Jump to content
Planeta.Ge

ვღებულობ არჩევნებში მონაწილეობას


Recommended Posts

ადრე მქონდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მაშინ ჯერ გადაწყვეტილი არ იყო ეს ამბე.

ასე რომ გადაწყდა უკვე და ოქტომბერში პლზენის ოლქში მივიღებ არჩევნებში მონაწილეობას. სამწუხაროდ კარგი საარჩევნო კომპანიისთვის ცოტა დრო რჩება, მაგრამ აქ საინტერესო იქნება ის, რომ მოვსინჯავ განსხვავებულ საარჩევნო კომპანიას. ისეთი რამ რაც ჯერ აქ არ ყოფილა. ჩემი წინადადებაა და პარტიაც თანახმაა.

პრინციპში ჩეხეთში და საერთოდ ევროპაში და ალბათ სხვაგანაც, საარჩევნო კომპანიის წარმატება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. პატარა პარტიებს ეს საშუალება არ აქვთ, რაც უმეტეს შემთხვევაში ამ პარტიების შანსებ ძალიან ამცირებს.

 

ამ ახლი ტიპის კომპანიით შევეცდებით ამ შანსების გაზრდას.

საარჩევნო კომპანიის ლოზუნგი მიახლოებით იქნება ასეთი: "სხვები არჩევნებამდე იძლევიან დაპირებებს, ჩვენ კი დაპირებებს არჩევნებამდე ვასრულებთ". :)

ამ კომპანიის დეტაილებს ჯერ არ გავამჟღავნებ :givi: ვნახოთ რა შედეგი ექნება აქ და ჩემი აზრით საქართველოშიც გამოდგება ასეთი სიახლე.

პრინციპში კარგი პროგრამამ და გამიზნულმა საარჩევნო კომპანიამ შედეგი უნდა მოიტანოს.

 

მოკლედ ვნახოთ რა გამოვა აქედან, მინიმუმ კარგი გამოსცდილება მექნება მაინც მომავალში საქართველოსათვის.

 

პ.ს. რაც შეეხება თემას. შეგვიძლია საერთოდ ვისაუბროთ არჩევნების თაობაზე. რა სახით შეიძლება საარჩევნო კომპანიის წარმოება.

რა შანსები აქვს ოპოზიციას ტოტალურ სახელისუფლებო მონოპოლიაში.

საქართველოსგან განსხვავებით ჩეხეთში დემოკრატია, მაგრამ დიდი პარტიების მონოპოლი, ასე რომ სადღაც აქ საერთო ნიშნებსაც ვიპოვით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

 

 

შაბათს ვსვამთ თუ არა და არჩევნებზე რა უნდა გელაპარაკო? :givi:

 

 

ის ლურსმანი შეინახე,ისტორიული საგანია. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომელი პარტია?

 

 

მეკობრეები.

 

წელს პირველად მიიღეს ჩეხეთში არჩევნებში მონაწილეობა და კარგი შედეგი ჰქონდათ. მწვანეთა პარტია, რომელიც უკვე ჩეხეთის პარლამენტში 8 წელი არის, ამათ მიუახლოვდნენ შედეგით.

ევროპაში საერთო ჯამშიც არაუშავს ამ პარტიის რეიტინგს. ევროპარლამენტშიც აქვთ წარმომადგენლობა.

ჩეხეთში ამ პარტიას მაგალითისთვის წელს ყოფილი დისიდენტების უმეტესობამ დაუჭირა მხარი.

პარტიას ყველაზე დაბალი ხარჯები აქვს. პრინციპში არ იდებენ თავს ხელისუფლებაში მოსვლით, არამედ კონკრეტული პროგრამით სთავაზობენ ხალხს ცვლილებებს.

 

babuagiorgi

 

 

 

შაბათს ვსვამთ თუ არა და არჩევნებზე რა უნდა გელაპარაკო? :givi:

 

 

ის ლურსმანი შეინახე,ისტორიული საგანია. :givi:

 

მაგ ლურსმალმა თავისი გააკეთა. :givi:

ისე ხელში რომ არ გამეჭედა და სადმე სხვაგან, ალაბთ ზოგიერთი უმცირესობების გულსაც მოვიგებდი. :givi:

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარმატებები არჩევნებში..

