Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) პაჩეკო და მაქსი ენფილდზე რჩებიან!


Recommended Posts

http://a.pix.ge/e/7d01c.jpg

 

ესპანური პრესა ამ ორ ფეხბურთელს ესპანურ კლუბებთან, რეალ სოსიედადთან და ესპანიოლთან აკავშირებდა, თუმცა ლივერპული მათ გასხვისებას არ აპირებს…

 

მაქსი როდრიგესი ესპანიოლს 1 წლიანი იჯარით სურდა. რათა 1 წლის შემდეგ სრულიად გამოესყიდა იგი ლივერპულიდან. ასევე 1 წლიანი იჯარით სურდა რეალ სოსიედადს ლივერპულის ახალგაზრდა ტალანტი დანი პაჩეკო, რომელმაც ევროპის 19 წლამდე ნაკრებთა ჩემპიონატზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. თუმცა ლივერპულის პრეს-სამსახურის განცხადებით კლუბი ამ ფეხბურთელებს არსად გაუშვებს!

 

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად ხაბი ალონსო, რომელიც ლივერპულმა რეალ სოსიედადისგან შეიძინა, ურჩევდა დანი პაჩეკოს გადასულიყო იჯარით ამ ესპანურ კლუბში. ამის შესახებ თავად პაჩეკომ ისაუბრა:

 

“ალონსო არის ადამიანი, რომელიც ყოველთვის მაძლევდა რჩევებს და ვფიქრობ თუ იგი იყო ბედნიერი სოსიედადში, მაშინ მეც არ გამიჭირდება იქ ყოფნა. ვიცნობ მათ მწვრთნელს და ვიცი თუ როგორი ატსმოფეროა კლუბში, ასე რომ თუ 1 წლით ვიქნები ამ გუნდში და სოსიედადი იქნება ის კლუბი, რომელიც რეგულარულად მომცემს თამაშის საშუალებას, მოხარული ვიქნები. ” - განაცხადა დანიმ

 

ა, ნ, ს. ს…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...