planetanews Posted July 29, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted July 29, 2010 http://s03.radikal.ru/i176/1007/60/037742eee04f.jpg დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე ლივერპულის ევროლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მაკედონიურ რაბოტნიკს დაუპირისპირდება. გთავაზობთ საინტერესო ინფორმაციას წითლების მოწინააღმდეგეზე, ენფილდელთა სამატჩო განაცხადს და სხვა საინტერესო ფაქტებს მატჩის გარშემო. მაკედონიური საფეხბურთო კლუბი რაბოტნიკი 1937 წელს დაარსდა. მათ ასევე მოისხენიებენ როგორც “რომანტიკოსებს” და “რკინიგზე ბიჭებს”. რაბოტნიკი სულ 3 ჯერ იყო მაკედნოის ჩემპიონატის გამარჯვებული. ჩემპიონთა ლიგის და უეფას თასის, ან ევროლიგის ფინალურ ეტაპზე ჯერ არ უასპარეზია. ლივერპულამდე კი მათ ჯერ ანდორის ლუსიტანოსი გაანადგურეს 5-0 და 6-0. შემდეგ კი სომხური მიკა დაამარცხეს სახლში 1-0, გასვლაზე კი ფრედ 0-0 ითამაშეს… ლივერპულელთათვის ამ მატჩში მთავარი პრობლემა არა მოწინააღმდეგის სიძლიერე, არამედ ძირითადი მოთამაშეების ნაკლებობაა. გუნდს აკლია ესპანელი, ინგლისელი და ჰოლანდიელი ფეხბურთელები, რომელთაც მუნდიალზე ფლეიოფებში ითამაშეს. აკლია სწორედ ის ფეხბურთელები, რომლებიც ლივერპულის ბირთვს წარმოადგენენ. მაკედნოიაში არ გამგზავრებულან ჯერარდი, კარაგერი, კოული, ჯონსონი, რეინა, ტორესი, კიუიტი და ბაბელი… ლივერპულელთა განაცხადი კი ასე გამოიყურება: კავალიერი, გულასკი, აკვილანი, აგერი, ჯოვანოვიჩი, კირგიაკოსი, ლუკასი, ვილსონი, ნგოგი, სპირინგი, დარბი, შელვი, კელი, შკრტელი, ეკლესტონი, აიალა, ჰანსენი, ამოო, დელა ვალე და ინსი. შესაძლოა შედგეს ჯონჯო შელვის, მილან ივანოვიჩის და დანი ვილსონის დებიუტიც ოფიციალურ მატჩში სავარაუდოდ ძირითადში დაიწყებენ თამაშს ახლახანს დაბრუნებული მცველები დანიელ აგერი და შკრტელი. ასევე ნახევარდაცვაში აკვილანი და ლუკასი. კარში სავარაუდოდ გამოვდილი კავალიერი იქნება. დაცვის ფლანგებზე დარბი და კელი. თავდასხმაში კი ალბათ კვლავ ნგოგს უნდა ველოდოთ, რომელიც ან ეკლესტონს ან დელავალეს შეუწყვილდება… ოფიციალურ შემადგენლობას 22:00 საათზე შემოგთავაზებთ, ისევე როგორც მატჩის პირდაპირ ეთერში საყურებელი არხების ლინკებს… View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts