FIORENTINO Posted September 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2008 კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" სპეციალურ განცხადებას ავრცელებს კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საწინააღმდეგო პოლიტიკური მხილებისა და წინააღმდეგობის კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ კოალიციის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი. "ხელისუფლების რამდენიმეწლიანმა თანმიმდევრულმა ანტიდემოკრატიულმა პოლიტიკამ ქვეყანა გასული წლის 7 ნოემბრამდე და ამ დროისათვის არსებულ კრიზისულ მდგომარეობამდე მიიყვანა", - ნათქვამია განცხადებაში. კოალიცია ქვეყანაში არსებული კრიზისული სიტუაციიდან გამოსავალს ხელისუფლების და მათი მომხრე ძალების დემოკრატიული მეთოდებით და მშვიდობიანი ფორმებით პოლიტიკიდან ჩამოცილებაში ხედავს. კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" სპეციალური ბრიფინგის ჩატარებას გეგმავს, სადაც შესაბამისი პოლიტიკური ცვლილებებისა და სამომავლო გეგმების შესახებ განცხადებები გაკეთდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.