FIORENTINO Posted September 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2008 ბელგიაში ახალი პოლიტიკური კრიზისი დაიწყო ბელგიის მთავრობა დაშლის საფრთხის წიაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მემარჯვენე ცენტრისტული ფლამანდური პარტიის მეთაურმა ბარტ დე ვიერმა სამთავრობო კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ბელგიის სამთავრობო კოალიცია ცხრათვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, შვიდი პოლიტიკური ორგანიზაციის მიერ იქნა ფორმირებული. "N-VA" ბოლო დრომდე ბელგიის პრემიერის - ივა ლეტერმის, ფლამანდიელი ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის მოკავშირე იყო. ქვეყნის ფედერალურ პარალმენტში ისინი ერთობლივად უმსხვილეს პოლიტიკურ ბლოკს ქმნიდნენ. კოალიციიდან გასვლა თავად ვიერმა იმით ახსნა, რომ არსებულ სამთავრობო კაბინეტს ინსტიტუციური რეფორმის განხორციელება შეუძლებელი იყო. მიმდინარე სიტუაციის დამკვირვებლები მთავრობის დაშლას და უახლოეს თვეებში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას არ გამორიცხავენ. უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ექვსმილიონიანი ფლანდრიის მცხოვრებთა 79%-ია მზად. ეს ბელგიის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული რეგიონია. ბელგიაში კი 10,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამასთან ერთად, "N-VA"-ს გადაწყვეტილებამ სხვა ფლამანდიური პოლიტიკური პარტიების კრიტიკა გამოიწვია, გაერთიანებული ფლამანდიური ლიბერალ-დემოკრატებმა კი, რომლის წევრიც ყოფილი პრემიერი-გი ვერხოფსტადტია, განაცხადეს, რომ მთვარობა ერთი პარტიის ტყვეობაში აღმოჩნდა, რომელსაც ქვეყნის დანგრევა სურს. თავის მხრივ, ბელგიის მეფემ, ალბერტ მეორემ, რომელიც ქვეყნის ფორმალური ხელმძღვანელია, ეგრეთ წოდებულ "ბრძენთა საბჭოს", ბელგიის პოლიტიკურ-ინსტიტუციური კრიზისიდან გამოსაყვანად, სახელმწიფო რეფორმის წარდგენა დაავალა. მონარქმა ფლამანდიის სამთავრობო კოალიციაში შემავალი და ვალონიური ვეტერანთა პარტიის პოზიციათა დაახლოვება ბელგიის გერმანულენოვანი საზოგადოების მინისტრ-პრეზიდენტს, კარლ-ჰაინც ლამბერტიცას, ფედერალური პარლამენტის დეპუტატს, ფრანსუა-კსავიეს დე დონნეას და ევროპარლამენტის წევრს, რაიმონდ ლანგერდისას მიანდო. ფლანდრიის წარმომადგენლები თავისი რეგიონისთვის, ფედერაციის ფარგლებში, მეტი ავტონომიისთვის იღწვიან, ფრანგულენოვანი ვალონიიის წარმომადგენლები კი, რომელიც დასახლების მიხედვით ბელგიაში მეორე რეგიონს წარმოადგენს - ქვეყნის მართვაში გადამწყვეტი პოზიციების შენარჩუნებისთვის. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ივა ლეტერმა, რომლის პარტიამაც 2007 წლის საპარალმენტო არჩევნებზე გამარჯვება მოიპოვა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, კომპრომისული გამოსავლის მიღწევა ვერ შეძლო. 15 ივლისს მან მონარქს გადადგომის შესახებ მიმართა, თუმცა ალბერტ მეორემ მისი თხოვნა არ დააკმაყოფილა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.