 

მსმენია მეკობრეების პარტიაზე, ევროპარლამენტშიც არიან და მაგარი რევოუციური სულისკვეთებითაც ეკაიფებიან ევროპულ პოლიტიკურ სისტემას : )))

 

ახალი სისხლი ჭირდება ბევბერი ევროპის მაჭაობებულ პოლიტიკურ ცხოვრებას და ეს ახალი-ახალგაზრდული პოლიტიკური ორგნიზაციები ეს ახალი სისხლია ზუსტად..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

 

მაგ ლურსმალმა თავისი გააკეთა.

 

 

იმიტომ გითხარი,ვეჩია მეთქი და პარლამენტარი თუ გახდი,კაბინეტში დალევა შეგეძლება? :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იმიტომ გითხარი,ვეჩია მეთქი და პარლამენტარი თუ გახდი,კაბინეტში დალევა შეგეძლება? :givi:

ოკ. :givi:

 

ხუმრობის გარეშე კი კარგი გამოცდილება იქნება. ადგილობრივი არჩევნებისთვის ოდნავ გვიანდება კომპანია, მაგრამ მომავალი საპარლამენტოსთვის ალბათ შედეგიანი გამოვა.

თან მაინტერესებს ამ სიახლის გამოცდა, რასაც ამათ ვთავაზობ. მოკლედ დიდი აზარტში ვარ ეხლა :givi: და ბევრი სამუშაო მელოდება ეს შეჩვენებული.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოკ. :givi:

 

ხუმრობის გარეშე კი კარგი გამოცდილება იქნება. ადგილობრივი არჩევნებისთვის ოდნავ გვიანდება კომპანია, მაგრამ მომავალი საპარლამენტოსთვის ალბათ შედეგიანი გამოვა.

თან მაინტერესებს ამ სიახლის გამოცდა, რასაც ამათ ვთავაზობ. მოკლედ დიდი აზარტში ვარ ეხლა :givi: და ბევრი სამუშაო მელოდება ეს შეჩვენებული.

კაი ბაბუ, გახდი დეპუტატი, მერე ჩამოდი აქ და შსს თანამშრომლებს პანჩურები ურტყი ვერ გადაგიღუნონ :v:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

რა სახით შეიძლება საარჩევნო კომპანიის წარმოება.

აუცილრბლად,საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრე.. :givi: :givi:

 

 

და სერიოზულად..წარმატებებს გისურვებ..

Edited by გიორგი68
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კაი ბაბუ, გახდი დეპუტატი, მერე ჩამოდი აქ და შსს თანამშრომლებს პანჩურები ურტყი ვერ გადაგიღუნონ :v:

 

რომც არ გავხდე დიდი პრობლემა არაა.

უბრალოდ ამ საკითხებზე ვმუშაობდი თეორიულად და მაინტერესებს პარქტიკა.

 

ჩემი ბოლო მაინც საქართველოა და იქ მაინტერესებს ისეთი რამის შეთავაზება რაც ჯერ არ ქართულ პოლიტიკაში არ ყოფილა.

ამაზეც მიდის მუშაობა და ვნახოთ, ეგებ მომავალში რამე საინტერესო შემოტავზება გაკეთდეს ქართული პოლიტიკისათვის.

 

ჩვენ მიჩვეულნი ვართ ერთი ტიპის რევოლუციურ პოლიტიკას და აუცილებელია განსხვავებული მიდგომა. ყოვლეგვარი საშინლად ცნობადი სახეების გარეშე და ა.შ.

 

babuagiorgi

 

აუცილრბლად,საზოგადოებრივი ტრანსპორტით იმგზავრე.. :givi: :givi:

 

 

და სერიოზულად..წარმატებებს გისურვებ..

 

ავტობუს ვიქირავებ და ზედ წარწერას გავუკეთებ "ჩქიმი პაკაზუხა" :givi:

 

არა გიორგი, მაქვს რაღაც გეგმა და მინდა მოვსინჯო. რავი დაბა აქ მოეწონთ და შევხედოთ რა გამოვა.

არავითარი პაკაზუხობა, უბრალოდ განსხვავებული მიდგომა საქმისადმი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარმატებებს გისურვებ.

 

გაიხარეთ.

 

მთავარია არ შევრცხვე, თორემ ჯიგრულ წაგებას რა უჭირს. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...