planetanews Posted July 30, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 30, 2010 http://a.pix.ge/n/6mnb0.jpg ბრიტანული პრესის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ასტონ ვილამ და ლივერპულმა ლუკ იანგის სატრანსფერო თანხა უკვე კარგა ხანია გაარკვიეს, ფეხბურთელმა ვერ მოახერხა პირადი კონტრაქტის პირობების შეთანხმება და თითქმის განხორციელებული ტრანსფერიც ჩაიშალა… როი ჰოჯსონს სურდა გამოცდლილი ინგლისელი მცველი, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, საკუთარ გუნდში ფაბიო აურელიოს, ინსუას და დეგენის წასვლის შემდეგ დატოვებული სიცარიელეს შესავსებად გამოეყენებინა. თავის მხრივ ასტონ ვილასაც სურდა იანგის გაყიდვა, რათა შეამციროს კლუბში ფეხბურთელთა ხელფასების საერთო ბიუჯეტი, რომელიც ამ დროისთვის 70 მილიონს აღწევს და ასტონ ვილას დონის კლუბისთვის ეს საკმაოდ დიდი თანხაა. იანგის პრობლემაც სწორედ ხელფასი გახდა. ამის გამო უშვებენ მას ვილადან და ამის გამო ვერ გადადის ლივერპულში. მას ბირმინგემულ გუნდში 2 მილიონი ჰქოდა წელიწადში, ლივერპულში კი ბევრად მეტი მოითხოვა, თუმცა მერსესაიდელებმა მაღალ ხელფასზე უარით გაისტუმრეს 31 წლის ლუკი. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts