Jump to content
Planeta.Ge

foreignpress.ge ვანკუვერის საცხობიდან საქართველოს მთავრობაში


Recommended Posts

http://foreignpress.ge/wp-content/uploads/2009/03/globeandmail136x26.jpg

 

იან ბეილი

 

ოლიმპიურ თამაშებზე პრეზიდენტთან შეხვედრამ ვერა ქობალია საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად აქცია.

 

ამ წლის დასაწყისამდე 28 წლის ვერა ქობალია მისი ოჯახის კუთვნილ საცხობში ოჯახის წევრებს პურის და ნამცხვრების გაყიდვაში ეხმარებოდა.

 

საცხობი „ევროპული პური“ დღესაც მუშაობს, მაგრამ ქალბატონი ქობალია იქ უკვე აღარ არის. ის ხომ ევროპულ სახელმწიფო საქართველოში ეკონომიკის მინისტრი გახდა. მან ეს პოსტი საქართველოს პრეზიდენტთან ვანკუვერში, ზამთრის ოლიმპიადაზე შეხვედრის შემდეგ დაიკავა.

 

იმ დროს როდესაც ეს ქვეყანა, სადაც 4.6 მილიონი მოსახლეა მის დიდ რუს მეზობელთან დაძაბულ თანაცხოვრებას განაგრძობს, ახალბედა მინისტრს თავადაც მოუწია ამ ახირებული რეგიონალური პოლიტიკის უსიამოვნო შედეგებთან შეტაკება. ამ კვირაში რუსულ მედიაში Facebook-ის ვებ-გვერდიდან გამოქვეყნდა ფოტო, სადაც ქალბატონი ქობალია მაგიდაზე ოთხ სხვა ახალგაზრდა ქალთან ერთად ცეკვავს, იმაზე მინიშნებით რომ ის „სტრიპტიზის მოცეკვავეებთან“ ერთობოდა.

 

მისი მამისთვის, ოთარ ქობალიასთვის ეს იდიოტური მინიშნებაა.

 

„ჩემი აზრით, იქ არაფერი განსაკუთრებული არ იყო“ – ამბობს ის სიცილით თავის საცხობში, რომელიც გაჟღენთილია „შტრუდელების“, ორცხობილების და „ბაგეტების“ (მათ შორის მისი საფირმო ქართული ბაგეტის) სურნელით. მაღაზია სამხრეთ ვანკუვერში მდებარეობს.

 

სინამდვილეში, ბატონი ქობალიას თქმით, ფოტო ერთ უწყინარ საღამოზე რამდენიმე წლის წინაა გადაღებული.

 

თუმცა ქალბატონ ქობალიას, რომელმაც მისი სრულად პოლიტიკური სამუშაო 2 ივლისს მიიღო, სულ რამდენიმე თვეში მას შემდეგ, რაც საოჯახო საცხობის დირექტორის პოსტიდან გადადგა, საკუთარი თავის დაცვა არ უჭირს.

 

„თუკი ყველაზე ცუდი რამ, რასაც ოპოზიცია ან ნებისმიერი სხვა ჩემს წინააღმდეგ მოიპოვებს ჩემი კოლეჯის დროინდელი ძველი ფოტოა, ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“ – განუცხადა გაზეთ Independent-ს ბრიტანული კოლუმბიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა, რომელმაც 2004 წელს დიპლომი ეკონომიკის და წარმოების ორგანიზაციის სპეციალობით მიიღო.

 

ბატონი ქობალიას წინ საცხობის ბუღალტერი ალენ ბურგანი ზის, რომელიც ქალბატონ ქობალიასთან მუშაობდა. ფოტოსთან დაკავშირებით ბურგანი ამბობს, რომ – „ეს უბრალოდ გოგონების თავყრილობაზე გადაღებული გოგონების ჯგუფია“ და დასძენს რომ ფოტოს შინაარსი დაამახინჯეს – „ის რაღაც ამაზრზენ და საზიზღარ ამბად აქციეს, რათა მისი პიროვნება და შესაძლებლობები დაემცირებინათ“.

 

რომ არა ვანკუვერში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა, როგორც სჩანს ქალბატონი ქობალია, დღესაც ბრიტანულ კოლუმბიაში იცხოვრებდა.

 

2010 წლის ზამთრის ოლიმპიადის დროს, ქალბატონი ქობალია ვანკუვერის ქართული სათვისტომოს 50 წარმომადგენელს შორის აღმოჩნდა. ის მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად წავიდა, რომელიც თამაშების დროს ქალაქს სტუმრობდა.

ქობალიას ოჯახი საქართველოდან არეულობებს გაექცა და 1996 წელს ვანკუვერში ჩავიდა. მან კანადაში 15 წელი იცხოვრა.

