FIORENTINO Posted September 22, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2008 რუსული სამხედრო ხომალდები ვენესუელაში მიემგზავრებიან რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდთა ესკადრა მძიმე ატომური კრეისერი "პეტრე დიდის" მეთაურობით ვენესუელაში მიემგზავრება, სადაც რუსეთ-ვენესუელის ერთობლივ წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. რუსული მხრიდან წვრთნებში მონაწილეობას სამხედრო ხომალდები მიიღებენ. ასევე იგეგმება ვენესუელის ერთ-ერთ აეროდრომზე ნავსაწინააღმდეგო თვითმფრინავების დაშვებაც. შეგახსენებთ, რომ ვენესუელის საზღვაო აკვატორიაში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალებთან ერთობლივი წვრთნები იგეგმება. აღსანიშნავია, რომ 6 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ვაშინგტონი ჰუმანიტარული მისიის ნიღბით საქართველოში შეიარაღების შემოტანაში დაადანაშაულა. მედვედევის თქმით, შავი ზღვის საქართველოს აკვატორიაში შემოსულ ამერიკულ სამხედრო ხომალდებს მხოლოდ ერთი მიზანი – საქართველოში შეიარაღების შემოტანა აქვთ. "ვნახოთ როგორ იგრძნობს აშშ თავს, თუ რუსეთი კარიბის ზღვის აუზში სამხედრო ხომალდების შეყვანას დაიწყებს", - აღნიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.