Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - ვის და რატომ ასაჩუქრებს პრეზიდენტი


Recommended Posts

სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტმა ვერ მიიღო პრეზიდენტისგან პასუხი კითხვაზე, რა ნიშნით გამოარჩია სააკაშვილმა ის ადამიანები, რომლებსაც უმრავლეს შემთხვევაში, სიმბოლურ ან მიზერულ ფასად გადასცა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება.

 

ჟურნალისტურ გამოძიებაში სახელწოდებით ”პრეზიდენტის სიმბოლური საჩუქრები”, მოთხრობილია რამდენიმე ფაქტზე, როცა პრეზიდენტმა, პირდაპირი განკარგვის წესით, სხვადასხვა პირს და დაწესებულებას გადასცა ქონება. მათ შორის არიან მოსამართლეები, ინგა გრიგოლიას მამა, ტელეკომპანია ”ალანია”.

 

ფილმში იურისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს.

 

ფილმის პრეზენტაცია დღეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” ოფისში გაიმართა. სწორედ ამ ფონდის მხარდაჭერით აკეთებს სტუდია "მონიტორი" ჟურნალისტურ გამოძიებებს.

 

ნეტგაზეთზე დღესვე განთავსდება ”მონიტორის” აღნიშნული ფილმი.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...