Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) დუეტის საქმე მოვაგვარე. მასკეს რა ვუყო?


Recommended Posts

http://www.mirrorfootball.co.uk/incoming/article538239.ece/ALTERNATES/gallery-large/maddock-meatloaf.jpgხავიერ მასკერანოსთან დაკავშირებული საგა ჯერ კიდევ გრძელდება.

 

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ არგენტინელს სურს ამჟამინდელი კლუბის დატოვება. თუმცა უფრო საინტერესო ამ სურვილის მიზეზებია: მასკერანოს ადრეც უთქვამს, რომ ლივერპული – როგორც ქალაქი მას არ მოსწონს. ფეხბურთელს ნამდვილად  აქვს პრეტენზია  სასტარტო შემადგენლობაში მუდმივად ყოფნის. თუმცა, სავარაუდოდ, ეს არც ჰოჯსონის დროინდელ “ლივერპულში” მოაკლდებოდა. საქმე იმაშია, რომ მასკერანოს განსაკუთრებით კარგი დამოკიდებულება აქვს “წითლების” ყოფილ მწვრთნელ რაფა ბენიტესთან. ეს უკანასკნელი აღნიშნული გარემოებით სარგებლობს და არგენტინელს თავისკენ ექაჩება. “ინტერს” ნამდვილად აქვს იმდენი ფული, რომ ნებისმიერი თანხა გაიღოს მასკერანოს შესაძენად (მარტო წლეულს ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდგომ უეფასგან შესული თანხა კლუბის ბიუჯეტში რად ღირს).

 

ჰოჯსონი “ენფილდზე” მისვლის დღიდანვე ცდილობდა არგენტინელთან დაკავშირებას, თუმცა მასკემ ახალ დამრიგებელს სიტყვაძუნწობით უპასუხა და მის არცერთ შეტყობინებას უპასუხა. ამ საქციელით მან  დაადასტურა ჰოჯსონის მიმართ რბილად რომ ვთქვათ – არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება. მიუხედავად ამისა, ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მიუხედავად მასკერანოს ამ საქციელისა, ჰოჯსონი მისი გუნდიდან წასვლას პირდაპირ და ირიბად ეწინააღმდეგება. მაშინ როდესაც, არგენტინელმა როგორც იქნა “გაბუტვა” მიივიწყა და როის პირდაპირ უთხრა, რომ “ენფილდიდან” აბარგება უნდოდა, ჰოჯსონმა მედიასთან შემდეგი რამ განაცხადა: “სამწუხაროდ, მასკერანომ გამომიცხადა, რომ კლუბში დარჩენა არ სურს. თუმცა, მას “ლივერპულთან” კონტრაქტი აკავშირებს და გადავა თუ არა სხვაგან – ამას ჩვენ გადავწყვეტთ!”

 

ს, მ “ა” ქ, ს. ა, ა, თ, ა. ა, ა, ს. დ, ს.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...