Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ჯოს პრესკონფერენცია


Recommended Posts

http://a.pix.ge/i/b1bo9.jpg

 

ლივერპულის ახალმა მენეჯერმა კლუბის 3 ახალწვეული ოფიციალურად წარადგინა და თითოეულმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტეთან ისაუბრა, მათ შორის მერსესაიდელთა ახლმა მეათე ნომერმა, ჯო კოულმა…

 

პრესკონფერენციათა დარბაზში გამოფენილია ლივერპულის სხვადასხვა პერიოდში მიღწეული გამარჯვებების ფოტოები და კოულმა ინტერვიუ სწორედ ამ ფოტოებზე მითითებით დაიწყო…

 

“შეხედეთ ამ სურათებს ახლა ჩვენს გარშემო და უფრო მეტი ასეთი ფოტო მოგინდებათ…” – განაცხადა ჯომ – “მთელი კლუბი წარმატების იდეაზეა დაფუძნენული. მე აქ ვგრძნობ უდიდეს სურვილს და მონდომებას ამისთვის და ეს შესანიშნავია…”

 

“მწვრთნელის გამოცდილება და ორგანიზების ნიჭი, დამატებული ფეხბურთელების უმაღლეს კლასთან, მარწმუნებს, რომ ახლა წინა სეზონზე ბევრად უკეთ ვითამაშებთ…”

 

“როცა ჩელსი დავტოვე არ მსურდა გადაწყვეტილების მიღების დროს მეჩქარა, მაგრამ ჩემითვის პირველი კანდიდატურაც და ბოლოც – ლივერპული იყო და ახლა ყველაფერს გავაკეთებ რომ ამ კლუბს სახელის დაბრუნებაში დავეხმარო.”

 

“არ განვეკუთვნები იმ ფეხბურთელებს, რომლებიც გადადიან ახალ კლუბში და ამბობენ რომ ყოველთვის ამ გუნდის გულშემატკივრები იყვნენ. მე უბრალოდ ყოველთვის დიდ პატივს ვცემდი ლივერპულს და მის ფანებს. ჩელსიში ყოფნის დროს ყველაზე რთული სწორედ ენფილდზე თამაში იყო. უფრო რთულიც კი ვიდრე ოლდ ტრაფორდზე და თუ კვლავ ასე იქნება მომავალ სეზონშიც, იმედი მაქვს ამ ფაქტორს ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ…”

 

“მსურს ლივერპულში დავიმკივდრო ადგილი. ჩელსიში ჩემი კვალი დავტოვე. ვიყავი იმ გუნდის წევრი რომელიც იგებდა ტიტულებს, ყავდა შესანიშნავი შემადგენლობა და მენეჯერი. და მე ვამაყობ ლონდონში გატარებული წლებით, მაგრამ ახლა მსურს ლივერპულშიც ვითამაშო ჩემი როლი და აქაც დავტოვო ჩემი ნაკვალევი…”

 

“ლივერპულის დიდი კლუბია და შეიძლება ითქვას წარმატებისკენ მიმავალი გზის დასაწყისზეა, მეც სწორედ ასეთ სიტუაციაში მსურდა ვყოფილიყავი. მე კარგად ვიცი თუ რა არის ტიტულის მოპოვება და რა არის დამარცხება. ერთადერთი რაც ახლა მვჭირდება გუნდში ადაპტაცია და რეგულარული თამაშებია…”

 

2009 წლის იანვარში მიღებული ტრამვის გამო კოულმა სეზონის მეორე ნახევარი ფაქტიურად გამოტოვა, მაგრამ ახლა თვლის რომ სრულიად გამოჯანმრთელებული და ფიზიკურად მზადყოფნაშია…

 

“გასული სეზონი საკმაოდ რთული იყო ჩემთვის” – განაცხადა კოულმა – “მე ვცდილობდი ჩავმდგარიყავი ფორმაში და ბევრს ვვარჯიშობდი რათა ძირითადში მოვხვედრილიყავი, მაგრამ სამწუხაროდ მცდელობის მიუხედავად ეს არ ხდებოდა… ახლა კი სრულიად ჯანმრთელი ვარ, მართალია ცოტა მეტი ფიტნესი მჭირდება, მაგრამ ორგანიზმი სრუალიდ მზადაა ყველაფრისთვის.”

 

ს 90 ე. ა. ი…”

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...