ოფიცრის თანამდებობაზე. 1995-1997 წლებში იგი იყო გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის დახმარების კომი-ტეტის (ამქორ) საქართველოს მისიის უფროსის მოადგილე და მისიის ხელმძღვანელის მოვა-ლეობის შემსრულებელი. მისი ხელმძღვანელობით ორგანიზაცია ახორციელებდა პროგრამე-ბს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროებში. 1997 წელს სანდრო კვიტაშვილი გახდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,კუ-რაციოს" საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ,,კურაციოს" ფონდმა განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი ჯანდაცვის მართვის, ფინანსირე-ბისა და ეკონომიკის მიმართულებით, ისევე როგორც მრავალი სხვა პროექტი ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური დაცვის სფეროში. 2002 წელს იგი გახდა საქართველოს სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური ზრდის პროგრამის ჯანდაცვის, სოციალური და განათლების სექტორების ქვეკომიტეტის ეროვნული ექსპერტი - კოორდინატორი. 1995-2002 წლების განმავლობაში იგი მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზა-ციების კონსულტანტად აზერბაიჯანში, ლიტვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში. ამავე წლებში მას გამოცემული აქვს რამდენიმე ანალიტიკური ნაშრომი რომელიც შეეხებოდა ჯანდაცვის სფეროს რეფორმებისა და სოციალური დაცვის სისტემის ანალიზს. 2002-2003 წლებში სანდრო კვიტაშვილი მუშაობდა ნიუ-იორკში აღმოსავლეთ-დასავლე-თის ინსტიტუტში და შიდსის წინააღმდეგ ტრანსატლანტიკური პარტნიორობის ინსტიტუტის კონსულტანტად. 2004 წელს იგი დაინიშნა აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის (EastWest Institute) ადმინისტრაციის დირექტორად, ხოლო 2005 წლიდან ადმინისტრაციის უფროს დირექტორად და ორგანიზაციის მმართველი საბჭოს წევრად. ამ რანგში იგი უწევდა მართვას ნიუ იორკის, ბრიუსელის, პრაღისა და მოსკოვის ცენტრებს, ასევე კადრების, ინფორმატიკის, ღონისძიებათა და ზოგადი ადმინისტრაციის დეპარტამენტებს. მონაწილეობდა ორგანიზაციის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. 2008 წლის 31 იანვარს ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა საქართველოს შრომის, ჯან-მრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად. რაც მე საავადმყოფოში ვნახე,როცა ცხონებული დედაჩემი ორი დღით მეწვა(სახლში გადავიყვანე),პროსტა ვერ გადმოგცემთ სიტყვებით.აი ამას უნდა მიუსაჯო იმ პალატაში ყოფნა ერთი თვით და ეს სისტემა ვობშემ მიჯმულია ქვეყანაში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.