Jump to content
Planeta.Ge

პაკისტანელმა სამხედროებმა ამერიკულ ვერტმფრენებს ცეცხლი გაუხსნეს


Recommended Posts

პაკისტანელმა სამხედროებმა ამერიკულ ვერტმფრენებს ცეცხლი გაუხსნეს

 

პაკისტანელმა სამხედროებმა ორ ამერიკულ ვერტმფრენს, რომლებმაც ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, ცეცხლი გაუხსნეს. იუწყება სააგენტო "AFP".

 

ინციდენტი ვაზირისტანის ჩრდილოეთ რაიონში, ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის მახლობლად მოხდა. ამერიკული ვერტმფრენები სოფელ ლვარა მუნდისგან არცთუ მოშორებით შენიშნეს, რომელშიც მოძრაობა "თალიბანის" და "ალ-ქაიდას" მებრძოლები იმალებიან. მას შემდეგ, რაც პაკისტანელმა სამხედროებმა სროლა დაიწყეს, ვერტმფრენები ისევ ავღანეთში გაბრუნდნენ.

 

ამერიკელმა სამხედროებმა თავიანთი მოქმედებები პაკისტანის ტერიტორიაზე 2008 წლის სექტემბრის დასაწყისში გააქტიურეს. პენტაგონი ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ პაკისტანის ხელისუფლება ავღანელ მებრძოლებს, რომლებიც აშშ-ს არმიისგან პაკისტანის ტერიტორიაზე იმალებიან, არასაკმარისი ეფექტურობით ებრძვის. 16 სექტემბერს, პაკისტანის ჯარის მეთაურმა ბრძანება გასცა, საზღვრის გადაკვეთის შემთხვევაში ამერიკელ სამხედროებს ესროლონ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...