FIORENTINO Posted September 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2008 ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ბაქრაძეს და გურგენიძეს შეხვდება თბილისში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი ჰანერგ ჰაბერი ჩამოვიდა. ჰაბერი და მისიის სხვა წევრები საქართველოში სარკოზი-მედვედევის გეგმის საფუძველზე ევროკავშირის მისიის 200 დამკვირვებლის განთავსებისთვის საჭირო მოსამზადებელ სამუშაოებს უხელმძღვენელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დამკვირვებელთა მისიის დიდი ნაწილი საქართველოში მიმდინარე კვირას ჩამოვა. დღეს გერმანელის დიპლომატი ჰანსერგ ჰაბერი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ გურგენიძესა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს შეხვდება. ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შტაბ-ბინა პირველადი 12 თვიანი ვადის განმავლობაში თბილისში განთავსდება. მისიის ბიუჯეტი 31 მილიონი ევროთია განსაზღვრული. იგეგმება ფილიალების – რეგიონალური ოფისების - გახსნაც. მისიის მთავარი მიზანი ექვს-პუნქტიანი შეთანხმების შესრულებაზე "დაკვირვება, ანალიზი და მონიტორინგი" იქნება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.