 

როდესაც ის საქართველოს პრეზიდენტმა გაიცნო, ქობალია სამშობლოში დაბრუნდა და მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში დაიწყო. ამბობენ რომ ბატონი სააკაშვილი, რომელიც 36 წლის იყო, როდესაც 2003 წელს თანამდებობაზე აირჩიეს, მინისტრებად ბევრ ახალგაზრდას ნიშნავს, რომ მთავრობას ახალი ენერგია ჩაბეროს.

 

ქობალიას მამა აღიარებს, რომ ამ დანიშვნით ერთგვარად „შოკირებულია“.

 

„ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა“ – ამბობს იგი – „ეს არ არის პრიზი, რომელსაც იგებ… ვიმედოვნებ, რომ იგი წარმატებას მიაღწევს და საქართველოს რამეს გაუკეთებს და სიამაყის საფუძველს გააჩენს არამხოლოდ საქართველოში, არამედ კანადაშიც, რადგან ის აქ გაიზარდა და განათლება აქ მიიღო“.

 

მისი თქმით, მას ამის შანსი აქვს, რადგან ორგანიზებული და „ძლიერი“ ადამიანია. მამამისი ფიქრობს, რომ ეს თვისებები ქობალიას დაეხმარება წინააღმდეგობა გაუწიოს ოპოზიციის თავდასხმებს.

 

„მას შეუძლია მსგავს დარტყმებს გაუმკლავდეს და განაგრძოს მუშაობა, არ განაწყენდეს და ემოციები არ გამოხატოს. ის ერთგვარი რკინის ლედია“.

 

ბატონი ბურანი ამბობს, რომ მას მტკიცე ხასიათი აქვს – „მას აქვს ძალიან ძლიერი ნებისყოფა და შეუძლია საკუთარი იდეების გატანა“.

 

საცხობში ამგვარ იდეებს შორის იყო ეკოლოგიის დაცვის ზომები, ერთგვარი ბიოლოგიური პაკეტები, რომლებმაც კომპანიის გაფართოვებას შეუწყო ხელი და მას გაყიდვებისთვის ახალი შესაძლებლობები მისცა. დღეს ამ ჩანთებს ჩვენგან შეერთებულ შტატებში ათობით მაღაზია ყიდულობს. „მან რეალურად გააორმაგა კომპანიის ბიზნესი“ – ამბობს ბატონი ბრაუნი.

 

მაგრამ ეყოფა კი მას კვალიფიკაცია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის, რაც რუსეთთან მტრული ურთიერთობების გამო დაბლოკილია? ეს ორი ქვეყანა უკვე მრავალი წლის განმავლობაში იბრძვის საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებზე კონტროლისთვის. მან ხელი უნდა შეუწყოს   სტაბილურ და სწრაფ ეკონომიკურ ზრდას და ისეთი საკითხები უნდა გადაწყვიტოს, როგორიცაა პრივატიზაცია, ზოგადად ეკონომიკის, კერძოდ კი გადასახადების ლიბერალიზაცია.

 

მისი სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თუკი ქალბატონი ქობალიას საქმეების ჩამონათვალი განხორციელდება, საქართველოში მშპ-ს სტაბილური ზრდა დაფიქსირდება, კერძო სექტორში სამუშაო ადგილები გაჩნდება და სიღარიბის დონე შემცირდება.

 

როგორც ამბობენ, ამ თვის დასაწყისში მან მთავრობის სხდომის წინ ჟურნალისტებს განუცხადა – „ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ჩვენ ცოტა დრო გვაქვს. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ევროპული სინგაპური გავხდეთ. ჩვენ ამის მიღწევა მოკლე დროში შეგვიძლია“.

 

როდესაც მამამისს ამ სამუშაოსთვის მის კვალიფიკაციაზე ეკითხებიან, ის ჩაფიქრებული პასუხობს – „მე არ შემიძლია იმის თქმა, რომ ის საუკეთესოა. არავის არ შეუძლია საუკეთესოთა შორის საუკეთესოს ამორჩევა. ბევრი ადამიანია, რომელიც ამ საქმეს გააკეთებდა, მაგრამ მას კარგი ის აქვს, რომ ძალიან ენერგიულია და დასავლური განათლება აქვს მიღებული“.

 

ის აღიარებს, რომ იგი ასეთი პასუხისმგებლობისთვის ძალიან ახალგაზრდაა და „ძალიან ნერვიულობს“ იმაზე, როგორ შესძლებს ის ამ საქმესთან გამკლავებას, მაგრამ იცის რომ მას ყველაფერი გამოუვა.

 

„ის მზად იყო, რაღაც მნიშვნელოვანისთვის“.

 

ორიგინალი

 

 

 

ორიგინალი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...